ბორის პისტორიუსის თქმით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება უნდა შეეზღუდოთ
ბორის პისტორიუსი
ფოტო: BILD
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება უნდა შეეზღუდოთ. მისი თქმით, შესაძლებლობა იმისა, რომ პარტიამ სექტემბრის არჩევნებზე საქსონია-ანჰალტში უმრავლესობა მოიპოვოს, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. გერმანიის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფულს რუსეთიდან იღებს და ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირები აქვს.
„საკმარისია მოვუსმინოთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბევრი წარმომადგენლის საჯარო განცხადებებს. მათი მჭიდრო კავშირები პუტინთან უდავოა. ასევე, არსებობს ეჭვი, რომ ისინი რუსეთიდან ფულს იღებენ. ჩვენ ინტენსიურად ვსწავლობთ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება მივცეთ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. ამას უკვე ვაკეთებთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება“, - განაცხადა მინისტრმა.“
ყველა სიახლე
06 ივლისი 2026, 11:23
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი
„პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
06 ივლისი 2026, 11:19
მსოფლიო
Berliner Zeitung: კორუფციული სკანდალი მაია სანდუს ოჯახის გარშემო - შეუქმნის თუ არა ეს საქმე საფრთხეს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს?
„მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი თავები სასამართლო სისტემის რეფორმაზე, სამართლის უზენაესობის განმტკიცებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზეა ორიენტირებული. ამიტომ, მოლდოვის ხელისუფლების რეაგირება MoldATSA-ის სკანდალზე, სავარაუდოდ, განსაკუთრებული ყურადღებით შეფასდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპებზეც“, - წერს Berliner Zeitung-ი.
06 ივლისი 2026, 11:15
საზოგადოება
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის უფროსის მოადგილესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
დავით თამაზაშვილმა კობაკ მერიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
06 ივლისი 2026, 11:10
საზოგადოება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა: მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
06 ივლისი 2026, 11:02
საზოგადოება
სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. სენაკისა და ქ. ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.
06 ივლისი 2026, 11:01
საზოგადოება
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
06 ივლისი 2026, 10:59
სპორტი
ბელგია ფიფას აშშ-ის სასარგებლოდ წესების დარღვევაში ადანაშაულებს
ბელგიელი პოლიტიკოსები და ფეხბურთის ოფიციალური პირები კვირას აღშფოთდნენ მას შემდეგ, რაც FIFA-მ ამერიკელ ფეხბურთელს, ფოლარინ ბალოგუნს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გააუქმა. ეს დისკვალიფიკაცია მას ორშაბათს, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, აშშ-ისა და ბელგიის დაპირისპირებაში მონაწილეობის უფლებას არ მისცემდა.
06 ივლისი 2026, 10:52
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს დანაყოფების მატერიალურ- ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფას. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
06 ივლისი 2026, 10:50
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციებს ამკაცრებს, „საეჭვო“ ფინანსური ნაკადების პრევენციის მიზნით
კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანეთი მუდმივი პრობლემის წინაშე დგას - უცხო ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი და ირანი, ცდილობენ გავლენა ჰქონდეთ და ძირი გამოუთხარონ ქვეყნის დემოკრატიას. Reuters-ი წერს, რომ სწორედ ამან აიძულა მთავრობა ახალი წესები შემოეღო.
06 ივლისი 2026, 10:39
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 110 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
06 ივლისი 2026, 10:25
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელების ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
06 ივლისი 2026, 10:25
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 ივლისი 2026, 10:22
სამართალი
პოლიციამ გურიაში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
06 ივლისი 2026, 10:21
საზოგადოება
საქართველომ თურქეთთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა წარმატებით აამოქმედა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, თურქეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით აამოქმედა.
06 ივლისი 2026, 10:17
რეგიონი
ბექა ვაჭარაძე: ფოთი სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი სივრცე ხდება სპორტული აქტივობებისთვის
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ორი დღის განმავლობაში მამაკაცთა და ქალთა შორის პროფესიონალთა და მოყვარულთა ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა.
06 ივლისი 2026, 09:58
საზოგადოება
გივი მიქანაძე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია
მინისტრმა საგამოცდო სივრცე დაათვალიერა, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. მინისტრთან ერთად ცენტრში იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი.
06 ივლისი 2026, 09:56
სპორტი
მედია: FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის წინ აშშ-ის ნაკრების მოთამაშის დისკვალიფიკაცია ტრამპის თხოვნით გადაავადა
ბრიტანული სპორტული გამოცემა GiveMeSport-ის კორესპონდენტმა ბენ ჯეიკობსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს თეთრი სახლიდან პირადად დონალდ ტრამპი დაუკავშირდა და ბელგიასთან მატჩის წინ, რომელიც 6 ივლისს არის დაგეგმილი 25 წლის თავდამსხმელის გაძევების გაუქმება სთხოვა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია სააგენტო AP-ის წყაროებმაც დაადასტურეს.
06 ივლისი 2026, 09:36
სპორტი
ინგლისი და ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ, მექსიკა და ბრაზილია ტურნირს გამოეთიშნენ⚽
ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს 1/16 ფინალის ორი შეხვედრა გაიმართა. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, მექსიკა „აცტეკაზე“ ინგლისს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:3 დამარცხდა. ჯუდ ბელინგემმა დუბლი შეასრულა, ჰარი კეინმა კი პენალტი გაიტანა.
06 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში გაემგზავრა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში, რომელიც ეკატერინბურგში 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.
06 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში შეხვდებიან
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ორი ქვეყნის ლიდერები 8 ივლისს, შუადღისას შეხვდებიან.


