ჯეი დი ვენსი: ირანს რაკეტები თავდაცვისთვის სჭირდება, ისევე როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება
ჯეი დი ვენსი
ფოტო: GettyImages
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაიცვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია იმის შესახებ, რომ ირანს ნება დაერთოს, შეინარჩუნოს თავისი ბალისტიკური რაკეტების ნაწილი. ვენსის არგუმენტით, ირანს ისინი „თავდაცვისთვის“ სჭირდება, ისევე როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ვენსს სთხოვეს, განემარტა ტრამპის პოზიციის აშკარა ცვლილება ამ საკითხთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ მანამდე ირანის სარაკეტო პროგრამის განადგურებას ომის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ასახელებდა.
ვიცე-პრეზიდენტმა საუბარი იმით დაიწყო, რომ ბოლო ომის განმავლობაში აშშ-მა გაანადგურა ირანის რაკეტებისა და გამშვები დანადგარების „მნიშვნელოვანი ნაწილი“. „პრეზიდენტმა გუშინ მხოლოდ ის თქვა, რომ, რა თქმა უნდა, რეგიონული ქვეყნები არ თმობენ თავდაცვის უფლებას“, - განაცხადა ვენსმა.
„ისრაელი არ თმობს თავდაცვის უფლებას, თუ „ჰეზბოლა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ან დრონებს ისვრის“, - განაგრძო მან. - „თქვენ ვერ ეტყვით ქვეყანას, იქნება ეს ისრაელი თუ ირანი, რომ მათ არ აქვთ თავდაცვის უფლება“.
მან განმარტა, რომ საბოლოო შეთანხმება, რომლის მიღწევასაც აშშ მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმედოვნებს, ითვალისწინებს ირანის თანხმობას, არ „აწარმოოს ისეთი ტიპის რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ფართოდ დაემუქრონ მთელ მსოფლიოს“.
„საბოლოო შეთანხმების ნაწილად, ჩვენ გვსურს, რომ ირანმა შეწყვიტოს რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორიზმის დაფინანსება და, რა თქმა უნდა, არ ეცადოს თავისი ბირთვული იარაღის პროგრამის აღდგენას“, - დასძინა მან.
ყველა სიახლე
18 ივნისი 2026, 23:34
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწვეთ რეალობისკენ შემობრუნება
დღე არ გათენდება, როცა არ ვამბობთ რომ მოდით დაგველაპარაკეთ, თუ მე ეს რეჟიმი [ევროკავშირთან დაშორება] მინდა, მაშინ რატომ მივიყვან აქამდე საქმეს? რატომ ველაპარაკები ყველა ევროპულ ქვეყანას, როდესაც ვხვდებით ცალ-ცალკე? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების ევრობიუროკრატთან პოლიტიკა ართულებს.
18 ივნისი 2026, 23:33
მსოფლიო
ტრამპი: დიდი ალბათობით მხარს დავუჭერ ნეთანიაჰუს არჩევნებში, თუმცა უნდა ვნახო, ვინ იქნებიან სხვა კანდიდატები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ ისრაელის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დიდი ალბათობით დაუჭერს მხარს, თუმცა მანამდე სურს ნახოს, თუ ვინ იქნებიან ნეთანიაჰუს კონკურენტები.
18 ივნისი 2026, 23:32
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევრობიუროკრატია უკვე ვეღარ ზომავს იმდენად უნდა ხელში მოქცევა მთელი ძალაუფლების. აქამდე იმიტომ მივიდნენ, რომ ევრობიუროკრატია არის მოუქნელი, არავისგან არჩეული ყოვლად წარმოუდგენელი წარმონაქმნი, რომლებიც იღებენ რაღაც რეზოლუციებს და სუვერენულ უფლებებს უზღუდავენ ცალეულ ქვეყნებს
ევრობიუროკრატია უკვე ვეღარ ზომავს იმდენად უნდა ცენტრალიზაცია, იმდენად უნდა თავის ხელში მოქცევა მთელი ძალაუფლების, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით.
18 ივნისი 2026, 23:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე: ჩვენ დიდიხანია მზად ვართ ამისთვის, როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ, ეს არ ვიცი
ჩვენ დიდიხანია მზად ვართ ამისთვის [ევროკავშირთან დიალოგის განახლება], როდის იქნებიან თავად მზად, რომ ჩვენთან დასხდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყონ ეს არ ვიცი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენზიგ შარმანაშვილმა ევროკავშირთან დიალოგის განახლების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით, თბილისი მზად არის სიტუაციის გასარკვევად ფაქტების დონეზე და არა გამოგონილი ნარატივებით.
