05 ივლისი 2026, 23:28 / სანდო წყარო

ტიერი მარიანი: ძალიან საშიში ვითარებაა - 27 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია, უფრო და უფრო მჭიდრო მარწუხებში ექცევა და უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის

ტიერი მარიანი

ტიერი მარიანი

ბორელმა დიაგნოზი შესანიშნავად დასვა, მაგრამ გამოსავალი არცთუ ისე კარგი მოუძიებია. ვიმეორებ, რომ ძალიან საშიში ვითარებაა. 27 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია, უფრო და უფრო მჭიდრო მარწუხებში ექცევა და უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის, - განუცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „იმედის კვირას“.

იგი ყოფილი უმაღლესი ევროკომისრის, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ფონ დერ ლაიენის მმართველობასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ევროპარლამენტარი ყველა აცნობიერებს, რომ კრიზისში მყოფ ევროკავშირს მხოლოდ ლაპარაკის თავი აქვს და არა ქმედების, ბორელმა კი დაადასტურა, რომ რთულ მდგომარეობაში ვართ. მან დიაგნოზი შესანიშნავად დასვა, მაგრამ გამოსავალი არცთუ ისე კარგი მოუძიებია. ვიმეორებ, რომ ძალიან საშიში ვითარებაა. 27 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია, უფრო და უფრო მჭიდრო მარწუხებში ექცევა და უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.

ევროპარლამენტარმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროკომისიის შენობის ნაწილში კონდიცირების სისტემის გათიშვის ფაქტზეც.

„გადაწყვიტეს პირველი სართულიდან მეშვიდე სართულამდე ჰაერის გაგრილების სისტემის გათიშვა. მეშვიდე სართულიდან ზევით კი შეინარჩუნეს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ სწორედ მერვე სართულიდან მოყოლებულია განთავსებული ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა მაღალჩინოსნების კაბინეტები. ეს თავისთავად სკანდალია.

საინტერესოა, ევროკომისიის თქმით, მათ სიცხის მიზეზით რიგ თანამშრომლებს უთხრეს, რომ სახლიდან ემუშავათ და ამიტომაც გამორთეს ჰაერის გაგრილების სისტემა, მაგრამ რატომ არ იმუშავა სახლიდან ზედა სართულებზე განთავსებულმა უფროსობამაც? - ეს მეტად სიმბოლურია. ძალისხმევა მხოლოდ ქვედა სართულებზე მომუშავეთ ეკუთვნით, ხოლო ზედა სართულებზე მაღალჩინოსნებისთვის ჰაერის გაგრილების სისტემა მუშაობს“, - აღნიშნა ტიერი მარიანიმ.

როგორც ცნობილია, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „ფონ დერ ლაიენის მმართველობისას, კომისია გასცდა თავის მანდატს და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა (EEAS) და ეროვნული მთავრობების კომპეტენციებში ჩაერია“.

ყველა სიახლე

06 ივლისი 2026, 00:24

სპორტი

პრემიერ-მინისტრი საქართველო-ესპანეთის საკალათბურთო მატჩს დაესწრო

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 91:89 დასრულდა.

იოსებ ჩახვაშვილი

05 ივლისი 2026, 23:34

პოლიტიკა

იოსებ ჩახვაშვილი: პეტერ ფიშერს გარკვეული წარმოდგენა ჰქონდა საქართველოზე, რომ შეიძლება ასეთი მენტორული ტონით ელაპარაკოს ყველას და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რადგან იცოდა, რომ ეს იქნებოდა დაუსჯელი

პეტერ ფიშერი იმიტომ იქცეოდა ასე, რომ ჰქონდა დავალება მიღებული თავისი მთავრობისგან და თვითონაც მსგავსად იყო განწყობილი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა იოსებ ჩახვაშვილმა პეტერ ფიშერზე საუბრისას.

იოსებ ჩახვაშვილი

05 ივლისი 2026, 23:29

პოლიტიკა

იოსებ ჩახვაშვილი: რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი?! ერთი წლის განმავლობაში გერმანიამ თავისი ტექნოლოგიის დონით ვერ გაასწორა საიტზე ხარვეზი?! ეს ხომ უპატივცემულობაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ

როდესაც მოგმართავს ქვეყანა და გეუბნება, რომ საიტზე ინფორმაცია გაასწორო და შენ არ აკეთებ, დანაშაულია - ქვეყანასა და ხალხს დასცინი და ამბობ, რომ ტექნიკური ხარვეზია. რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი?!, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა, იოსებ ჩახვაშვილმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ განთავსებული ინფორმაციის განახლების აუცილებლობის შესახებ საუბრისას.

