სომხური მედია: სომხეთში დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენელი ავეტიკ ჩალაბიანი, რომელსაც ბრალად უცხოელების დახმარებით ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა ედება
ავეტიკ ჩალაბიანი
ფოტო: Armenpress
სომეხმა სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი ავეტიკ ჩალაბიანი დააკავეს, რომელსაც ბრალად საზღვარგარეთ მცხოვრები სომხების სამშობლოში დაბრუნების და 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციისთვის ხმის მიცემის საკითხის კურირება ედება. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის მაისში ჩალაბიანი საზღვარგარეთ გაემგზავრა და „სხვა ქვეყნის თანამდებობის პირებს შეხვდა“. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ოპოზიციონერი ეკონომიკური სუბიექტების მეპატრონეებს სთხოვდა, რათა მათ სომხეთის მოქალაქეობის მქონე დასაქმებული პერსონალისთვის არჩევნებზე სამშობლოში დაბრუნება და ოპოზიციური ბლოკის „ძლიერი სომხეთისთვის“ ხმის მიცემა დაევალებინათ.
სომხეთის პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ყველა სიახლე
26 ივნისი 2026, 17:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება „დიფ სთეითს“ და იმას, თუ ვინ დარეკა ომში ჩართვასთან დაკავშირებით - ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკავთ, თავის დროზე დარეკეს იმ დროს, როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, მაშინ იყო ზარი, ომში ჩართვის შესახებ მოთხოვნა დაგვიყენეს შეხვედრაზე
რაც შეეხება „დიფ სთეითს“ და იმას, თუ ვინ დარეკა ომში ჩართვასთან დაკავშირებით - ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკავთ, თავის დროზე დარეკეს იმ დროს, როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, მაშინ იყო ზარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
26 ივნისი 2026, 17:27
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო წინა ხელისუფლების შედეგები და რა არის ახლა, არავითარი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება, ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ამ კუთხით ჩორჩანაში, რაც ვისი „დამსახურებაც“ არის, ძალიან კარგად მოგეხსენებათ
ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, რომ შევადაროთ წინა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო შედეგები მაშინ და რა არის შედეგები ახლა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით რა იყო პოლიტიკის შედეგები, არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 17:23
პოლიტიკა
ჩიხელიძე: ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა, წესით, კარგად უნდა იცოდნენ თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - დაავადებაზე ხუმრობა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური თავდასხმის იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია
ერთპროცენტიანი პარტიის ურეიტინგო ბერდიამ და მისმა პარტიელებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ ბატონი თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შემდეგ რომ გამოდიხარ და მსგავს სტატუსს წერ, მინიმუმ უხერხულობა მაინც უნდა იგრძნო, - ამ სიტყვებით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ბერდია სიჭინავას სტატუსს ეხმიანება, სადაც ის თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირონიით საუბრობს.
26 ივნისი 2026, 17:21
მსოფლიო
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა
ვენესუელაში ორი დღის წინ მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 589 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 17:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხზეც, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8 პროცენტი, 2024 წელს გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი
2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 17:15
პოლიტიკა
პრემიერი რომანოვების სასახლეზე: განვითარების ფონდიდან ეკონომიკის სამინისტრომ წამოიღო ეს აქტივი და ვფიქრობთ მთლიანად ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელმწიფომ მიიღოს მაქსიმალური მოგება და გარდა ამისა, უნდა გავუფრთხილდეთ რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენთვის
რაც შეეხება ბორჯომის შემოვლით გზას, ჩვენ ვიწყებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ეს კვლევა გვიჩვენებს, რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ, დაველოდოთ ამ კვლევის მონაცემებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, მათ შორის რომანოვების სასახლესთან დაკავშირებით.
26 ივნისი 2026, 17:13
პოლიტიკა
პრემიერი: იყო არაერთი კამპანია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა ეკონომიკურ სასწაულს. რომ გადავხედოთ, როგორი იყო ევროკავშირის ქვეყნების ზრდა დაახლოებით 23 წლის განმავლობაში - ამ ქვეყნების ნომინალური ეკონომიკა გაიზარდა ორჯერ, ზოგ შემთხვევაში სამჯერ, ოთხჯერ და მაქსიმალური მაჩვენებელი იყო შვიდმაგი ზრდა, თუ გადავხედავთ საქართველოს მონაცემებს იგივე პერიოდში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ამ პერიოდში დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა
მთავარი, რაც უნდა გააკეთოს ქვეყანამ, არის ის, რომ უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის სწორად განხორციელებაზე, ეკონომიკის ზრდისთვის არის მთავარი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის შიგნით აწარმოებს ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
26 ივნისი 2026, 17:11
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი ივანოვი გარდაიცვალა
რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი ივანოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 17:09
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საბავშვო მულტფილმი „მაშა და დათვი“ კრემლის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია - მსგავსი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგის ღრმა კრიზისზე მეტყველებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას, განცხადებას ეხმიანება, რომელმაც Netflix-ის მიერ მულტსერიალ „მაშა და დათვის“ ახალი სეზონების შეძენა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მულტფილმი კრემლის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია. ქართველიშვილის შეფასებით, მსგავსი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგის ღრმა კრიზისზე მიუთითებს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ესტონეთში ყველა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა უკვე მოგვარებულია.
