06 ივლისი 2026, 12:13 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონიზე: შემაკავებელი ორდერია საჭირო

ჯორჯია მელონი და დონალდ ტრამპი

ჯორჯია მელონი და დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობებს მორიგ პოსტს უძღვნის. საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social ტრამპმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მელონი მას ღიმილით უყურებს. ფოტოზეა დატანილი წარწერა: „შემაკავებელი ორდერია საჭირო“.

შემაკავებელი ორდერი არის აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მოძალადეების/მადევრების მიმართ გამოიყენება: სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამრღვევს ევალება, გარკვეულ მანძილზე არ მიუახლოვდეს იმ ადამიანს, რომელიც მისი აკვიატებული ყურადღების ობიექტი გახდა. ამგვარად, აშშ-ის პრეზიდენტმა სარკასტულად გააშარჟა ფოტოზე აღბეჭდილი მელონის სახის გამომეტყველება.

პოსტი ანკარაში ნატოს სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა, რომელშიც სავარაუდოდ, ორივე ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

ეს განცხადება კიდევ უფრო აღრმავებს განხეთქილებას აშშ-ის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს შორის, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაცივებაზე მიანიშნებს.

უთანხმოება ჯერ კიდევ 2026 წლის გაზაფხულზე დაიწყო - ახლო აღმოსავლეთისა და ირანის კრიზისების მართვის ირგვლივ არსებული დავების, რომის პაპ ლეო XIV-ის მიმართ ტრამპის კრიტიკისა და ნატოს ფარგლებში ამერიკის ადმინისტრაციის მთელი რიგი მოთხოვნების შესრულებაზე იტალიის უარის ფონზე.

გარდამტეხი მომენტი 19 ივნისს დადგა, როდესაც დონალდ ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის კულუარებში მელონი მას „ერთობლივი ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა“, თავად კი ამაზე მხოლოდ „სიბრალულის გამო“ დათანხმდა.

იტალიის პრემიერმა ამ მტკიცებებს „სრულიად გამოგონილი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არც მე და არც იტალია არავის არაფერს ვეხვეწებით“.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

06 ივლისი 2026, 13:21

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, ​მრავალვექტორული გეოპოლიტიკის გაგრძელებაა - დაბალანსდება არაერთი ქვეყნის ინტერესები, რაც განამტკიცებს ანაკლიის ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას

„მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, ​მრავალვექტორული გეოპოლიტიკის გაგრძელებაა - დაბალანსდება არაერთი ქვეყნის ინტერესები, რაც განამტკიცებს ანაკლიის ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას“, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ზაალ ანჯაფარიძე

06 ივლისი 2026, 13:18

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ანაკლიის ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებაზე: ეს განცხადება წერტილს დაუსვამს ანაკლიის პორტის ირგვლივ აგორებულ და ასაგორებელ სპეკულაციებს

„იმედია და ლოგიკურად ასეც უნდა მოხდეს, რომ ეს განცხადება წერტილს დაუსვამს ანაკლიის პორტის ირგვლივ აგორებულ და ასაგორებელ სპეკულაციებს“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

06 ივლისი 2026, 13:16

მსოფლიო

სენეგალში, პარლამენტის ორი ოპოზიციონერი დეპუტატი ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო დააპატიმრეს

სენეგალში ორ ოპოზიციონერ პარლამენტარს ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ დეპუტატებს მამადუ ნიანგსა და მასატა სამბს ემი ნდიაიესთვის კომპენსაციის სახით 5 მილიონი CFA ფრანკის ($8 100) გადახდა დააკისრა.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 13:12

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის“ მოდელით ძალიან წარმატებული პორტები ოპერირებენ: ბელგიაში, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში და ა.შ. საქართველო ხდება ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი, 2029 წლიდან, როდესაც ჩვენ მივიღებთ პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში

„ლენდლორდის“ მოდელი არის საერთაშორისოდ აპრობირებული“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მინისტრის თქმით, საზღვაო სექტორში ის ითვლება ყველაზე წარმატებულ და ყველაზე აპრობირებულ მოდელად.

მაგდა მამუკაშვილი

06 ივლისი 2026, 13:07

პოლიტიკა

მაგდა მამუკაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმანეთს უპირისპირდებიან: „ნანუკა, ხომ ხედავ საერთოდ არ აღძრავ ჩემში დადებით განცდებს, იცხოვრე რა შენთვის, მე გამეშვი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და ოპოზიციონერი აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება კი, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ნანა სანდერის ბარათზე თანხის ჩარიცხვის საკითხს მოჰყვა.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 13:04

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო განაგრძობს ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ეს ეკოსისტემა უზრუნველყოფს, რომ საქართველო არამხოლოდ გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი, არამედ ჩვენ გავხდეთ ცენტრი, რომელსაც ექნება დიდი დატვირთვა ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ჩვენი რეგიონისთვისაც

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი როლი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და განვითარებაში. ამავდროულად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს პოზიციონირებას, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულობას კიდევ უფრო მეტად გაამყარებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე.

