Fox News: FBI-მ თეთრი სახლის ეზოში UFC-ის ორთაბრძოლების დროს დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა
ფოტო: Getty Images
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და პარტნიორმა უწყებებმა აღკვეთეს სავარაუდო თავდასხმის გეგმა, რომლის სამიზნეც 14 ივნისს ვაშინგტონში დაგეგმილი UFC Freedom 250-ის ღონისძიება უნდა ყოფილიყო. ინფორმაციას Fox News-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ორშაბათის მდგომარეობით, დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო გამოძიებამ შესაძლო დანაშაულში ჩართული 23 ადამიანი გამოავლინა.
გამოძიების ვერსიით, თავდამსხმელები ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონების გამოყენებას გეგმავდნენ, რათა ღონისძიების მიმდებარე შენობებზე იერიში მიეტანათ. მათი მიზანი მასობრივი ევაკუაციის გამოწვევა და ხალხის წინასწარ შერჩეული მიმართულებით გაშვება იყო, სადაც, ოფიციალური პირების თქმით, სნაიპერთა ჯგუფი უნდა განეთავსებინათ.
წყაროების ცნობით, ამის შემდეგ დაგეგმილი იყო თავდასხმის „მეორე ტალღა“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები თეთრი სახლის ჭიშკარზე იერიშის მიტანას აპირებდნენ.
FBI-მ საფრთხის შესახებ ინფორმაცია 10 ივნისს მიიღო და პარტნიორ უწყებებთან ერთად დაიწყო მუშაობა საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის მოსაპოვებლად. შედეგად, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.
აშშ-ის საიდუმლო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში FBI-სთან „მჭიდროდ თანამშრომლობდა“.
„გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი სპეციალური აგენტები, ოპერატიული მხარდაჭერის პერსონალი და ტექნიკური უსაფრთხოების ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ, რათა პასუხისმგებელი პირები გამოევლინათ“, - განაცხადა საიდუმლო სამსახურის დირექტორმა შონ კარანმა.
ყველა სიახლე
16 ივნისი 2026, 17:57
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება საქართველოსთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც ახლა აპირებს შესვლას ან აქვს პრეტენზია შევიდეს ევროკავშირში
რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება საქართველოსთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც ახლა აპირებს შესვლას ან აქვს პრეტენზია შევიდეს ევროკავშირში, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.
16 ივნისი 2026, 17:56
მსოფლიო
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, 17 ქვეყანა თანახმაა ირანს სანქციები მოუხსნას
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, 17 ქვეყანა თანახმაა ირანს სანქციები მოუხსნას.
16 ივნისი 2026, 17:55
თავდაცვა
საქართველო სამმხრივ სწავლებას „კავკასიის არწივი 2026“ მასპინძლობს
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დაიწყო. საველე ტაქტიკური წვრთნების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში გაიმართა.
16 ივნისი 2026, 17:53
საზოგადოება
თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრები პროფესიულ კოლეჯ „სქილვილ" -ს ესტუმრნენ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ „სქილვილ"-ში იმყოფებოდა. საკრებულოს წევრებმა კოლეჯის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს და იმ პროგრამებს გაეცნენ, რომლებსაც კოლეჯი ახალგაზრდებს სთავაზობს. დეპუტატებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.
16 ივნისი 2026, 17:52
საზოგადოება
თეა ახვლედიანი სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და დასკვნითი ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, - ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 17:40
მსოფლიო
უკრაინამ მოსკოვი დრონებით დაბომბა
უკრაინის დრონები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს თავს დაესხნენ.
16 ივნისი 2026, 17:31
სამართალი
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ ცილისწამებაში ადანაშაულებს
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ ცილისწამებაში ადანაშაულებს
16 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
კახეთში პარტია „ახლის“ წევრების შეკრება იმართება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, განიხილავენ ალიანსიდან გასვლის გზებს, რადგან მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების გამო ალიანსმა ფუნქცია დაკარგა
კახეთში პარტია „ახლის“ წევრების შეკრება იმართება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, განიხილავენ ალიანსიდან გასვლის გზებს, რადგან მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების გამო ალიანსმა ფუნქცია დაკარგა.
16 ივნისი 2026, 17:27
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა - ზრდამ 8.9% შეადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, წელს იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2,364 ლარი შეადგინა.
16 ივნისი 2026, 17:22
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ - საბჭოთა კავშირში ფორმალურად მაინც ამბობდნენ, ყველანი თანასწორი ვართო და ესენი ფორმალურადაც აღარ ამბობენ
სად მიღებ, რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.
16 ივნისი 2026, 17:20
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.
16 ივნისი 2026, 17:12
მსოფლიო
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ აშშ რუსეთის ნავთობს სანქციებს კვლავ დაუწესებს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკამ რუსეთის ნავთობზე ადრე მოხსნილი სანქციები, შესაძლოა, კვლავ შემოიღოს.
16 ივნისი 2026, 16:52
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა. მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რასაც განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებიც ადასტურებს.
16 ივნისი 2026, 16:50
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატაში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.
16 ივნისი 2026, 16:35
საზოგადოება
რატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 15:56
პოლიტიკა
სერბეთის პრეზიდენტი: დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის. გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას!
„დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის. გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას!“, - წერს იგი.
16 ივნისი 2026, 15:54
რეგიონი
17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე (გორის გვირაბები) დაზიანებული საფარის აღდგენა (ორმოულის შეკეთება) და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარება. სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე (გორის გვირაბები) სავალი ნაწილის ჩაკეტვა და მოძრაობის გადართვა დროებით შემოსავლელ გზაზე“.
16 ივნისი 2026, 15:37
სამართალი
შსს გვარამიას განცხადებაზე: 166-ე მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მომართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის. ქმედების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს მასზე რეაგირება
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკა გვარამიას პოსტის პასუხად.
16 ივნისი 2026, 15:35
საზოგადოება
გამოფენა „პატრიარქი ილია II“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენის „პატრიარქი ილია II“ დათვალიერება ამიერიდან ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ონლაინ არის შესაძლებელი.


