29 ივნისი 2026, 14:16 / სანდო წყარო

მატეუშ მოროვიეცკი პოლონეთის მთავრობისგან უკრაინის ევროკავშირის დაბლოკავს ითხოვს, სანამ კიევი ვოლინის ტრაგედიის არ აღიარებს

მატეუშ მორავიეცკი

მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის სეიმის წევრი ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას ეწინააღმდეგება იქამდე, ვიდრე კიევი ვოლინის ტრაგედიის ისტორიულ სიმართლეს არ აღიარებს. მატეუშ მორავიეცკი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლონეთისთვის მიუღებელია „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ და „ბანდერას“ გმირებად შერაცხვა.

მორავიეცკის თქმით, ვარშავას აქვს ვალდებულება ღიად განაცხადოს, რომ პოლონელი ბავშვებისა და ქალების მკვლელობაზე პასუხისმგებელი დამნაშავეების კულტის გამო, უკრაინისთვის ევროკავშირისკენ გზა ჩაკეტილია.

პოლონელი დეპუტატი მთავრობისგან მოითხოვს, უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების არცერთი ეტაპი არ დაიხუროს იქამდე, ვიდრე კიევი ისტორიულ რეალობას არ აღიარებს და დამნაშავეთა განდიდებას არ შეწყვეტს.

ყველა სიახლე

29 ივნისი 2026, 15:19

მსოფლიო

ირანში აშშ-სთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უარყვეს

ირანმა აშშ-სთან ორმხრივი შეხვედრის შესახებ შეთანხმების არსებობა უარყო. ამ კვირაში მსგავსი არაფერია დაგეგმილი, - განუცხადა სააგენტო Tasnim-ს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ყაზამ გარიბაბადიმ.

29 ივნისი 2026, 15:12

ეკონომიკა

თბილისში ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გახსნა

თბილისში „ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების ტრენინგი“ გაიხსნა, რომლის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს, შეფასებისა და პრაქტიკული გამოყენების პროცესს გაეცნობიან. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

29 ივნისი 2026, 14:52

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია

ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაევი დახვდა.

29 ივნისი 2026, 14:39

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბექა დვალს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბექა დვალს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

29 ივნისი 2026, 14:37

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე www.ekalata.gov.ge -ზე - ინტერესი ძალიან მაღალია, პორტალზე წარმოდგენილი შეთავაზებები ეხება 13 საბაზისო პროდუქტს, პორტალის განვითარება გრძელდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის თანახმად, სააგენტოს დაევალა, რომ ქსელებში არსებული საუკეთესო შეთავაზებები განთავსებულიყო ერთ საინფორმაციო სივრცეში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13 საბაზისო პროდუქტზე, ესენია: რძე, შაქარი, მაკარონი, ქათმის ხორცი, კვერცხი და ა.შ. გაეცნონ საუკეთესო შეთავაზებებს, - განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ახალ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge -ზე საუბრისას.

სოფია ვულტეფსი

29 ივნისი 2026, 14:34

პოლიტიკა

სოფია ვულტეფსი: როცა საბერძნეთი ჩვენს მომდევნო საპარლამენტო სესიას უმასპინძლებს, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იქნება, რომ ყველა გვესტუმროს ათენში, ცხადია, ჩვენი ქართველი პარლამენტარი მეგობრებიც

როცა საბერძნეთი ჩვენს მომდევნო საპარლამენტო სესიას უმასპინძლებს, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იქნება, რომ ყველა გვესტუმროს ათენში, ცხადია, ჩვენი ქართველი პარლამენტარი მეგობრებიც, - განაცხადა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, საბერძნეთის პარლამენტის წევრმა სოფია ვულტეფსმა.

29 ივნისი 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ფან-ზონაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით, გადაკეტა ახლომდებარე ქუჩები და ის დაწესებულებები, სადაც ფეხბურთის ქომაგები მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უყურებენ.

ირაკლი მეზურნიშვილი

29 ივნისი 2026, 14:27

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი PABSEC-ზე: გენერალურ ასამბლეაზე მთავარი საკითხია ხელოვნური ინტელექტი. ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები

როგორც ჟურნალისტებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა განუცხადა, გენერალურ ასამბლეაზე მთავარი საკითხია ხელოვნური ინტელექტი.

