ტრამპი ჯორჯია მელონიზე: არ მსურს, ჩემი გულშემატკივარი იყოს, რადგან ის იქ არ იყო - ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად - როდესაც სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობდით
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ორ ლიდერს შორის საჯარო დაპირისპირება დაიწყო. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
„ის ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. მაგრამ არ მსურს, ჩემი გულშემატკივარი იყოს, რადგან ის იქ არ იყო - ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად - როდესაც სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობდით“, - განაცხადა ტრამპმა.
როგორც გამოცემა იუწყება, სავარაუდოდ, ის გულისხმობდა საკუთარ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ევროპელმა მოკავშირეებმა უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ აშშ-ის ძალისხმევაში, რომელიც ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.
მიმდინარე კვირას ტრამპმა იტალიური მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მელონი სამიტის დროს მასთან ფოტოს გადაღებას „ეხვეწებოდა“.
„ის მთხოვდა, მასთან სურათი გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება. სხვაგვარად არ გადავიღებდი, მაგრამ შემეცოდა“, - განაცხადა ტრამპმა.
მელონიმ პრეზიდენტის ამ განცხადებებს „გამაოგნებელი“ უწოდა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ აღნიშნული ეპიზოდი „სრულად გამოგონილია“.
„არ ვიცი, რატომ ექცევა ასე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკუთარ მოკავშირეებს - და ეს ნამდვილად პირველი შემთხვევა არ არის“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ტრამპი იმავე სიმტკიცეს არ ავლენს დასავლეთისა და აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიმართ.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დასანანია, როდესაც ის არ იჩენს ასეთივე სიმტკიცეს დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მტრების მიმართ - იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც, რეალურად, გაცილებით უფრო დამთმობ პოზიციას იკავებს“, - აღნიშნა მელონიმ.
ორი ლიდერი, რომeლსაც წარსულში საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა, ერთმანეთს ირანის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის სამხედრო პოლიტიკის გამო დაუპირისპირდა. პრეზიდენტმა მელონი და სხვა მოკავშირეები გააკრიტიკა მისი მოქმედებების საჯარო შეფასების გამო.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ მელონის ვიდეომიმართვამდე ცოტა ხნით ადრე, განაცხადა, რომ აშშ-ში მომავალ კვირას დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს.
„პრეზიდენტ ტრამპის სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ მთელი იტალიის შეურაცხყოფაა“, - დაწერა ტაიანიმ სოციალურ ქსელში. „სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაუქმო ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 21 და 22 ივნისს იყო დაგეგმილი“.
ყველა სიახლე
20 ივნისი 2026, 17:02
სამართალი
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან იტალიაში მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
20 ივნისი 2026, 17:00
რეგიონი
გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება
გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება
20 ივნისი 2026, 16:56
მსოფლიო
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
გამოცემა Euractiv-ი გერმანიის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ვრცელ სტატიაში უძღვნის, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით.
20 ივნისი 2026, 16:42
სამართალი
პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 16:31
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად კლავდა ადამიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ის მოვიდა, ყველაფერი შეიცვალა.
20 ივნისი 2026, 16:10
მსოფლიო
ტრამპი მელონიზე: მისი პოპულარობა იტალიაში კლებულობს, შესაძლოა, იმიტომ, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებს - ქვეყანას, რომელსაც გულწრფელად უყვარს და იცავს იტალიას - ზურგი აქცია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი პოპულარობა კლებულობს.
20 ივნისი 2026, 15:32
პოლიტიკა
ახალციხეში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ახალციხეში, სასტუმრო „ახალციხე ინნ”-ში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
20 ივნისი 2026, 15:16
საზოგადოება
მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო
18 ივნისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ალაზნის სათავე ნაგებობის ზედა ბიეფის მარცხენა დამცავი კედელი დააზიანა.
20 ივნისი 2026, 15:10
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე: ძალიან საინტერესო „კორონაციის“ მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას
ძალიან საინტერესო კორონაციის მოლოდინია - გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებსა და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა „ნაციონალურ მოძრობაში“ მიმდინარე პროცესის შეფასებისას.
20 ივნისი 2026, 15:07
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე: რა თქმა უნდა, ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი - აქაც ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ უშუალოდ თავისი ლიდერები მიმართაც
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნანუკა ჟორჟოლიანით ჩანაცვლების გადაწყვეტილებას აფასებს.
20 ივნისი 2026, 14:55
მსოფლიო
მედია: რუსეთმა უკრაინა დაბომბა. დაიღუპა სამი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით უკრაინა დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 45 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 14:55
რეგიონი
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა ხიდი, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა დაზიანდა.
20 ივნისი 2026, 14:28
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა: მიხეილ სააკაშვილის გუნდი ღიაა და ელოდება ნანუკა ჟორჟოლიანს, პირადად მე ერთი თვით ადრე მქონდა ინფორმაცია, თუმცა, როდესაც თინათინ ბოკუჩავა საუბრობს, რომ პოსტით გაიგო კონკრეტული ამბავი, ალბათ ასე იყო
მიხეილ სააკაშვილის გუნდი ღიაა და ელოდება ნანუკა ჟორჟოლიანს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ.
20 ივნისი 2026, 14:22
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.
20 ივნისი 2026, 14:20
მსოფლიო
დონალდ ტუსკი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევაზე: პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის მიერ უკრაინის ლიდერისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინს აღაფრთოვანებს, ხოლო მოკავშირეებს შოკში აგდებს.
20 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ტაჯიკეთი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რასაც აკეთებს საქართველო. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება ეკონომიკური კომისია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებები ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
20 ივნისი 2026, 13:42
მსოფლიო
უკრაინის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ბრალს სდებენ, რომ მან მამაკაცები გასტროლების საფარქვეშ საზღვარგარეთ გააპარა
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს როსტისლავ კანდეევს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურორზე რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 13:18
მსოფლიო
The Guardian: ბრიტანეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა
ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
20 ივნისი 2026, 13:09
საზოგადოება
ტექნიკური უნივერსიტეტის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას 65 წლის იუბილე აღინიშნა
საღამო მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობას და ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარებაში უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიერ შეტანილი წვლილის აღნიშვნას მიეძღვნა.