იოსებ ჩახვაშვილი

05 ივლისი 2026, 23:27

პოლიტიკა

იოსებ ჩახვაშვილი: ამ ოთხი წლის განმავლობაში სამწუხაროდ, გერმანიის ელჩმა ვერანაირი პოზიტიური ქმედება ვერ განახორციელა საქართველოში - მხოლოდ დესტრუქცია და უპატივცემულობა მთავრობის მიმართ, რომელიც უარყოფითად აისახა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე

პეტერ ფიშერის მოღვაწეობას საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურად ვაფასებ. ამ ოთხი წლის განმავლობაში სამწუხაროდ გერმანიის ელჩმა ვერანაირი პოზიტიური ქმედება ვერ განახორციელა საქართველოში. მხოლოდ დესტრუქცია და უპატივცემულობა მთავრობის მიმართ, რომელიც უარყოფითად აისახა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა იოსებ ჩახვაშვილმა პეტერ ფიშერზე საუბრისას.

შოთა ბერეკაშვილი

05 ივლისი 2026, 23:20

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი ekalata.gov.ge-ზე: რაც უფრო ინფორმირებულია მომხმარებელი, ის იღებს ყველაზე რაციონალურ და საუკეთესო გადაწყვეტილებას და ირჩევს იმ კონკრეტულ შეთავაზებას, რომელიც ყველაზე მომხიბვლელია მისთვის

რაც უფრო ინფორმირებულია მომხმარებელი, ის იღებს ყველაზე რაციონალურ და საუკეთესო გადაწყვეტილებას და ირჩევს იმ კონკრეტულ შეთავაზებას, რომელიც ყველაზე მომხიბვლელია მისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პლატფორმა ekalata.gov.ge-ზე საუბრისას.

ვარლამ ლიპარტელიანი

05 ივლისი 2026, 22:55

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: რაც შეეხება რადიკალურად განწყობილი ჯგუფების შემოტევას, ეს მხოლოდ მათ სახეს აჩვენებს და მათ აყენებს ზიანს - რადიკალებს ერთადერთს ვეტყოდი, რომ ვისაც სურვილი აქვს, მოვიდეს, ღია ვართ, ვისაუბროთ და შევჯერდეთ ჭეშმარიტებაზე, იმ ჭეშმარიტებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის იქნება უკეთესი

რაც შეეხება რადიკალურად განწყობილი ჯგუფების შემოტევას, ეს მხოლოდ მათ სახეს აჩვენებს და მათ აყენებს ზიანს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივლისი 2026, 22:33

ეკონომიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და რეგიონის უსაფრთხოების, არამედ დაკავშირებადობის და „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტშიც

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა როგორც რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, ისე დაკავშირებადობისა და „შუა დერეფნის“ განვითარების თვალსაზრისით.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივლისი 2026, 22:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ზედმიწევნით მოზომილი, პრინციპული და ფრთხილი

რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და გამოწვევების ფონზე, საქართველო ატარებს ფრთხილ და პრინციპულ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო დაბალანსებული დიპლომატიის შენარჩუნებას.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივლისი 2026, 22:29

ეკონომიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა დღევანდელ მსოფლიოში და ჩვენს ინტერესშია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა და განვითარებული კავშირები ჩინეთთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება გლობალურ მოთამაშეებთან, მათ შორის ჩინეთთან, საქართველოს ინტერესებშია და ქართული მხარე ამას არ აღიქვამს, როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის.

05 ივლისი 2026, 22:20

კულტურა

ბათუმი - საქართველოს კულტურული დედაქალაქი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, დიდი ქართველი კოპოზიტორების შემოქედებით საღამოებს დასწრებოდა. ინიციატივა პარლამენტის წევრს, აჩიკო ბერიძეს ეკუთვნის.

თეა ონიანი

05 ივლისი 2026, 22:12

საზოგადოება

თეა ონიანი აწყურის ტაძარზე: ერთ-ერთი პირველი საკათედრო ტაძარი საქართველოში, რომელიც სვეტიცხოვლის აგებამდე იყო ყველაზე დიდი თავისი მოცულობით, სრულიად დაიბრუნებს თავის იერსახეს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით

ერთ-ერთი პირველი საკათედრო ტაძარი საქართველოში, რომელიც სვეტიცხოვლის აგებამდე იყო ყველაზე დიდი თავისი მოცულობით, სრულიად დაიბრუნებს თავის იერსახეს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე საუბრისას.