დიმიტრი ხუნდაძე

06 ივლისი 2026, 12:57

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 12:55

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელზე: ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას. ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი

ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას და ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით.

06 ივლისი 2026, 12:50

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ. მ-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) არალეგალურ საკონსერვო საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მაგდა მამუკაშვილი

06 ივლისი 2026, 12:47

პოლიტიკა

მაგდა მამუკაშვილი სალომე ზურაბიშვილს: ნანუ სანდერი მიყვებოდა, სალომემ დამაბრალა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობაო - ნანუს ერთი კვირის წინ მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აშკარაა, ეს გოგო გაწირულია. თუ აპირებთ მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას ამ საჯარო განცხადების გამო?

ქალბატონო სალომე, გუშინ ვესაუბრე ნანუ სანდერს, თქვენ გაგიხსენათ, მიყვებოდა, იმდენად მეზიზღება ყველაფერი რუსული, რომ პროდუქტსაც არ ვყიდულობდი, თუ არ დავრწმუნდებოდი, რუსეთში არ იყო წარმოებულიო. სალომემ კი მთლად რუსობა დამაბრალა და რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობაო, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ.

06 ივლისი 2026, 12:46

საზოგადოება

„გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ – ComCom-მა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტი დაიწყეს

კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტი „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ დაიწყეს. თანამშრომლობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და მდგრადი განვითარების საკითხების სწორად, ობიექტურად და ეფექტიანად გაშუქების მიზნით, მედიააკადემიაში „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები თემატური ტრენინგებით გადამზადდებიან.

ნეიმარი

06 ივლისი 2026, 12:46

სპორტი

ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

„ვცდილობდი, ვცდილობდი, კიდევ და კიდევ. ყველაფერი აქ, „მეტ-ლაიფ სტადიონზე“ დაიწყო და აქვე დასრულდა. ახლა ყველაფერი დამთავრებულია“, - განაცხადა ფეხბურთელმა.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 12:32

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რაც არ უნდა ისაუბრონ ოპონენტებმა, ყველას შეუძლია ადგილზე ჩავიდეს და ნახოს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დღეს მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო პროცესი

„2029 წელს ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში მივიღებთ პირველ გემს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გამართულ ბრიფინგზე.

06 ივლისი 2026, 12:23

მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ უკრაინელებმა Patriot-ის ტიპის რაკეტების დეფიციტის გამო ღამე ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ 6 ივლისს, კიევზე თავდასხმის დროს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერცერთი ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, ამის მიზეზი კომპლექს Patriot-ის საზენიტო რაკეტების მწვავე დეფიციტი გახდა.

06 ივლისი 2026, 12:10

რეგიონი

წიწამურის ხევზე დღის ბოლომდე მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა მოძრაობა დროებით შეიზღუდოს გზის ნელ ზოლზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხიდზე განხორციელდეს ცალმხრივად, სწრაფ ზოლში.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 12:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ნავსადგურზე: ეს იქნება ქართული პორტი - საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან

წილები არ გაიყიდება, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ იმისთვის, რომ არ იყოს შემდგომი სპეკულაციები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

დავით ქართველიშვილი

06 ივლისი 2026, 11:52

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მანიაკალური აკვიატებით მიექანება ევროკავშირი საკუთარი ფატალური ფინალისკენ და გამორიცხულია, 21-ე საუკუნის „მთავარ კატასტროფას“ ვინმემ კონკურენცია გაუწიოს

„რაც უფრო აქტიურად ცდილობს ბიუროკრატიული ცენტრი ათობით განსხვავებული ქვეყნის ღირებულებების, ტრადიციებისა და საზოგადოებრივი მოდელების უნიფიცირებას, მით უფრო ძლიერდება ქვემოდან წინააღმდეგობა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის!“ წევრი დავით ქართველიშვილი.

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2026, 11:41

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გონივრულად იმოქმედეთ, რესპუბლიკელებო. თუ ამას არ გააკეთებთ, ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დავრჩებით

„მათ „ფილიბასტერის“ წესის გაუქმება და საარჩევნო სისტემის თავიანთ სასარგებლოდ შეცვლა სურთ. თუ ეს მოხდება, შეუძლებელი იქნება, ოდესმე რესპუბლიკელი გახდეს პრეზიდენტი. მე არ მინდა ვიყო ბოლო რესპუბლიკელი პრეზიდენტი. გონივრულად იმოქმედეთ, რესპუბლიკელებო“ თუ ამას არ გააკეთებთ, ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დავრჩებით“, - წერს ტრამპი.

06 ივლისი 2026, 11:40

პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებში გაეროს მაღალი დონის ღონისძიებაში. პრეზიდენტის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.