The Wall Street Journal-ი ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის არსებულ რთულ ურთიერთობებზე წერს
ფოტო: Reuters
ტრამპისა და ნეთანიაჰუს რთული ურთიერთობების კულისებში. სტატიას ამ სათაურით ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ხშირი სატელეფონო საუბრები აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის, როგორც ჩანს, უკვე ძველებურად მეგობრული აღარ არის.
იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასრულებისა და მუდმივი შეთანხმების მიღწევას ცდილობდა - კონფლიქტისა, რომელმაც აშშ-ის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა და საწვავის ფასები ერთ გალონზე 4 დოლარზე მაღლა გაზარდა - მას მკაცრი შენიშვნები ჰქონდა იმ პარტნიორის მიმართ, რომელმაც, მისი აზრით, ომის დაწყებისკენ უბიძგა.
როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, ერთ-ერთ ბოლო სატელეფონო საუბარში ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ლიბანში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების გამო მიმართა.
„რატომ ანადგურებთ შენობებს? შეწყვიტეთ შენობების აფეთქება“, - განუცხადა ტრამპმა ნეთანიაჰუს.
სხვა საუბარში კი ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ომით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური ვარდნა, შესაძლოა, ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჰერბერტ ჰუვერის და 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის პერიოდთან დააკავშირონ.
ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპისა და ნეთანიაჰუს ურთიერთობაში დაძაბულობამ იმატა. მაშინ, როცა ტრამპი ირანთან კონფლიქტის დასრულებას ცდილობდა, ნეთანიაჰუ სამხედრო ზეწოლის გაგრძელების მომხრე იყო. ამ ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთისთვის, სადაც შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა არსებობს, თუმცა ისრაელის შემდგომმა სამხედრო ოპერაციებმა, შესაძლოა, ეს პროცესი ჩაშალოს.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ხუთშაბათს გამოცხადებული შეთანხმება. მათი შეფასებით, ტრამპი უფრო სამხედრო დარტყმებისკენ იხრებოდა, ვიდრე დიპლომატიური შეთანხმებისკენ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ისრაელის ძალები შესაძლო სამხედრო ოპერაციებისთვის მზადყოფნაში იმყოფებოდნენ.
„დონალდ, როგორ აპირებ ამის გადამოწმებას?“, - ჰკითხა ნეთანიაჰუმ ტრამპს ერთ-ერთ ბოლო საუბარში, როდესაც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მექანიზმებს განიხილავდნენ.
იმავე წყაროების თქმით, სხვა საუბრების დროს ნეთანიაჰუ ტრამპს ირანის მიმართ უნდობლობის საფუძვლებს უხსნიდა და ისტორიულ გამოცდილებაზე მიუთითებდა.
ტრამპს საკუთარ მრჩევლებთან უთქვამს, რომ „ნეთანიაჰუსთან გამკლავება არავის შეუძლია“ და რომ ის „ყველაფრის დაბომბვას ცდილობს“.
„ვფიქრობ, ის შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად შორს მიდის“, - განაცხადა ტრამპმა ნეთანიაჰუს შესახებ გამოცემასთან ინტერვიუში.
ყველა სიახლე
18 ივნისი 2026, 18:16
სამართალი
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 18:12
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესებზე: ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ გარე პატრონებს უნდათ, 2028 წლისთვის გახარიას პარტია და „ლელო“ ბოლომდე იყოს გამიჯნული საზოგადოების თვალში
ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ გარე პატრონებს უნდათ, რომ 2028 წლისთვის გახარიას პარტია და „ლელო“ ბოლომდე იყოს გამიჯნული საზოგადოების თვალში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
18 ივნისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია. ნამდვილად არ მგონია იმდენად უგუნურები იყვნენ, რომ ეს ტყვია გაისროლონ. მაშინ უკვე საშანტაჟოც არაფერი რჩება
ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია. მე ნამდვილად არ მგონია, რომ იმდენად უგუნურები იყვნენ, რომ ეს ტყვია გაისროლონ. მაშინ უკვე საშანტაჟოც არაფერი არ რჩება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
18 ივნისი 2026, 18:02
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩინეთი, აშშ და სხვა მძლავრი სახელმწიფოები ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას და თურმე კაია კალასი და მარტა კოსი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას. მათთვისვე არის კონტრპროდუქტიული და თავადვე აზიანებენ თავიანთ რეპუტაციას საქართველოს მოქალაქეების თვალში
ჩვენ ამით ვერაფერს დაგვაკლებენ, ისევ თავიანთ რეპუტაციას აზიანებს საბავშვო ბაღის და სახლობანას თამაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.