05 ივლისი 2026, 22:05

პოლიტიკა

საკუთარ კომფორტზე მზრუნველი ევრობიუროკრატია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

რა ხდება ევროკომისიის შტაბ-ბინაში, იქ, სადაც გვარწმუნებენ, რომ ყველა თანასწორია. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგი - სხვებზე უფრო თანასწორი. სწორედ ამ უთანასწორობაზე საუბრობს ყოფილი უმაღლესი ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი. იგი ამბობს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისია ევროკავშირს აღარ წარმოადგენს.

05 ივლისი 2026, 21:57

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთი დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთს უმასპინძლა.

05 ივლისი 2026, 21:48

საზოგადოება

eKalata.gov.ge - ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პლატფორმა შექმნილია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ, რომლის მიზანია, მომხმარებელმა ერთ სივრცეში ნახოს 12-ზე მეტი მსხვილი სუპერმარკეტის პროდუქტების ფასები და თავად შეადგინოს მისი ბიუჯეტისთვის ყველაზე ხელსაყრელი კალათა.

მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე

05 ივლისი 2026, 21:46

საზოგადოება

მეუფე თეოდორე აწყურის ტაძარზე: რამდენიმე ბიზნესმენმა სცადა აღდგენა, მაგრამ მასშტაბურობის გამო ვერ დაიძრა საკითხი. 2013 წელს დაიწყო პროექტის კეთება, შემდგომ ფონდმა „ქართუმ“ აიღო თავის თავზე ეს საქმე, გაკეთდა მთლიანი არქეოლოგია და გამაგრდა საფუძველი. საბოლოოდ ფონდი „ქართუს“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის პირადი ჩართულობით მოხდა მისი აღდგენა

ეს არის ადგილი, სადაც ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა პირველი საეპისკოპოსო, ეს ნიშნავს ეკლესიის დაფუძნებას, აქ დაფუძნდა ეკლესია. ანდრია პირველწოდებულმა აკურთხა ეპისკოპოსი, სასულიერო პირები, დატოვა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც თავად ღვთისმშობელმა გამოატანა საქართველოში და ასე ჩაეყარა საფუძველი ქრისტიანობას და მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე საუბრისას.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

05 ივლისი 2026, 21:42

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბრიუსელის ლგბტ პოლიტიკაზე: ეს არის მათი დღის წესრიგი, შაბლონი და არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების განწყობები ლგბტ დღის წესრიგთან დაკავშირებით - ეს არის სიმართლე, არ აინტერესებთ

„იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ეკლესია ყველა შემთხვევაში ცდილობდა, რომ გაეფრთხილებინა დასავლეთი რა შეიძლებოდა გამოეწვია მათ პოლიტიკას, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, თუმცა ბრიუსელმა ეს არ მოისმინა და ისევ არ გაითვალისწინა ქართველი ხალხის განწყობები.

05 ივლისი 2026, 21:35

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ბრალდებულთა წრე ფართოვდება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმეზე ბრალდებულთა წრე ფართოვდება. დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის სხვადასხვა ეპიზოდში მონაწილეობისთვის უკვე ხუთი ახალგაზრდაა მსჯავრდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მეექვსე გიორგი მალანია იქნება.

05 ივლისი 2026, 21:22

პოლიტიკა

ახალგაზრდების დისკრედიტაციის მცდელობა - ვის არ აწყობს საქართველოში გარე გავლენებისგან თავისუფალი ახალგაზრდების ხმა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ოპოზიციასთან აფილირებული მედიების, თითქმის სრული რესურსის გამოყენება მოხდა პროგრესულ თაობაზე შეტევისთვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - დესტრუქციულ ძალებს აშინებთ ახალი თაობა, სუფთა ხელებით, რომელიც ყველაფერზე წინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს აყენებს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

05 ივლისი 2026, 21:10

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: 2019 წელს ბათუმში იყო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს სვლას ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ, იქ პანელზე მჯდომ მიხაილ როთს ვკითხე, იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს მის ქუჩებში, პასუხად მან შუშის თვალებით გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ეკლესიისადმი დამოკიდებულება 2019 წლიდან შეიცვალა, როდესაც გამოჩნდა, რომ იყო მცდელობები როგორმე საქართველოში გამართულიყო ლგბტ პრაიდი.