Reuters: ესპანეთში გაუსაძლის სიცხეებს 1 029 ადამიანი ემსხვერპლა
ფოტო: Reuters
ესპანეთში ივნისში გაუსაძლისი სიცხეების გამო 1 029 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ხუთდღიანმა სიცხის ტალღამ, რომლის დროსაც ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა, ივნისი ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თვედ აქცია.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეს არის 2015 წლის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც სიცხეს უკავშირდება.
ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს, AEMET-ის ცნობით, ივნისში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 3.2 გრადუსით მაღალი იყო, რაც 1961 წლის შემდეგ მეორე ასეთი შემთხვევაა. ივნისი ყველაზე ცხელი თვე 2025 წელსაც იყო.
როგორც Reuters-ი იუწყება, სიცხის პიკის დროს, 23 ივნისს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 73%, ანუ 35.7 მილიონი ადამიანი რისკის ზონაში აღმოჩნდა, მათგან 38% კი მაღალი რისკის ქვეშ იყო.
სააგენტოს განცხადებით, ზაფხულის პირველი სიცხის ტალღა განსაკუთრებით მძიმე იყო ქვეყნის ჩრდილოეთში, არა მხოლოდ ინტენსივობის, არამედ ხანგრძლივობისა და მდგრადობის გამო.
ყველა სიახლე
01 ივლისი 2026, 14:55
პოლიტიკა
2 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა
2 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 14:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: აგენტურული დავალებების შესრულებაში ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი, ის დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს და ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი, სინამდვილეში საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასთან და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მათი მმართველობის დროს, იყო სანიმუშო შემსრულებელი დავალებებისა. ამ ქვეყანაში აგენტურული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი აგენტურული დავალებების შესრულებაში და ამიტომ მას თავისი როლი რჩება და განსაკუთრებული როლია ეს არამხოლოდ მის პარტიაში, არამედ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, სინამდვილეში აგენტურულ ჯგუფებში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
01 ივლისი 2026, 14:50
სამართალი
მამუკა მდინარაძე გიგა ავალიანის საქმეზე: დაზარალებულს ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც - როგორც ჩემთვის ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში
ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არა მხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
01 ივლისი 2026, 14:50
მსოფლიო
Reuters: რუსეთმა ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების ჩატარება უმაღლეს დონეზე დაამტკიცა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა გასულ წელს ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი შესწავლილ დოკუმენტებზე და ევროპელი ოფიციალური პირებისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ
ჩვენ მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად, იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
01 ივლისი 2026, 14:47
საზოგადოება
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
01 ივლისი 2026, 14:42
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმისა და მრავალ სხვა სფეროში
საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ კავშირები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
01 ივლისი 2026, 14:36
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ჩვენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც
ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
01 ივლისი 2026, 14:33
სამართალი
სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე თამარ ჩერგოლეიშვილი 2500 ლარით დაჯარიმდა
ჩერგოლეიშვილის ანგარიშზე მეორე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. პირველად ის ხუთი ათასი ლარით დააჯარიმეს.
01 ივლისი 2026, 14:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
01 ივლისი 2026, 14:26
ეკონომიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენი სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება და არ ჯერდება მხოლოდ იმას, რომ დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში
„ჩვენ ვზრუნავთ მაქსიმალურ პოზიტიურ შედეგებზე ყველა მიმართულებით, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ, განსაკუთრებით ქვეყნის დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
01 ივლისი 2026, 14:25
სამართალი
2026 წლის 1-ლი ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე
უწყების ინფორმაციით, საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო, 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა.
01 ივლისი 2026, 14:23
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: დაარსების 32 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის და ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე ვიზიტად მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების უსაფრთხოებას, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც დღეს არის და გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების მქონე მოდულით
01 ივლისი 2026, 14:21
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: განსაკუთრებით შთამბეჭდავია შსს-ს შედეგები, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა 6000-ზე მეტ ადამიანს, საიდანაც 500-ზე მეტი დაკავებული ნარკორეალიზატორი და ნარკორეალიზაციაში ჩართული პირია
განსაკუთრებით შთამბეჭდავია შედეგები, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქაც, მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი, თითქმის გაორმაგდა დანაშაულის გახსნისა და გამოვლენის შედეგები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
01 ივლისი 2026, 14:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი არის ის, რამაც 9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა განაპირობა
პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი არის სწორედ ის, რამაც 2021-2025 წლებში 9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა განაპირობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
01 ივლისი 2026, 14:20
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება, ვფიქრობ, იგი შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის
დავით საყვარელიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტს, ხოლო ირანთან შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა ლოგისტიკურ ცენტრად იქცეს, პროვოკაციულია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
01 ივლისი 2026, 14:16
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც - მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი
„შეიძლება უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდეთ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
01 ივლისი 2026, 14:14
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება, პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ - ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად
ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივლისი 2026, 14:12
სამართალი
მამუკა მდინარაძე: პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა.
01 ივლისი 2026, 14:10
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, 2026 წელს აუდიტის სამსახურს დაგეგმილი აქვს ასამდე უწყების და ორგანიზაციის შესწავლა ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე
შესაბამისი უწყებები მოახდენენ არამხოლოდ იმ საქმეების მონიტორინგს, რომელიც უკვე წარსულია, არამედ განახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე დაინერგა რეალურ დროში ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის პრაქტიკა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.