18 ივნისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ერთი და იმავე ტექსტის გადმოკოპირება ხდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი აბსურდით არის დატვირთული
ერთი და იმავე ტექსტის გადმოკოპირება ხდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი აბსურდით არის დატვირთული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
18 ივნისი 2026, 17:48
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას არ გეგმავს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას არ გეგმავს.
18 ივნისი 2026, 17:42
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძე უცებ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს. დევის საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა და მაინც „ნაცმოძრაობის“ რიგებში დარჩა. საინტერესოა, ბოკუჩავა გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას, ვნახოთ, რა უფრო ფასეულია მისთვის - ღირსება თუ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი ,,აიფონი"?
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ამჟამინდელი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, ნაცვლად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დაყენების ფაქტს ეხმიანება.
18 ივნისი 2026, 17:38
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტ „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრების ციკლს ატარებს
შეხვედრები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს განივითარონ კომპეტენციები მეცნიერების, ტექნოლოგიების, ელექტრონული ინჟინერიისა და STEAM მეცნიერებების მიმართულებით; ასევე, ამ სფეროს გამოცდილი პროფესიონალების ხელშეწყობით გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება.
18 ივნისი 2026, 17:35
საზოგადოება
რევაზ სოხაძემ სკოლების პროექტების შეფერხების მიზეზებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და შემდგომ გეგმებზე ისაუბრა
ჩვენთვის სკოლა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა პრიორიტეტია და ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სრულფასოვანი და უსაფრთხო სასწავლო გარემო, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე.
18 ივნისი 2026, 17:31
მსოფლიო
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, დაიწვება მოსკოვიც
რუსეთზე უკრაინული დრონების მასშტაბურ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ვიზიტისას გამოეხმაურა.
18 ივნისი 2026, 17:23
საზოგადოება
სკოლების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების შეფერხებული მშენებლობებისა და პრობლემური პროექტების მართვას აქტიურად აგრძელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 17:22
სამართალი
პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულმა ზუგდიდელმა აქტივისტმა შალვა ესართიამ ბრალი აღიარა და საპატიმრო დატოვა
პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
18 ივნისი 2026, 17:22
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: არ შეიძლება, ადამიანს მოაფიქრდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები კატეგორიებად დაყოს - ეს სრული აბსურდია. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ევროკომისია ამ მოწოდებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა და საქართველოს გარკვეული მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას ეხება.
18 ივნისი 2026, 17:19
პოლიტიკა
პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
18 ივნისი 2026, 17:16
სამართალი
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ უჩივის
ნინო ლომჯარია, როგორც თავად აცხადებს, ტელეკომპანია იმედს უჩივის. ამ თემაზე მან ბრიფინგი გამართა, თუმცა ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ არ აცნობეს. კონკრეტულად, რომელ სიუჟეტზე ჩივის, ლომჯარიას ბრიფინგზე არ დაუსახელებია.
18 ივნისი 2026, 17:16
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარები ერთი მხრივ პოლარიზაციაზე საუბრობენ და მეორე მხრივ ყველანაირ მექანიზმს და საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული, დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს
ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, ასეთი ჩვენ ბევრი ვნახეთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
18 ივნისი 2026, 17:10
რეგიონი
დავით სონღულაშვილი აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.
18 ივნისი 2026, 17:07
მსოფლიო
ტაკერ კარლსონი ტრამპის მიერ ირანთან დადებული შეთანხმების შესახებ: ეს დოკუმენტი აღიარებს, რომ ირანი არ არის ტერორისტული სახელმწიფო
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ აცხადებს, რომ დოკუმენტი აღიარებს, ირანი არ არის ტერორისტული სახელმწიფო.
18 ივნისი 2026, 17:04
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
18 ივნისი 2026, 17:03
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი ალან მიჩელს შეხვდა
პაატა სალიამ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო, პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.


