30 ივნისი 2026, 12:45 / სანდო წყარო

POLITICO: ესპანეთში თითქმის 1 მილიონი არალეგალი მიგრანტი ლეგალიზაციის მოლოდინშია

ესპანეთში არალეგალი მიგრანტების დიდი ნაწილი, ფართომასშტაბიანი რეგულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამართლებრივი სტატუსის მიღებისთვის საჭირო განაცხადებს ავსებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის მთავრობა თავდაპირველად დაახლოებით 500 000 განაცხადს ელოდა, შუა ივნისისთვის უკვე 900 000-ზე მეტი განაცხადი იყო შეტანილი. როგორც POLITICO იუწყება, პროგრამის მიხედვით, ბინადრობის განახლების უფლება ეძლევათ იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში სულ მცირე ხუთი თვე ცხოვრობენ და ნასამართლობა არ აქვთ.

ლეგალიზაციის პროცესი 2024 წლის მოქალაქეთა ინიციატივას უკავშირდება, რომელსაც 700 000-ზე მეტი ესპანელი, ასობით ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ბიზნესჯგუფი და კათოლიკური ეკლესია უჭერდა მხარს. გასული წლის აპრილში პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობამ სამეფო დეკრეტი დაამტკიცა, რომელმაც მსურველებს სამ თვეზე ცოტა მეტი დრო მისცა განაცხადების შესატანად, წერს გამოცემა.

ხელისუფლების ცნობით, 900 000-ზე მეტი განმცხადებლიდან დაახლოებით 360 000-მა უკვე მიიღო დროებითი სამუშაო და ბინადრობის ნებართვები.

როგორც პედრო სანჩესი აცხადებს, აღნიშნული ნაბიჯი არის იმ ადამიანების აღიარება, რომლებიც უკვე მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკაში. ლეგალიზაციის ახალ პროგრამას მკაცრად აკრიტიკებენ მემარჯვენე ცენტრისტული „ხალხის პარტია“ და ულტრამემარჯვენე „ვოქსი“. გასულ თვეს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა დეკრეტის დროებით შეჩერებაზე.

როგორც POLITICO წერს, ესპანეთის მასობრივი ლეგალიზაციის პროგრამა ევროკავშირის მიმდინარე მიგრაციულ პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, ევროკავშირმა მიმდინარე თვის დასაწყისში მიგრაციის სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმა აამოქმედა, რაც ითვალისწინებს სწრაფ დეპორტაციებს, უფრო მკაცრ სასაზღვრო პროცედურებს და ე.წ. „დაბრუნების ჰაბების“ შექმნას ევროკავშირის გარეთ. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის დანია, ავსტრია, საბერძნეთი, გერმანია და ნიდერლანდები, ამ ცენტრების სწრაფად შექმნას აქტიურად ითხოვენ.

ყველა სიახლე

30 ივნისი 2026, 14:21

სამართალი

მოქალაქე ნოდარ რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვა აქტიურად გრძელდება.

30 ივნისი 2026, 14:16

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომაზე: ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში იმართება.

კახა კალაძე

30 ივნისი 2026, 14:11

პოლიტიკა

კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

30 ივნისი 2026, 14:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი

„რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ელჩი არის წარმომადგენელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც ქვეყანაში, აგენტურის ხელით, ცდილობდნენ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები, დაპირისპირება, შეექმნათ ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯგუფები და მოეხდინათ რევოლუციები“, - განაცხადა კალაძემ.

30 ივნისი 2026, 13:59

პოლიტიკა

ეკატერინა ივანიშვილის მიმართვა შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს: მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს

მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს, - აღნიშნულია ეკატერინა ივანიშვილის განცხადებაში, რომლითაც ის შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს მიმართავს.

კახა კალაძე

30 ივნისი 2026, 13:50

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება დროული იყო.

30 ივნისი 2026, 13:45

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორი წლის ვადით აირჩიეს.

30 ივნისი 2026, 13:43

რეგიონი

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ჩაქვის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც გამწმენდი ნაგებობის სრულ განახლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

30 ივნისი 2026, 13:41

რეგიონი

რუსთავის N44-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, პროექტის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამის - „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, რუსთავის ბაგა-ბაღების ეზოების გამწვანების პროცესს აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, ხე-მცენარეები, დღეს N44-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაირგო.

დავით საყვარელიძე

30 ივნისი 2026, 13:36

პოლიტიკა

დავით საყვარელიძე: საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით - აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე. შტატებს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს პორტები, ტერიტორია, შეიძლება გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, კორეის და ვიეტნამის დროს

მე მინდა, რომ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ქართველის, პატრიოტის მოსაზრება დარჩეს: ახლა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით - პირდაპირ სამხედრო კონტრაქტს და ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან, შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მომავალში საქართველოს უსაფრთხოების გარანტს, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით საყვარელიძემ, „ფორმულას“ ეთერში.

30 ივნისი 2026, 13:29

საზოგადოება

სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში არქეოლოგიური გათხრების დროს თამარ მეფის დროინდელი მონეტა აღმოაჩიენს

სომხეთში, შუა საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების დროს მეცნიერებმა არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს, მათ შორისაა თამარ მეფის დროინდელი იშვიათი მონეტა, თითქმის მთლიანად შემონახული ადამიანის ჩონჩხი და შუა საუკუნეების ყოველდღიური ცხოვრების ახალი არტეფაქტები. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

30 ივნისი 2026, 13:22

პოლიტიკა

ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუჰაიასთან.

დავით სონღულაშვილი

30 ივნისი 2026, 13:15

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე

„კიდევ უფრო გააქტიურდება ეკონომიკური თანამშრომლობა და გაღრმავდება საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური კავშირები. ეს აისახება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ინვესტიციების სფეროებში. საერთო ჯამში, ეს პროცესი ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

30 ივნისი 2026, 13:12

ეკონომიკა

ჟენევაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

„ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიის კონფედერაციაში. აღნიშნულ ბაზარზე მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მიზნად ისახავს ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებასა და ბაზრების დივერსიფიცირების პროცესის ხელშეწყობას“, - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

შალვა პაპუაშვილი

30 ივნისი 2026, 13:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, მათი არსი არ იცვლება. აგენტურა არის აგენტურა

„აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, მათი არსი არ იცვლება. აგენტურა არის აგენტურა. პრობლემა არ არის იმაში, რომ ცუდი ტელეფონი აქვთ, აპლიკაცია არ უვარგათ და სხვა ასეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტები. პრობლემა არის ფილოსოფიაში. როდესაც ემსახურები სხვას და არა საკუთარ ხალხს, იქ არაფერი გამოვა ამ საქმიდან და ეს არის მთავარი, რისი ლუსტრაციაც მოხდა ბოლო პერიოდში და რაც დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ. გქონდეს ბევრი აპლიკაცია, მაგრამ არაფერი შეიცვლება მათ არსში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

30 ივნისი 2026, 12:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის სესიაზე: ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას

როგორც პარლამენტარებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, ხოლო, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

30 ივნისი 2026, 12:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს

მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

30 ივნისი 2026, 12:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში. ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან კარგად ხედავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას, იმისთვის რომ როცა მოვა მათი დრო ხელისუფლებაში ყოფნისა, საქართველო იყოს იმ წერტილზე, როდესაც უკვე შეეძლებათ ქვეყნის განვითარებაში ახალი ეტაპის დაწყება და არა ძველი პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

30 ივნისი 2026, 12:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია

ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.