18 ივნისი 2026, 23:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: რა თქმა უნდა გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ თანასწორობას რომ თავი დავანებოთ, სამართლიანობის ელემენტები მაინც შეიტანონ ამ ურთიერთობაში
რა თქმა უნდა გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ თანასწორობას რომ თავი დავანებოთ, სამართლიანობის ელემენტები მაინც შეიტანონ ამ ურთიერთობაში, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
18 ივნისი 2026, 23:17
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხანდახან გვგონია, რომ არაფერი არ ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგია
ხანდახან გვგონია, რომ არაფერი არ ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები თითქოს არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ასე, რომ ეს ტყუილად არ კეთდება. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისა.
18 ივნისი 2026, 22:57
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სომხური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სომხური პროდუქტების ადგილწარმოშობის ცვლილებასა და ტვირთების სხვა მეზობელი ქვეყნის სახელით რეექსპორტის მიზნით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით.
18 ივნისი 2026, 22:29
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ტრამპის ისრაელელმა კრიტიკოსებმა უნდა გაიღვიძონ და შეხედონ რეალობას - ის ერთადერთი ლიდერია მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ მომენტისთვის ისრაელის სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით არის განწყობილი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც ისრაელის მიმართ სიმპათია აქვს და რომ აშშ არის ერთადერთი „ძლიერი მოკავშირე“, რომელიც ისრაელს დარჩა.
18 ივნისი 2026, 21:24
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი მოითხოვს პატრიარქ კირილეს ამოღებას სანქციების პაკეტიდან
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტიდან ამოღებას შეეცდება.
18 ივნისი 2026, 21:21
საზოგადოება
თბილისის მერმა „სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა - „ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული არ არსებობს“
„სტუდენტური ფესტივალი 2026“ საზეიმო ღონისძიებით დაიხურა, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
18 ივნისი 2026, 20:54
საზოგადოება
რღვევა და ქაოსი „ნაცმოძრაობაში“. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციხიდან და „ფეისბუქით“ გათავისუფლებული თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება. სააკაშვილის შეკვეთილი ლიდერი შეხვედრებს უკვე მართავს.
18 ივნისი 2026, 20:52
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაციამ ბელგიაში ვიზიტი დაასრულა. „ქრონიკა“ ბრიუსელიდან
ერთ-ერთი ბოლო - საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შიდა საქმეებსა და არჩევნებში ჩარევა, სანქციების იძულება - ქართულმა მხარემ ბელგიურს ეს და სხვა პრობლემური საკითხები გააცნო.
18 ივნისი 2026, 20:38
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალან მიჩელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტთან, ალან მიჩელთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 20:30
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს მანიპულაციურ და არასწორ ჩანაწერებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტის რეზოლუცია, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის მექანიზმთან დაკავშირებული დებულებები შეაფასა.
18 ივნისი 2026, 20:30
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოების საკითხი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე გააქტიურდა
ფაქტია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბარი სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გააქტიურდა უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ქალბატონი რასა ადასტურებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
18 ივნისი 2026, 20:27
მსოფლიო
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ტრამპის დავალებას იღებს - გენერალური მდივანი მასშტაბურ ტრანსფორმაციას აანონსებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ტრამპის დავალებას იღებს. გენერალური მდივანი მასშტაბურ ტრანსფორმაციას აანონსებს მას შემდეგ, რაც ამერიკის ომის მდივანმა ალიანსს თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილება გადასცა. ამერიკა ევროპის დაცვაზე მათ ნაცვლად ზრუნვას აღარ აპირებს. სხვის ხარჯზე ყოფნის ეპოქა სრულდება.
18 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა „სტუდფესტი 2026-ის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, „სტუდფესტი 2026-ის“ დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
18 ივნისი 2026, 20:16
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ისრაელმა პატივი უნდა სცეს ამ სამშვიდობო პროცესს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციები ზოგჯერ ხელს უშლიდა ირანთან მოლაპარაკებებში გარღვევის მიღწევას, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაღიზიანების მიზეზი ხდებოდა.
18 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
ევროპარლამენტარების შერჩევითი მიდგომა და დავალება ევროკომისიისთვის: უვიზო მიმოსვლა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლებს შეუნარჩუნდეთ, ყველა დანარჩენს აეკრძალოს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუცია, მმართველი გუნდის შეფასებით, საზოგადოების მეტად დაპირისპირებას ისახავს მიზნად.


