02 ივლისი 2026, 12:28 / სანდო წყარო

კიევში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. 3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსული იერიშის შედეგად კიევში 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის ნაწილობრივ ჩამონგრეულ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავებულთა რაოდენობა 86-ს შეადგენს, მათგან 70 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი შეფასებით, ეს იყო ომის განმავლობაში დედაქალაქზე განხორციელებული „ყველაზე მასშტაბური“ იერიში.

„კიევისთვის საშინელი ღამე იყო,“ - განაცხადა კლიჩკომ და აღნიშნა, რომ ქალაქის ყველა რაიონში დაფიქსირდა ნგრევა და დაზიანება. მისი თქმით, 3 ივლისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, იერიშის დროს რუსეთმა 74 რაკეტა და 496 შორი მოქმედების დრონი გამოიყენა, რომელთა უმეტესობა კიევში მოფრინდა. მათივე ცნობით, 48 რაკეტისა და 476 დრონის განეიტრალება ან ჩამოგდება მოხერხდა, თუმცა 25 ბალისტიკურმა რაკეტამ და 12 დრონმა 33 სხვადასხვა ლოკაციამდე მიაღწია.

დაბომბვის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი შენობები, დაზიანდა კიევის ცენტრში მდებარე სასტუმრო და მრავალსართულიან კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. დილის 07:00 საათისთვის ქალაქის ყველა რაიონში 30-ზე მეტ ადგილზე იყო დაფიქსირებული ნგრევა და მძიმე დაზიანება.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ მტერი კვლავ მიზანში იღებს საცხოვრებელ უბნებს და მშვიდობიან მოსახლეობას. მისი თქმით, ნგრევა ძალიან მძიმეა და დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

ყველა სიახლე

ზაზა დობორჯგინიძე

02 ივლისი 2026, 13:47

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე: რატომ არ გააპროტესტა იქ მყოფმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურ და რუს პრემიერს ასმენინებენ? - თავად არ სჯერათ მთელი ამ დისკურსის „რუსული რეჟიმის" შესახებ და განსხვავებით საკუთარი სახელმწიფოსგან, ამერიკის პატივისცემა და რიდი აქვთ

რატომ არ გააპროტესტა იქ მყოფმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურ და რუს პრემიერს ასმენინებენ? არჩევნები აღარ გაყალბდა? დასავლეთის მიერ მთავრობის ლეგიტიმაციას არ უწყობს ეს ხელს? - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

02 ივლისი 2026, 13:34

კულტურა

Universal-მა „ოდისეას“ ფინალური ტრეილერი წარადგინა

ჰომეროსის ეპოსის მოტივებზე გადაღებულ ფილმში ოდისევსის როლი მეტ დეიმონმა შეასრულა. სურათში ასევე მონაწილეობენ ენ ჰეთეუეი, ზენდეია, ტომ ჰოლანდი, რობერტ პატინსონი, ჯონ ბერნტალი, შარლიზ ტერონი, ლუპიტა ნიონგო, ელიოტ პეიჯი და სხვები.

02 ივლისი 2026, 13:28

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა.

ალენ სიმონიანი

02 ივლისი 2026, 13:25

მსოფლიო

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა

სომხეთის პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს და ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

02 ივლისი 2026, 13:20

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

02 ივლისი 2026, 13:12

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სარეზერვო სამსახურის საკითხები განიხილა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა არველაძეს და ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ დავით ბოლქვაძეს შეხვდა.

პროკურატურა

02 ივლისი 2026, 12:55

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

02 ივლისი 2026, 12:48

კულტურა

საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მაკა გურგენიძემ და მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ ცერცვაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ოზოდბეკ ნაზარბეკოვს უმასპინძლეს

საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მაკა გურგენიძემ და მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ ცერცვაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ოზოდბეკ ნაზარბეკოვს უმასპინძლეს.

02 ივლისი 2026, 12:43

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა კანადასა და მექსიკასთან სავაჭრო შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა

აშშ-ის ადმინისტრაციამ უარი თქვა აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების (USMCA) ვადის გაგრძელებაზე და ამით ხელშეკრულების გაწყვეტის ათწლიანი პროცედურა აამოქმედა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

02 ივლისი 2026, 12:28

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს: ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებულ, მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს გეკუთვნით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წარმატების ღირსეული თანამონაწილე იქნებით

„დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ამ დღემდე დიდი შრომით, მონდომებითა და მიზანდასახულობით მოხვედით და ახლა გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინოთ.