29 ივნისი 2026, 14:23

მსოფლიო

აშშ-ში პრაიდებზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სიეტლში გამართულ პრაიდზეც, სადაც ლგბტ მსვლელობის მონაწილეები ქრისტიან აქტივისტს ქუჩაში ლოცვის საშუალებას არ აძლევდნენ. პრაიდის რამდენიმე მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა უსაფრთხოების თანამშრომელს, რომელმაც ქრისტიანი აქტივისტის დაცვა სცადა.

29 ივნისი 2026, 14:22

რეგიონი

მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

დეპუტატები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ეკატერინე გაბაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება. გაიხსნა გაბაშვილის სახელობის კაბინეტი.

ნინო წილოსანი

29 ივნისი 2026, 14:15

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ საქართველოს ირანთან მინიმალური კომუნიკაციაც კი ყველაზე ანტი დასავლურად წარმოაჩინონ, ეს არის ნამდვილად სავალალო

ჩვენს ოპონენტებს ბევრს ვერაფერს დავეკითხებით, ისინი შეეცდებიან, რომ ახლა ყველანაირად მათთვის სახარბიელო ჭრილში წარმოაჩინონ ირანი-სომხეთის ურთიერთობა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას.

თენგიზ შარმანაშვილი

29 ივნისი 2026, 14:15

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო არასდროს იქნება ინიციატორი ან საომარი სიტუაციის გაღვივების, ან საქართველოს ტერიტორიის გამოყენების საომარი სიტუაციებისთვის მეზობელ ქვეყნებთან

საქართველო არასდროს იქნება ინიციატორი ან საომარი სიტუაციის გაღვივების, ან საქართველოს ტერიტორიის გამოყენების საომარი სიტუაციებისთვის მეზობელ ქვეყნებთან, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ირანთან ურთიერთობაზე.

29 ივნისი 2026, 14:14

სამართალი

შეურაცხმყოფელი კომენტარის ავტორი, რომლის საქმესაც სასამართლო განიხილავს: დავწერე პოსტი ჩემს პირად გვერდზე, სადაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს წყევლა. წყევლა არ მიმაჩნია შეურაცხყოფად

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მოქალაქე გიორგაძის საქმეს, რომელმაც შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა სოციალურ ქსელში. თავად განმარტავს, რომ წყევლა შეურაცხყოფა არ არის. აქტივისტი წარსულში, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის იყო დაკავებული.

კაია კალასი

29 ივნისი 2026, 14:07

მსოფლიო

Politico: კაია კალასის უწყება თვითგადარჩენისთვის იბრძვის

Politico-ს ანალიტიკოსი ჟურნალისტები ამ დაპირისპირებას „სამეფო კარის თამაშებს“ ადარებენ. გამოცემა წერს, რომ კომისია თანდათანობით იტაცებს დიპლომატიური სამსახურის მაღალჩინოსნებს, ითავსებს ამ ორგანოს ფუნქციებს და ურსულა ფონ დერ ლაიენის გლობალურ პროფილს აძლიერებს. საპასუხოდ კი კაია კალასის უწყებას, შეზღუდული პოლიტიკური ინსტრუმენტებით, გავლენების შენარჩუნება უჭირს.

შალვა პაპუაშვილი

29 ივნისი 2026, 14:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი PABSEC-ზე: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან აქტიური იყო ასამბლეა. მათ შორის მეც, როგორც პრეზიდენტს ასამბლეისა, მომიწია რამდენიმე ღონისძიებაში ასამბლეის სახელით მონაწილეობა

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ასამბლეა ძალიან აქტიური იყო.

29 ივნისი 2026, 14:01

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრიდან 4 დღის შემდეგ ნანგრევებიდან მამა-შვილი ამოიყვანეს

ფრანგმა და ამერიკელმა მაშველებმა აშკარად დასუსტებული წყვილი, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, ნანგრევებით მოფენილ ქუჩებში იმპროვიზებული ნაჭრის საკაცეებით მიიყვანეს მომლოდინე სასწრაფო დახმარების მანქანამდე. მამა-შვილის გადარჩენაზე მაშველები 12 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ისინი ნანგრევებს სპეციალიზებული საძიებო კამერებით იკვლევდნენ.

29 ივნისი 2026, 13:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე გენერალური ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

29 ივნისი 2026, 13:29

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

29 ივნისი 2026, 13:09

საზოგადოება

Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანიამ Flyone მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს კიშინაუდან პირველი რეისი უკვე მიიღო. ბათუმის აეროპორტში კიშინაუდან პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ.