„კონსტანტინოვკის დაცემა მხოლოდ დროის საკითხია“ - Reuters-მა ქალაქში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
ფოტო: Reuters
რუსეთი თანდათანობით მიიწევს კონსტანტინოვკისკენ, უკრაინის აღმოსავლეთ „ციხესიმაგრეთა სარტყელის“ საკვანძო დასაყრდენი პუნქტისკენ და, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ქალაქის დაცემა მხოლოდ დროის საკითხია. როგორც Reuters-ი წერს, საბრძოლო მოქმედებები უკვე ქალაქის ფარგლებში მიმდინარეობს - რუსი ჯარისკაცების მცირე ჯგუფები მის გარეუბნებში შეღწევას ცდილობენ.
ანალიტიკოსების თქმით, ქალაქზე თავდასხმა ხაზს უსვამს მოსკოვის უპირატესობას ცოცხალ ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული საშუალო რადიუსის უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებმა მისი საბრძოლო შესაძლებლობები შეასუსტა.
„[საშუალო რადიუსის დარტყმების] ეფექტი არ ყოფილა იმდენად დიდი, რომ რუსებისთვის შეტევის შეჩერება აეძულებინა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ზურგში სულ უფრო მძიმე დანაკარგებს განიცდის, მას მაინც შეუძლია შეტევის გაგრძელება, სულ მცირე, გარკვეულ მონაკვეთებზე“, - ამბობს ემილი კასტეხელმი ფინური ანალიტიკური ჯგუფიდან Black Bird-ი.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, კონსტანტინოვკის აღება რუსულ ძალებს პლაცდარმს შეუქმნის „ციხესიმაგრეთა სარტყელის“ გასწვრივ ჩრდილოეთის მიმართულებით წინსვლისთვის: „თუმცა, ნებისმიერი წინსვლა რუსეთის არმიისთვის, სავარაუდოდ, ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი იქნება და შესაძლოა, გაიმეოროს პოკროვსკისა და ავდეევკის მსგავსი აღმოსავლეთის ქალაქების მძიმე ალყების სცენარი“.
ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად უკრაინისთვის ტაქტიკური ვითარების გაუარესებისა, რუსული ძალების შეჭრა საკმარისი არ არის „სწრაფი ოპერატიული გარღვევისთვის“.
მიუხედავად ამისა, ქალაქის ალყაში მოქცევის რუსული მცდელობები სტაბილურად ზრდის კიევის თავდაცვის ფასს.
„მოგვიწევს არჩევანის გაკეთება: ან ფსონების გაზრდა, ან უკან დახევა. ამჟამად კი სიტუაცია ისეთია, რომ ფსონები ყოველდღიურად იზრდება“, - ამბობს უკრაინელი ანალიტიკოსი, რუსლან მიკულა ჯგუფ DeepState-დან.
ხოლო კასტეხელმი ამტკიცებს, რომ ქალაქის დაცემა „უფრო დროის საკითხია“.
უკრაინის მომარაგების გზები უკვე მუდმივი ზეწოლის ქვეშაა: კონსტანტინოვკის ჩრდილოეთით მიმავალი გზის გასწვრივ ინფრასტრუქტურას არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და მართვადი ბომბები ბომბავს, აცხადებენ ამ რაიონში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები.
ყველა სიახლე
29 ივნისი 2026, 21:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები
სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
29 ივნისი 2026, 21:06
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანი: კონგრესში შუალედური არჩევნები კომუნიზმსა და საღ აზრს შორის არჩევანია
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა კონგრესში შუალედური არჩევნები დაახასიათა, როგორც არჩევანი „კომუნიზმსა და საღ აზრს შორის“, რაც მოჰყვა „დემოკრატიული“ პარტიის პრაიმერიზში პროგრესული კანდიდატების მიერ მოპოვებულ გამარჯვებათა სერიას.
29 ივნისი 2026, 21:00
საზოგადოება
ველურ ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო თბილისთან ახლოს - ფონდ „ქართუს“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„თბილისის ურბანული ტყე” - პროექტი დასრულების ეტაპზეა. უკვე აღდგენილია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი და განახლებულია საფეხმავლო და ველობილიკები.
29 ივნისი 2026, 20:52
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელზე ამერიკული ზეწოლა რომ არა, ისრაელის თავდაცვითი ძალები ლიბანში „ჰეზბოლას“ წელში გატეხდნენ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელს „ლიბანში ტერიტორიული ამბიციები არ აქვს“, თუმცა ისრაელის თავდაცვითი ძალები „ერთი მილიმეტრითაც არ დაიხევს უკან“, ვიდრე ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ არ განიარაღდება.
29 ივნისი 2026, 20:48
სამართალი
ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი გახსნილი საქმე და ათობით მილიონი ლარის ღირებულების განადგურებული ნარკოტიკი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ათობით ათასი ლარის ღირებულების ნარკოტიკი განადგურებულია. პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამ თვეში ერთხელ ატარებს. პარალელურად, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ნარკოდანაშაული გახსნეს
29 ივნისი 2026, 20:44
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის დიდი ნაკლებობა არსებობდა საქართველოში და მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრების ხარჯზე
როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდული ორგანიზაცია, ახალგაზრდებთან დიალოგის გაგრძელებას აპირებს. ცოტნე ივანიშვილი ამ ფაქტს დადებითად აფასებს, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოში დიალოგის და განსხვავებული აზრების გაცვლის ნაკლებობა არსებობდა, კონფერენციების ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრის ხარჯზე კი, ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.
29 ივნისი 2026, 20:41
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სასამართლო პროცესები და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. დღეს ათამდე სასამართლო პროცესი იყო დანიშნული, განაჩენი სამ საქმეზე გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გარედან თავსმოხვეული პრობლემის აღმოფხვრა ევროკავშირის რეპუტაციასაც წაადგება.
29 ივნისი 2026, 20:40
სამართალი
გიორგი პატარიძე: კლინიკა „ვივამედში“, ქალბატონი მაკას და ქალბატონი ანას მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია შესაბამის დამატებით კვლევებს გაივლის
კლინიკა „ვივამედში“, ქალბატონი მაკას და ქალბატონი ანას მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია შესაბამის დამატებით კვლევებს გაივლის, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:39
პოლიტიკა
სომხეთის პრემიერის შეხვედრა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან და ქართული ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მინიმალური კავშირი ირანთან საქართველოსთვის დაუშვებელია, რეგიონის სხვა სახელმწიფოს ლიდერის შეხვედრა ოფიციალური თეირანის წარმომადგენელთან პრობლემას არავის უქმნის.
29 ივნისი 2026, 20:32
სამართალი
გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე: დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არა ერთ გზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ ეს დაავადება მას არ დაუდასტურდა
„ქალბატონ მაკა იოსელიანსა და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედი“, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს აქვს ხელშეკრულება და, შესაბამისად, უკვე კლინიკა „ვივამედში“ ქალბატონი მაკას და ანას მეთვალყურეობით მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. უახლოეს დღეებში, დაახლოებით ორი დღის განმავლობაში, მსჯავრდებული გადავა კლინიკა „ვივამედში““, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:31
სამართალი
გიორგი პატარიძე: შევთანხმდით ქალბატონ მაკასთან და ქალბატონ ანასთან, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ჩვენ თანახმა ვართ, მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში
შევთანხმდით ქალბატონ მაკასთან და ქალბატონ ანასთან, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ჩვენ თანახმა ვართ, მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, - , - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:29
მსოფლიო
ფაშინიანი ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე: ვერ ვხედავთ რეაგირების საჭიროებას, რადგან მიგვაჩნია, რომ სომეხთა გენოციდის იარაღად ქცევის თემაში მონაწილეობის არმიღება სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარეობს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს საჭიროებას, ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას რაიმე რეაქცია მოჰყვეს.
29 ივნისი 2026, 20:25
სამართალი
გიორგი პატარიძე: ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც პირველ რიგში, არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე
ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც პირველ რიგში, არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:21
სამართალი
გიორგი პატარიძე: მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი სპეკულაციები, რომელიც სამწუხაროდ ამ დღეების განმავლობაში გრძელდებოდა და მიმდინარეობდა ბრიფინგებით საუბარი - ეს თითოეულ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე ძალზედ უარყოფითად აისახება
„სპეკულაციები, რომლებიც ამ დღეებში იყო, ზოგადად, თითოეულ მსჯავრდებულზე აისახება ძალზედ უარყოფითად. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალიზირებულ ექიმთან შეხვედრა, გასულია ორი დღე და პრაქტიკულად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც არის მსჯავრდებულ ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ დღეებში აღვნიშნავდით, სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ჰქონდათ კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები იქნება ჩატარებული ამ დაავადების მიმართულებით. საბედნიეროდ, მას ეს დაავადება არ დაუფიქსირდა. არაერთგზის ჩატარდა შესაბამისი კვლევები“, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:17
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის ვიზიტით საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. „ქრონიკის“სიუჟეტი
საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობა პრემიერ-მინისტრის ვიზიტით ახალ ეტაპზე გადადის. უკვე შედგა შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტთან. ირაკლი კობახიძე ყაზახეთის საპატიო ორდენით დააჯილდოვეს.
29 ივნისი 2026, 20:15
პოლიტიკა
შეხვედრა ახალგაზრდებთან თბილისში - „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი ღონისძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
10 შეხვედრა და 10 რეგიონი. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სამი თვის განმავლობაში პირისპირ კომუნიკაციით, ქვეყნის ყველა მხარეს მცხოვრებთა პრობლემები და სურვილები მოისმინა.
29 ივნისი 2026, 20:06
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერა ხელი.
29 ივნისი 2026, 20:03
მსოფლიო
ევროკომისია: ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად
ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
29 ივნისი 2026, 19:42
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა ხარკოვის ოლქში საზღვარი კიდევ ერთი მიმართულებით გაარღვია
რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობებს ხარკოვის ოლქში და დაბა კოზაჩია ლოპანის მიმართულებით გადაადგილდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვითი ძალების კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს.