02 ივლისი 2026, 12:23

ტაბლოიდი

მექსიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი კაიმანზე დაქორწინდა🐊💍

Reuters-ის ცნობით, ამ უძველესი რიტუალის მიზანი სიუხვის უზრუნველყოფაა. რეპტილია, რომელსაც მოიხსენიებენ როგორ „პატარა პრინცესას“, ღვთაებას წარმოადგენს, მისი და ადგილობრივი ლიდერის „ქორწილი“ კი ღმერთებისა და ადამიანების ერთობლიობის სიმბოლოა.

ცოტნე ანანიძე

02 ივლისი 2026, 12:20

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე აბიტურიენტებს: დღეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება, ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლებლობაა წარმოაჩინოთ მრავალწლიანი შრომის შედეგი. გისურვებთ წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო გზაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს.

ვახტანგ ბერიძე

02 ივლისი 2026, 12:20

რეგიონი

ვახტანგ ბერიძე აბიტურიენტებს: დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. სწორედ განათლებული და წარმატებული ახალგაზრდები წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველს

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი თითოეული აბიტურიენტის ცხოვრებაში, რომელიც მომავალ პროფესიულ და საგანმანათლებლო გზას განსაზღვრავს.

02 ივლისი 2026, 12:16

ეკონომიკა

EBS Korea საქართველოში ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს

პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს თბილისის ისტორიული უბნები, ახალციხის ციხე, საფარის მონასტერი, ბათუმის ტურისტული ადგილები და ბოტანიკური ბაღი, გომის მთა, შეკვეთილი, კოლხეთის ეროვნული პარკი, პალიასტომის ტბა, ასევე იმერეთისა და რაჭის ღირსშესანიშნაობები. ჯგუფის წევრები ესტუმრნენ კახეთს, სადაც ვენახები და მარნები გადაიღეს, ხოლო თუშეთში - ისტორიული სოფლები და კოშკები.

ირაკლი კობახიძე ყასიმ-ჟომარტ თოყაევი

02 ივლისი 2026, 12:11

პოლიტიკა

Euronews: ასტანაში საქართველოს პრემიერთან მოლაპარაკებების შემდეგ ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს, პარალელურად კი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებს. სტატიას ამ შინაარსით Euronews-ი ავრცელებს.

02 ივლისი 2026, 12:09

ტექნოლოგიები

მსოფლიო ოკეანე ივნისში რეკორდულად გაცხელდა🌊

ოკეანეები დედამიწის ზედაპირის დაახლოებით ორ მესამედს ფარავს. CMS-ის შეფასებით, ტემპერატურის მკვეთრი მატების მიზეზი გლობალური დათბობისა და ელ-ნინიოს ურთიერთქმედებაა. ელ-ნინიო კლიმატური მოვლენაა, რომელიც ორიდან შვიდ წლამდე პერიოდულობით მეორდება და წყნარი ოკეანის გარკვეულ ნაწილში წყლის ტემპერატურის მერყეობით გამოიხატება.

02 ივლისი 2026, 11:49

მსოფლიო

მედია: გერმანიის პროკურატურამ უკრაინის მოქალაქეს “ჩრდილოეთ ნაკადების“ აფეთქების საქმეზე ოფიციალურად ბრალი წაუყენა

გერმანიის გენერალურმა პროკურორმა იენს რომელმა უკრაინელ ვეტერანს სერგეი კუზნეცოვს „ჩრდილოეთ ნაკადი - 1“-ის და „ჩრდილოეთ ნაკადი - 2“-ის აფეთქების საქმეზე ოფიციალურად ბრალი წაუყენა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ბექა ძამაშვილი

02 ივლისი 2026, 11:32

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებზე: შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის დევნილთა დაბრუნების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, განათლების უფლება, საკუთრების უფლება, სიცოცხლის უფლება, არასათანადო მოპყრობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფლებების დარღვევის განგრძობით ხასიათზე

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობდა. ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ პრობლემებზე მეორე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ისაუბრა.

02 ივლისი 2026, 11:13

საზოგადოება

ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ

სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი, - ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.