ვალერი ზალუჟნი: არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთმა ომი წააგო
ვალერი ზალუჟნი
ფოტო: Getty Images
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ გამოცემა The Telegraph-თვის სტატია დაწერა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ადამიანებმა, არ უნდა იფიქრონ, რომ რუსეთმა ომი წააგო.
როგორც ზალუჟნის სტატიაშია აღნიშნულია, დასავლელი ანალიტიკოსების მზარდი ნაწილი ახლა მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომი ფაქტობრივად უკვე წააგო. მათი არგუმენტია უკრაინის წარმატებული დარტყმები ლოგისტიკურ ობიექტებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები და რუსეთის სამხედრო პოზიციების თანდათანობითი შესუსტება, რაც, მათი შეფასებით, კონფლიქტის დასასრულის მოახლოებაზე მიუთითებს.
„ეს ომის სახიფათო არასწორი შეფასებაა“, - წერს ზალუჟნი.
ასეთი მიდგომა ასახავს ცალკეული ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებების მიხედვით აღქმის ტენდენციას და არა ფართო სტრატეგიული სურათის გათვალისწინებას.
თანამედროვე ომი უკვე აღარ ანიჭებს ტაქტიკურ გამარჯვებებს იმ მნიშვნელობას, რაც მათ ადრე ჰქონდათ. დრონების ტექნოლოგიების, ზუსტი დარტყმის შესაძლებლობებისა და სადაზვერვო სისტემების განვითარებამ ბრძოლის ველი რადიკალურად შეცვალა და ორივე მხარისთვის გადამწყვეტი გარღვევის მიღწევა უკიდურესად გაართულა, აღნიშნულია სტატიაში.
„ეს აღარ არის სწრაფი მანევრების ომი. ეს არის გამოფიტვის ომი“, - აღნიშნავს უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდალი.
ახლა ყოველი ტაქტიკური წარმატება განსაკუთრებულ ფასად მიიღწევა. შესაძლებელია პოზიციების დაკავება, თუმცა მათი შენარჩუნება, გაძლიერება და დაჭრილების ევაკუაცია მუდმივი დრონული მეთვალყურეობის პირობებში სულ უფრო რთული ხდება. ბრძოლის ველზე წარმატება უკვე კილომეტრებით კი არა, მეტრებით იზომება და ხშირად მისი ფასი სტრატეგიულ მნიშვნელობას არ შეესაბამება.
„თუ საზომად ავიღებთ იმას, მიაღწია თუ არა კრემლმა თავდაპირველ პოლიტიკურ მიზნებს, პასუხი აშკარაა - არა. თუმცა მარცხი მხოლოდ თავდაპირველი ამბიციების შეუსრულებლობას არ ნიშნავს. რუსეთი კვლავ აგრძელებს ბრძოლას, აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს და არ აჩვენებს მზადყოფნას, დაასრულოს ომი ისეთი პირობებით, რაც დამარცხების აღიარებას გაუტოლდებოდა“, - ვკითხულობთ სტატიაში.
ზალუჟნის აზრით, არც უკრაინას შეუძლია ამ ეტაპზე სრული გამარჯვების გამოცხადება.
კიევმა რუსეთს ძირითადი მიზნების მიღწევის საშუალება არ მისცა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკასა და სამხედრო შესაძლებლობებს. თუმცა უკრაინა კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასავლეთის ფინანსურ დახმარებაზე, სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე, მაშინ როდესაც თავადაც მზარდი შიდა გამოწვევების წინაშე დგას.
მოსკოვს ეს კარგად ესმის. მისი სტრატეგია სულ უფრო მეტად ეფუძნება არა სწრაფ წინსვლას, არამედ უკრაინის ეკონომიკურ, სამხედრო და ფსიქოლოგიურ გამოფიტვას. რუსეთს კვლავ აქვს ადამიანური რესურსებისა და სამრეწველო შესაძლებლობების უფრო დიდი მარაგი რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში. მხოლოდ საჰაერო თავდაცვა ამ უპირატესობის სრულად განეიტრალებას ვერ შეძლებს.
უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში ფიქრობს, რომ კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი საერთაშორისო მხარდაჭერაა.
მისი აზრით, უკრაინის უნარი, გააგრძელოს ომი, დიდწილად დამოკიდებულია მოკავშირეების მუდმივ დახმარებაზე. ამ მიმართულებით კი შემაშფოთებელი ნიშნები ჩნდება. ვაშინგტონში პოლიტიკური ცვლილებები და ევროპაში არსებული უთანხმოებები ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს, რამდენად შესაძლებელი იქნება დღევანდელი დონის მხარდაჭერის შენარჩუნება განუსაზღვრელი ვადით.
დიპლომატიურ სამიტებსა და სოლიდარობის სიმბოლურ დემონსტრაციებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, თუმცა ისინი ყოველთვის არ გარდაიქმნება იმ ხანგრძლივ პოლიტიკურ ერთიანობად, რომელიც რუსეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის არის საჭირო, წერს ზალუჟნი.
