ტრამპის განცხადებით, აშშ ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს.
როგორც ტრამპმა ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის დროს აღნიშნა, ესპანეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საშინელი პარტნიორია.
მან ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტისკენ ნატოს სხვა მოკავშირეებსაც მოუწოდა.
„ესპანეთი - უიმედო შემთხვევაა. ესპანეთთან არავითარი სავაჭრო ურთიერთობების წარმოება არ გვსურს. სხვათა შორის, ვისურვებდი, რომ თქვენც შეგეწყვიტათ ეს ყველაფერი. ესპანეთი - ნატოს საშინელი პარტნიორია. შეწყვიტეთ ვაჭრობა ესპანეთთან, მგზავრობის ჩათვლით. არ გვსურს მათთან რაიმე საერთო გვქონდეს. ნახავთ, ისინი თავად მოვლენ ჩვენთან“, - განაცხადა ტრამპმა.
ყველა სიახლე
08 ივლისი 2026, 13:42
ტაბლოიდი
87 წლის კაცი რუმინეთის უხუცესი აბიტურიენტი გახდა🎓
„არ შეიძლება ადამიანი სულელი მოკვდეს, ასე თუ შეიძლება ითქვას... განსაკუთრებით მაშინ, თუ ის იასიდანაა. სამარცხვინო იქნებოდა უნივერსიტეტში არ ჩაბარება, რადგან, პირველ რიგში, იასი კულტურის აკვანია და მე შევძლებ ჩემი ცოდნის გამდიდრებას. ეს ბევრად სჯობს უბრალოდ წოლასა და ძილს. უნივერსიტეტი ძალიან სწორი საქმეა“, - განუცხადა კაცმა ჟურნალისტებს.
08 ივლისი 2026, 13:37
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება ჯო უილსონის მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს. მისი თქმით, ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა არ უნდა გახდეს გარე ზეწოლის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი.
08 ივლისი 2026, 13:30
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: რუსეთს ომის მოგების შანსი არ აქვს
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთს უკრაინასთან ომის მოგების შანსი არ აქვს.
08 ივლისი 2026, 13:29
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა
საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში, ფარმაცევტული პოლიტიკის სრულყოფასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში.
08 ივლისი 2026, 13:26
მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერი: ყველა საუბრობს ომზე, ყველა საუბრობს შეიარაღებაზე, ხოლო გუშინ სიტყვა „მშვიდობა“ ერთხელაც არ გამიგია
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადებით, ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტზე ყველა საუბრობს ომზე, შეიარაღებაზე, ხოლო სიტყვა „მშვიდობა“ არავის უხსენებია.
08 ივლისი 2026, 13:16
ეკონომიკა
საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველი დირექტორი: საქართველოს ბაზარი საერთაშორისო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ქვეყანაა
საერთაშორისო ინვესტორები ძალიან აფასებენ საქართველოს კაპიტალის ბაზრის პერსპექტივებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, - განაცხადა საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველმა დირექტორმა იგორ აკულოვმა სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები“.
08 ივლისი 2026, 13:09
საზოგადოება
გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომლის მიხედვით საქართველოში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან
,,სწორედ ეს გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად იმ მიმართვას, რომელსაც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი წარადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, რათა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამართლიანად აღუდგეს სტატუსი, რაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება იქნება.
08 ივლისი 2026, 13:00
მსოფლიო
ტრამპი: ჩინეთი სამართლიანად მოგვექცა. პრეზიდენტ სის დიდი თაყვანისმცემელი ვარ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანტან დაპირისპირების კონტექსტში ჩინეთის პოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოფიციალური პეკინი ვაშინგტონს სამართლიანად მოექცა.
08 ივლისი 2026, 12:57
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ
როდესაც საქართველოს შესახებ რეზოლუციები დაუდასტურებელი ბრალდებებისა და ცალმხრივი ინტერპრეტაციების გავრცელების საშუალებად იქცევა, ჩვენ ვკარგავთ იმ სახელმწიფოების ნდობას, რომლებიც ეუთოს მიუკერძოებელ აქტორად და კეთილსინდისიერ შუამავლად მიიჩნევენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
08 ივლისი 2026, 12:54
სპორტი
საბრძოლო სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები უკვე საქართველოში არიან - თბილისი RAF Georgia-ს მასპინძლობისთვის ემზადება
ღონისძიების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი მის ხილვას შეძლებს Fox Nation-ის პლატფორმაზე. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.
08 ივლისი 2026, 12:31
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, ირანთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“, მას შემდეგ, რაც რეგიონში დარტყმების სერია განხორციელდა.
08 ივლისი 2026, 12:21
საზოგადოება
თბილისის მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს
დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილისა და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაცია იგეგმება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
08 ივლისი 2026, 12:19
პოლიტიკა
ჩინეთის საელჩო: ელჩმა ჭოუ ციენმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისადმი დიდი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიანი შედეგების საფუძველზე
ელჩმა მადლობა გადაუხადა მარიამ ქვრივიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისადმი დიდი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ურთიერთსასარგებლო და ორმხრივად მომგებიანი შედეგების საფუძველზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩინეთის სალჩო ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 12:16
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდია“.
08 ივლისი 2026, 12:15
საზოგადოება
კახა კალაძე: მარიჯანის N4-ში „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობა იყო, კომპანია კი, რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 6 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად, მარიჯანის ქუჩის N4-ში, სამშენებლო მოედანზე ფერდის ჩამოშლის ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
08 ივლისი 2026, 12:00
საზოგადოება
ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
„სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილება გრძელდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მიმართულებებზე რა სახის პრობლემაა გადასაჭრელი და რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს. 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსებს, რომლებიც მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით ემსახურებიან, 18-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებენ. ცვლილებები აღნიშნულ მარშრუტებზე ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებელობას მოგვცემს და გაჩერებებზე ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
08 ივლისი 2026, 12:00
საზოგადოება
დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო - საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 22 290 ცალი მოჭრილი ვარდებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
08 ივლისი 2026, 11:59
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მტკიცედ გვწამს, რომ „მწვანე ენერგიის დერეფანი“ მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ურთიერთ დაკავშირებადობისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მედეგობისთვის
ჩვენი მთავრობა კვლავაც პრიორიტეტად მიიჩნევს ჰიდროენერგეტიკის გაფართოებას, ამასთანავე აჩქარებს ინვესტიციებს ქარისა და მზის ენერგიაში გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის მიმზიდველი მარეგულირებელი ჩარჩოს მეშვეობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-12 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
08 ივლისი 2026, 11:58
მსოფლიო
მედია: ირანის ბუშერის პროვინციაში სამხედრო ობიექტები დაიბომბა
ირანის სამხრეთით მდებარე ბუშერის პროვინციაში ორ სამხედრო ობიექტს აშშ-ისა და ისრაელის ძალებმა დაარტყეს. ინფორმაციას ირანული მედია პროვინციის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.


