მარკ რუტე: ნატო რუსეთის ნებისმიერ „სულელურ ნაბიჯს“ უპასუხებს
მარკ რუტე
ფოტო: Reuters
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები სამხედრო მრეწველობის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელებენ და ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებს გააფორმებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას რუტემ აღნიშნა, რომ ნატოს სამიტი თურქეთში იქნება ყველაზე ძლიერი სიგნალი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით იმის თაობაზე, რომ ალიანსი მზადაა უპასუხოს მის ნებისმიერ „სულელურ ნაბიჯს“.
რუტემ განაცხადა, რომ პუტინს „ვალდებულებების არ ეშინია. მას ეშინია, რომ ჩვენ ამას შევასრულებთ. ზუსტად ამით ვართ დაკავებულები, ვლადიმერ. ჩვენ თავს დავიცავთ“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი სამხედრო წარმოების თვალსაზრისით რუსეთს უსწრებს. „ეს არის გზავნილი რუსებისთვის: ვიცით, რომ აკეთებთ, მაგრამ ჩვენ უკეთესად გამოგვდის“, - თქვა რუტემ.
ყველა სიახლე
26 ივნისი 2026, 12:33
პოლიტიკა
პარლამენტის სხდომას, რომელზეც პრემიერ-მინისტრი წლიურ მოხსენებას წარადგენს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ესწრება
პარლამენტის სხდომას, რომელზეც პრემიერ-მინისტრი წლიურ მოხსენებას წარადგენს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ესწრება. მას პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა.
26 ივნისი 2026, 12:30
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ, ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება, გამჭვირვალობა არის ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 12:30
პოლიტიკა
პრემიერი: ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა, შეიქმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის 1-წლიანი მუშაობის შედეგად ჯამში დაიზოგა 101 მლნ ლარი
ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 12:25
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 12:07
მსოფლიო
აშშ-ში FARA-ს კანონს ამკაცრებენ
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და კუბის გავლენის შეზღუდვასა და მათი აგენტების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას ითვალისწინებს.
26 ივნისი 2026, 12:06
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
26 ივნისი 2026, 12:05
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
26 ივნისი 2026, 12:04
საზოგადოება
„პიანო ფესტის“ დასკვნითი კონცერტის გამო 27-29 ივნისს ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ივნისს „პიანო ფესტის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
26 ივნისი 2026, 12:02
ეკონომიკა
სსფ: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ ფინანსური ბაზრების ნდობა გააძლიერა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა ფინანსური ბაზრების ნდობა, - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელის საქართველოში სავალუტო რეზერვების ადეკვატურობას მიმოიხილავს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 11:55
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
26 ივნისი 2026, 11:52
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი მიანიშნებს, რომ ბრიტანეთის მთავრობამ „იმედი“ და „პოსტვ“ იმიტომ დაასანქცირა, რომ ბრიტანეთის საელჩომ საქართველოს მთავრობისგან ჩერგოლეიშვილის პროპაგანდისტული „ტაბულას" დაფინანსებაზე თანხმობა ვერ მიიღო
„ფედერალისტების“ ერთი-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 2018 წლის ვიდეოს აზიარებს, როდესაც „ტაბულას“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა და უარყოფდა ინფორმაციას, რომ მას კეზერაშვილი აფინანსებდა.
26 ივნისი 2026, 11:44
პოლიტიკა
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ გოგა ხაინდრავას რუსულ ენაზე შედგენილი კითხვარი გაუგზავნა, რამაც კინორეჟისორის აღშფოთება გამოიწვია
ამერიკულმა ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ტელეკომპანია „ფორმულას“ გარშემო მიმდინარე დავის შესახებ კითხვარი გაუგზავნა, რომელიც რუსულ ენაზე იყო შედგენილი.
26 ივნისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი პრემიერის მოხსენებაზე: ერთად ჩვენ მოვისმენთ, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სუვერენიტეტი
ერთად ჩვენ მოვისმენთ თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სუვერენიტეტი,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტში პრემიერის წლიური მოხსენების წარდგენასთან დაკავშირებით.
26 ივნისი 2026, 11:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ყველა წინსვლა, წარმატება არის გამოწვეული იმ პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ და რაც არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა
ყველა ის მიმართულება, წინსვლა, წარმატება არის გამოწვეული იმ პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ და რაც არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
26 ივნისი 2026, 10:58
სამართალი
მდინარე ალაზანზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოსა და შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
26 ივნისი 2026, 10:49
პოლიტიკა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
26-27 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 10:33
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 10:33
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა.
26 ივნისი 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.