შეხების ხაზი კვლავ სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მომავალში ტერიტორიული შეთანხმების შემთხვევაში, თუმცა ის აღარ არის სტრატეგიული წარმატების ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. კონფლიქტი გადაიზარდა ბრძოლაში ლოგისტიკის, სამრეწველო შესაძლებლობების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, საჰაერო თავდაცვისა და საბოლოოდ - საზოგადოების მდგრადობისთვის.
ყველა სიახლე
22 აგვისტო 2026, 20:36
მსოფლიო
ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან
ახალი კონსტიტუციით, ორპალატიანი პარლამენტი ერთპალატიანად გარდაიქმნება. ასტანაში არჩევნებს „ქრონიკა“ გააშუქებს.
22 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრევენციისთვის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, პიკური აქტივობის პერიოდში მზეზე ყოფნა შეზღუდონ. ატარონ ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე.
22 აგვისტო 2026, 20:28
პოლიტიკა
ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პატიმარი სააკაშვილი კი ირწმუნება, რომ მისი პარტია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გვარამიას ჰგონია და ფასის დაკლებას არ აპირებს. ასევე, სააკაშვილი თანამებრძოლებს მოუწოდებს წარსულში დატოვონ ყოფილები, რადგან სიბინძურეებით გაიყიდნენ.
22 აგვისტო 2026, 20:18
სამართალი
აღკვეთილი ნარკოდანაშაულები, სამართალდამცველების ეფექტიანი ბრძოლა, ამოღებული დიდი ოდენობით ნივთიერებები და კიდევ რამდენიმე დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველი სამართალდამცველები რეგულარულად ატარებენ ოპერაციებს და ნარკოტიკების გასაღების მცდელობისთვის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკავებენ.
22 აგვისტო 2026, 20:15
რეგიონი
უნიკალური კურორტის ახალი სიცოცხლე - აბასთუმანს ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განხორციელებულია. გზის რეაბილიტაცია კი სამცხე-ჯავახეთს იმერეთთან, ბევრად უსაფრთხო და კომფორტული მონაკვეთით დააკავშირებს. პროექტებს საფუძველი „ფონდმა ქართუმ“ ჩაუყარა.
22 აგვისტო 2026, 19:09
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა
საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 18:42
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები ხვალ, 23 აგვისტოს, 19:15 საათზე თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება. 28 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში შინ მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას ეწვევა.
22 აგვისტო 2026, 18:09
ეკონომიკა
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
22 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება
„გოდერძიზე არსებული საბაგიროები, აქტიურად ემსახურება დამსვენებლებს. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ზაფხულის სეზონის განვითარებას და ხელს უწყობს ტურისტებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას. „ემ თი ეის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას არა მხოლოდ გოდერძიზე, არამედ ჩვენს მიერ ოპერირებად სხვა კურორტებზეც“ - განაცხადა ლევან დარსალიამ.
22 აგვისტო 2026, 17:33
კულტურა
ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს
ცოცხალი შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი სანახაობა - დღეს საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტი ნუცა ბუზალაძე ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს.
22 აგვისტო 2026, 17:22
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, მინდა, ფონდ „ქართუსა“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი
აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, აბასთუმნის შემოვლით გზაზე გარკვეული შეფერხებები იყო და სახელმწიფომ ორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
22 აგვისტო 2026, 17:17
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან, დავით ფაცაციასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების საჭიროებებს, მათ ყოველდღიურ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს გაეცნო. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც დევნილ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს.
22 აგვისტო 2026, 17:16
საზოგადოება
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაციის ტურისტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების განმტკიცებასა და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას.
22 აგვისტო 2026, 17:12
რეგიონი
„მზესთან უფრო ახლოს - აჭარული გემოები“ - კურორტ გოდერძიზე ღონისძიება გაიმართა
მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, ალპურ ზონაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. ქართველმა შეფ- მზარეულებმა აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს.
22 აგვისტო 2026, 16:53
მსოფლიო
მაკრონი: რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა
რუსეთი ცდილობს უკრაინა ტერორით გატეხოს - მას ეს არ გამოუვა, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
22 აგვისტო 2026, 15:05
მსოფლიო
რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი შეაფასა. თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ზელენსკიმ პარტნიორებს დაბომბვებისგან დასაცავად დამატებითი სამხედრო დახმარების სასწრაფოდ მიწოდება სთხოვა.
22 აგვისტო 2026, 14:58
მსოფლიო
„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო და მას „აბსოლუტური ამორალურობა“ და „მიზანმიმართული ტერორიზმი“ უწოდა.
22 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული კიევში იმყოფება, სადაც იგი უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება. მისი ვიზიტი რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ინტენსიური იერიშების ფონზე მიმდინარეობს.
22 აგვისტო 2026, 14:37
რეგიონი
ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა
ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა
22 აგვისტო 2026, 14:35
საზოგადოება
საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, საერთაშორისო ბანაკში 50 ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, მსოფლიო საპატრიარქოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.


