04 ივლისი 2026, 10:30 / სანდო წყარო

უკრაინამ სანკტ-პეტერბურგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაზე ჩანს, თუ როგორ ამოდის შავი კვამლი პეტერბურგის პორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ქარხანაა განლაგებული.

სანკტ-პეტერბურგში აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე გაისმა. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქს და ლენინგრადის ოლქს ათობით დრონი ერთდროულად უტევდა.

ნავთობის ტერმინალი, რომელიც ფინეთის ყურეში მდებარეობს, რუსეთის საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი საცავია. აღნიშნული ტერმინალის მეშვეობით რუსეთი ზღვით, რკინიგზითა და საავტომობილო გზით ბენზინის ექსპორტს ახდენს. საუბარია წელიწადში დაახლოებით 12,5 მილიონ ტონა ბენზინზე.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია.

ყველა სიახლე

04 ივლისი 2026, 11:34

მსოფლიო

Euractiv-ი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესს აშარჟებს და მას ევროპის დაუშვებელ სისულელეს უწოდებს

გამოცემა Euractiv-ი სატირულ-ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესია მიმოხილული.

04 ივლისი 2026, 11:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საქართველომ და უზბეკეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები

უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ნინო ლაცაბიძე

04 ივლისი 2026, 11:19

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: მადლობა რუსთაველებს ერთიანობისთვის და საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობისთვის, რომელმაც ჩვენი ქალაქის ისტორიული გამოწვევის დასაძლევად გაგვაერთიანა

რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის - ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დასრულდა. უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიურ პროექტს რუსთავის მერია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით ახორციელებენ.

პროკურორი ქეთევან სონიძე

04 ივლისი 2026, 11:19

სამართალი

სასამართლო გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. უწყების განმარტებით, ბრალდებული ლანჩხუთში დააკავეს, სადაც მიმალვაში იყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალანიას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

04 ივლისი 2026, 11:01

მსოფლიო

Reuters: გერმანია 2027 წელს 203 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის აღებას გეგმავს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 50,5 მილიარდი ევრო იყო

გერმანიის მთავრობა 2027 წელს 203 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სესხის აღებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 ივლისი 2026, 10:55

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ინდოეთის, ვიეტნამის, თურქმენეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, სუდანის პაკისტანის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, იორდანიის, ნიგერიის, ბანგლადეშის, უგანდისა და კენიის მოქალაქეები.

04 ივლისი 2026, 10:51

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

04 ივლისი 2026, 10:47

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდათ. პოლიციამ 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

04 ივლისი 2026, 10:42

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა: „ეიპიემ ტერმინალს ფოთი”, “პეის ჯგუფის“ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.

04 ივლისი 2026, 10:29

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ მინისტრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა.

04 ივლისი 2026, 09:59

სპორტი

არგენტინამ კაბო-ვერდეს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გადავიდა

არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში კაბო-ვერდეს ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა და 1/8 ფინალში გადავიდა.

04 ივლისი 2026, 09:29

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645-მდე გაიზარდა

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ეროვნული ინფორმაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 ივლისი 2026, 09:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ივლისს საქართველოში

4 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ასევე ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

04 ივლისი 2026, 08:34

სპორტი

ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა

ეგვიპტის საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში ავსტრალიის გუნდი დაამარცხა და მუნდიალის 1/8 ფინალში გავიდა.

04 ივლისი 2026, 08:00

მსოფლიო

რუსეთმა სუმი დაბომბა. დაიღუპა ოთხი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი სუმი ავიაბომბით დაბომბა. ინფორმაციას სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.

04 ივლისი 2026, 02:08

მსოფლიო

გაერო: უკრაინაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება

უკრაინაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს მონიტორინგის მისიის 3 ივლისს გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა. მონაცემები მოიცავს ექვსთვიან პერიოდს 2025 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით.

04 ივლისი 2026, 01:05

მსოფლიო

Euronews: ნატოს მოკავშირეები მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილი სამიტის საბოლოო დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი თავიანთ ურყევ ერთგულებას

ნატოს მოკავშირეები მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილი სამიტის საბოლოო დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი თავიანთ ურყევ ერთგულებას და განაცხადებენ, რომ რუსეთი წარმოადგენს „გრძელვადიან საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - წერს Euronews-ი.

04 ივლისი 2026, 00:12

მსოფლიო

ტრამპი: ჯასტინ გეიჯი თავის მშობლებთან ერთად ოვალურ კაბინეტს ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ეწვია - მან დაამარცხა კიდევ ერთი მართლაც დიდი მებრძოლი, რომელსაც მანამდე მარცხი არ ჰქონდა განცდილი

ჯასტინ გეიჯი თავის მშობლებთან ერთად ოვალურ კაბინეტს ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ეწვია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ვლადიმირ პუტინი

04 ივლისი 2026, 00:01

მსოფლიო

პუტინმა ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლების“ შესახებ განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთ პუნქტში გამართულ თათბირზე ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლებისა“ და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი წინსვლის შესახებ განაცხადა.