იაპონური მედია: რუსული რაკეტებისა და დრონების დაახლოებით 90% იაპონური წარმოების კომპონენტებს შეიცავს
ფოტო: Getty Images
რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების დაახლოებით 90%-ში იაპონური კომპანიების მიერ წარმოებული ელექტრონული კომპონენტებია გამოყენებული. ინფორმაციას Kyodo News-ი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების პოლიტიკის საკითხებში წარმომადგენელზე ვლადისლავ ვლასიუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვლასიუკის თქმით, იარაღში აღმოჩენილი კომპონენტების უმეტესობა იაპონიაში სამოქალაქო დანიშნულებით იყიდებოდა. Kyodo News-ის შეფასებით, რუსეთი იყენებს ფართო მოხმარების პროდუქციას, რომლის ექსპორტის კონტროლი სანქციების პირობებში რთულია.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით, რუსულ Х-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებში გამოყენებულია იაპონიის წამყვანი ნახევარგამტარების მწარმოებლებისა და სხვა მსხვილი ელექტრონიკის კომპანიების კომპონენტები.
Kyodo News-ის ჟურნალისტები დაუკავშირდნენ 13 იაპონურ კომპანიას, რომელთა კომპონენტებიც რუსულ რაკეტებსა და დრონებში აღმოაჩინეს. ხუთმა კომპანიამ კომპონენტების წარმომავლობის დადასტურება ვერ შეძლო და მიზეზად ინფორმაციის სიმწირე დაასახელა. ერთ-ერთმა მწარმოებელმა არ გამორიცხა, რომ მისი პროდუქცია სხვა დანიშნულებით გამოიყენეს, კიდევ ერთმა კი განაცხადა, რომ იდენტიფიცირებული კომპონენტი სხვა კომპანიის წარმოებული იყო. დანარჩენ ექვს კომპანიას ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
ყველა სიახლე
30 ივნისი 2026, 16:12
რეგიონი
4-5 ივლისს ანაკლიაში საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
4-5 ივლისს ანაკლიაში საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
30 ივნისი 2026, 15:52
რეგიონი
ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღინიშნება
წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისი სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. წირვას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პარლამენტის დეპუტატთან ანტონ ობოლაშვილთან ერთად დაესწრო.
30 ივნისი 2026, 15:49
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა: სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა წარმატების საწინდარია
„აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა: სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა წარმატების საწინდარია“, - წერს ანანიძე.
30 ივნისი 2026, 15:46
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: რა საოცრად დაემთხვა პეტერ ფიშერის მოსაქმეობისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული, თანაც, ნაკრები ისევე უსახურად გავარდა, როგორი უსახური და სამარცხვინოც იყო გერმანიის ელჩის საქმიანობა, და კიდევ, რიცხვი 41 რამდენადაც ნავსიანი იყო ფიშერისათვის, ასეთივე აღმოჩნდა გერმანიისთვისაც, რადგან მისი დამმარცხებელი პარგვაი FIFA-ს რეიტინგში 41-ე ადგილზეა
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული ფიშერის დიპლომატიური მისიის დასასრულს სიმბოლურად დაემთხვა.
30 ივნისი 2026, 15:41
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: მაისის თვის, ასევე იანვარ-მაისის ეკონომიკური მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას
მაისის თვეში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციების შეფასებისას.
30 ივნისი 2026, 15:34
მსოფლიო
POLITICO: გაერთიანებული სამეფო, უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიარაღებული ძალების ახალ მოდელის ქმნის
გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საკუთარი შეიარაღებული ძალების მასშტაბური რეფორმა დააანონსა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 15:21
პოლიტიკა
თორნიკე მოლაშვილი: ცოტნე ივანიშვილს უსაუბრია „ქართველ“ აგენტებზე და თითქოს ყველას სათქმელი თქვა - დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ
„გუშინ უსაუბრია ცოტნე ივანიშვილს აგენტურაზე და „ქართველ“ აგენტებზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა ის ზუსტი შეფასება, ზუსტი ალეგორია, რაც ამ ახალგაზრდა კაცმა გააკეთა და თითქოს ჩვენი ყველას სათქმელი თქვა“, - ასე გამოეხმაურა სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი ცოტნე ივანიშვილის განცხადებას, როდესაც მან ისაუბრა საქართველოში არსებულ იმ ძალებზე, ვინც სხვის მიერ არიან ნაქირავები და მისი თქმით, შეუძლებელია, ის მოქალაქემ იქირაოს.