26 ივნისი 2026, 17:08
პოლიტიკა
პრემიერი: წლის ბოლომდე დაგეგმილია სოციალური დახმარების მიმღები 65 ათასამდე ოჯახის მონაცემების გადახედვა, სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ეკონომია შეადგენს 75 მლნ ლარს, რაც შეეხება დევნილ ოჯახებს, 2012 წლის შემდეგ 45 000 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული
წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენია ეკონომია სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის გადახედვიდან და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა.
26 ივნისი 2026, 17:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გასული 5 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის კუთხით, პირველი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, ზრდა შეადგენდა 34,4%-ს, ტრანსპორტი, დასაწყობება, აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 20,3%
ეკონომიკის კუთხით არის არაერთი პრიორიტეტული მიმართულება, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ის ინვესტიციები, რომლებიც იდება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში, აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 17:05
კულტურა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 21-27 ივნისს ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და მასთან არსებულ MIFA ბაზრობაზე ქართული ანიმაციის ეროვნული სტენდით და 5 პროექტით არის წარმოდგენილი
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 21-27 ივნისს ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და მასთან არსებულ MIFA ბაზრობაზე ქართული ანიმაციის ეროვნული სტენდით და 5 პროექტით არის წარმოდგენილი.
26 ივნისი 2026, 17:01
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება და ეს ეტყობა ქალაქის განვითარებას, რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებას, მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები
ჩვენ შარშან რუსთავს 40 მილიონით გავუზარდეთ ბიუჯეტი, რამაც ქალაქს მისცა ახალი პროექტების განხორციელების საშუალება და ეს ეტყობა ქალაქის განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
26 ივნისი 2026, 16:53
რეგიონი
ირაკლი კობახიძე: მიმდინარეობს წალენჯიხაში მდებარე სქურის გზის პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება ტენდერი და წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, სათანადოდ განხორციელდება ჯგალის წყალმომარაგების პროექტიც
„ბატონ ირაკლი ზარქუას ჰქონდა კითხვა წალენჯიხასთან დაკავშირებით - სქურის გზა, მიმდინარეობს პროექტირება, არაერთხელ დაისვა ეს საკითხი ბატონი ირაკლის მიერ. წლებია, უკვე ამაზე საუბრობს და მიაღწია თავისას. მიმდინარეობს პროექტირება, სექტემბერში გამოცხადდება უკვე ტენდერი და წლის ბოლომდე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. ჯგალის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ წინ წავიწიეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტიც სათანადოდ განხორციელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.
26 ივნისი 2026, 16:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, გვემუქრებოდნენ კიდეც, რომ გაგვიჭირდებოდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა რეალურად სათანადო პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება
ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, მათ შორის თურქეთთან ერთად და ამ რეჟიმში გაგრძელდება მომავალშიც თანამშრომლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 16:48
პოლიტიკა
პრემიერი: არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, ძირითადად 2 ლოკაციაზე - თბილისსა და ქუთაისში განვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, უნდა გავაფართოოთ რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა
არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ იქნება გასხვისებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ფიქრი პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების მიმართვაზე ახალ ინფრასტრუქტურაში.
26 ივნისი 2026, 16:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა პირდაპირი ფორმით ქონების გადაცემას კონკრეტული ადამიანებისთვის, იყავით და გაგეკეთებინათ. არ გააკეთეთ, ჩვენ გავაკეთეთ
ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, იყავით და გაგეკეთებინათ, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
26 ივნისი 2026, 16:46
პოლიტიკა
პრემიერი: როდესაც საუბრობთ, რომ ევროპული საგრანტო პროექტების მონაწილეები თითქოს ვიღაცამ ეჭვქვეშ დააყენა, კონკრეტული დათქმები გაკეთდა კანონმდებლობაში განათლების სფეროსთან დაკავშირებით და რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოსული საგრანტო განაცხადების 95 % ჩვენ დადებითი დასკვნით გვაქვს დაბრუნებული
მშპ-სთან მიმართებით განათლების დანახარჯების წილი, რა თქმა უნდა, არის შედარებით მცირე მთელ რიგ ქვეყნებთან მიმართებით, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, ერთ-ერთი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს შედარებით დაბალი გადასახადები, რაც საბოლოო ჯამში აისახება სხვადასხვა სექტორში მშპ-სთან წილზე, მთლიანობაში, ჩვენ მეოთხედსაც არ ვკრეფთ გადასახადების სახით ჩვენი ეკონომიკიდან, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში გადასანაწილებელიც ნაკლები თანხაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.
26 ივნისი 2026, 16:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას
რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და საბოლოო ჯამში, თავისთავად გამოიწვევს ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 16:38
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ბერდია სიჭინავას განცხადებაზე: კაცი რომ ჭორიკანობას დაიწყებს, რა უნდა ელაპარაკო?! ახლახან გამოვედი კლინიკიდან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ახლაც ვაგრძელებ მკურნალობას, ეს ჭორიკანა კი, ნამდვილად აღარ დამაინტერესებს მომავალში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას პოსტს, რომელმაც დაწერა: „შარმანაშვილი „პახმელიაზეა“?!“ და მას ჭორიკანას უწოდებს.