30 ივნისი 2026, 15:18
მსოფლიო
POLITICO: პარიზსა და ბერლინს სურთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა „რამენაირად“ დიდებული გახადონ
ევროკავშირის ორ უმსხვილეს სახელმწიფოს, საფრანგეთსა და გერმანიას ბლოკის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული იდეები აქვთ. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 15:12
სამართალი
პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 26 ივნისს, ბრალდებულმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ტყიდან ტორფის მოსაპოვებლად, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 600 ლარი.
30 ივნისი 2026, 14:50
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, PABSEC-ის თავმჯდომარეობა, რომელიც საქართველოს ექვსი თვის განმავლობაში ეკავა, საბერძნეთის პარლამენტს გადასცა.
30 ივნისი 2026, 14:49
რეგიონი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეწყვიტა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 14:44
სამართალი
სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოსამართლემ მოქალაქე ორი ათასი ლარით დააჯარიმა
სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოსამართლემ მოქალაქე ორი ათასი ლარით დააჯარიმა
30 ივნისი 2026, 14:40
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ანტარქტიკაში ზღვის არსებები აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა მელანომის განკურნებაში დაეხმაროთ
„კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ნივთიერებას თაგვები არ დაუხოცავს. მან მათი კიბო გაანადგურა, ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ ტოქსინს აქვს ფიზიოლოგიური თვისებები, რათა იმოქმედოს როგორც წამალმა. გვჭირდება მასალა, რათა ჩავატაროთ უფრო მასშტაბური კვლევა თაგვებზე, შესაძლოა გადავიდეთ ცხოველების სხვა მოდელებზეც და თუ უსაფრთხოებას დავამტკიცებთ, მაშინ შევძლებთ ადამიანებზე გამოცდის დაწყებას“, - თქვა პროფესორმა.
30 ივნისი 2026, 14:40
ჯანდაცვა
პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამით მიიღებენ
პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. სიახლე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ იმ პირებსაც შეეხება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 14:38
პოლიტიკა
კახა კალაძე: დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდათ რაიმე სახის ხელის შეშლა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც ადასტურებს. როგორც მან ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ის ტერორი, რომელსაც აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები განიცდიდნენ, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა.
30 ივნისი 2026, 14:35
საზოგადოება
თბილისის მერმა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო გასართობი და სატრენაჟორო სივრცეები. ასევე, დაირგო 600-მდე სახეობის ხე-მცენარე.
30 ივნისი 2026, 14:29
სამართალი
სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში მსჯავრდებული ანი ნასყიდაშვილის ოჯახის წევრი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს
სიძულვილის ენის და საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო, გლდანი - ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს გიგა ავალიანის დედამ მიმართა. ეკა კუპატაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა გიგა ავალიანის საქმის ერთ - ერთ ეპიზოდში მსჯავრდებულის ანი ნასყიდაშვილის ოჯახის წევრმა მიაყენა. მაკა ბახტაძე სამი ათასი ლარით დაჯარიმდა.
30 ივნისი 2026, 14:25
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი დაბომბა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი „დუბნა“ დაბომბეს.
30 ივნისი 2026, 14:23
პოლიტიკა
მახაშვილი პეტერ ფიშერზე: არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრს მოენატრება, თუმცა კარგია, რომ საბოლოო ჯამში, პოლარიზაციის ეს თავი დაიხურება და ახალი ელჩის პირობებში, გვექნება შესაძლებლობა, რომ არსებითად გადავტვირთოთ ქართულ-გერმანული ურთიერთობები
კარგია, რომ საბოლოო ჯამში, პოლარიზაციის ეს თავი დაიხურება ამ ნაწილში და ახალი ელჩის პირობებში, გვექნება შესაძლებლობა, რომ არსებითად გადავტვირთოთ ქართულ-გერმანული ურთიერთობები, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. მან საქართველოში პეტერ ფიშერის საქმიანობა შეაფასა.


