imedi /  08 ივლისი 2026, 19:34 / სანდო წყარო

ევროპარლამენტმა ზელენსკი პოლონეთის წინააღმდეგ „გაუმართლებელი ესკალაციისთვის“ გააკრიტიკა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ ანგარიშის შესწორებას, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის აკრიტიკებს ელიტური სამხედრო დანაყოფისთვის იმ უკრაინული ჯგუფის სახელის დარქმევის გამო, რომელმაც, პოლონეთის მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ათობით ათასი ეთნიკური პოლონელი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევსა და ვარშავას შორის დიპლომატიური დაძაბულობა 26 მაისს გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ სამხედრო დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ (UPA) გმირების სახელი უწოდა.

პოლონეთში ამ დაჯგუფების მემკვიდრეობა დღემდე სადავოა, რაც დაკავშირებულია მისი ზოგიერთი წევრის მონაწილეობასთან ნაცისტების მიერ ოკუპირებულ დასავლეთ უკრაინაში პოლონელების მასობრივ მკვლელობებში.

ევროპარლამენტის შესწორებაში, რომელიც პოლონელმა ცენტრისტმა კანონმდებელმა ანჟეი ჰალიცკიმ - პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის წევრი - შეიტანა, აღნიშნულია: „ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბოლო დროს განხორციელებული გაუმართლებელი და პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტური სამხედრო დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ სახელის დარქმევას გულისხმობს“.

შესწორებაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „წუხილს გამოთქვამს პოლონური მხარის მგრძნობელობისა და იმ მწუხარების უგულებელყოფის გამო, რომელიც UPA-ს მიერ მოკლული ათობით ათასი მსხვერპლის ოჯახებს უკავშირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ რამდენად მტკიცედ უჭერს მხარს პოლონეთი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

საბოლოოდ, შესწორებაში, რომელსაც მხარი აბსოლუტური უმრავლესობით - 592 ხმით 42-ის წინააღმდეგ - დაუჭირეს, ნათქვამია, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება „არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს“.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 20:48

მსოფლიო

ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: მათ მოსწონთ ის საქმე, რასაც მე ვაკეთებ - მათ მითხრეს, „ჩვენ თქვენ გვიყვარხართ“, ზრდასრული ადამიანები ამბობენ ამას, განა სასიამოვნო არ არის?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო აშშ-ის მიმართ გამოხატული „დიდი სიყვარული“, რომელიც ნატოს წევრებთან შეხვედრისას სუფევდა, და თავი მოიწონა იმით, რომ მსოფლიო ლიდერებმა მადლიერება გამოხატეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიმართულებით მისი ძალისხმევის გამო.

08 ივლისი 2026, 20:44

პოლიტიკა

სააკაშვილის დაანონსებული რეფორმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - როგორ ანაწილებს როლებს მსჯავრდებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ნაცვლად, ჯერ არშექმნილ საბჭოში გამოუნახა. პარტიის მოქმედ ლიდერებს კი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

08 ივლისი 2026, 20:39

სამართალი

სიტყვის თავისუფლება აზრის გამოხატვაა და არა შეურაცხყოფის მიყენება - შსს-ს ახალი სამმართველოს საქმიანობის შედეგები და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიტყვის თავისუფლება აზრის გამოხატვაა და არა შეურაცხყოფა. შსს-ს ახალი სამმართველოს ამოქმედების შემდეგ, სოციალურ ქსელში გინებისა და ბულინგისთვის მოქალაქეებს სოლიდური ჯარიმების გადახდა უწევთ.

08 ივლისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ჯო უილსონის რეზოლუცია და საქართველოს დელეგაციის პროტესტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე - ვინ რისთვის იმუშავა ჰააგაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯო უილსონის რეზოლუცია და საქართველოს დელეგაციის პროტესტი ჰააგაში - პოლიტიკური რეალობის დამახინჯება და ფაქტების გაყალბება, - ასე აფასებს საპარლამენტო დელეგაცია დოკუმენტს, რომელიც საქართველოს შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა მოამზადა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა.

08 ივლისი 2026, 20:30

ეკონომიკა

მილიონ 360 ათას ტონაზე მეტი ტვირთი მხოლოდ ივნისში - ბოლო ათწლეულის რეკორდი საქართველოს რკინიგზაში და შუა დერეფნის მზარდი როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს რკინიგზამ ათწლეულის რეკორდი აჩვენა.

08 ივლისი 2026, 20:26

სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 20:18

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჟენევაში და მაღალი დონის შეხვედრები. „ქრონიკა“ შვეიცარიიდან

საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში ვიზიტი დაასრულა. ხელოვნური ინტელექტის შესახებ გაეროს ღონისძიებაზე გამოსვლის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის ჯანდაცვის და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციების გენერალურ დირექტორებთან.

ბაჩო ოდიშარია

08 ივლისი 2026, 20:15

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება - დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა

თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

08 ივლისი 2026, 20:10

პოლიტიკა

გაფართოების მონაწილეები და არა ობიექტები. პარტნიორობა, დაპირისპირების ნაცვლად - ბელგრადის დეკლარაცია მიღებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაფართოების მონაწილეები და არა ობიექტები; პარტნიორობა, დაპირისპირების ნაცვლად - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კანდიდატი ქვეყნების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

08 ივლისი 2026, 20:04

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 20:04

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-მა შესაძლოა კუნძულ ხარკზე კონტროლი დაამყაროს

ნატოს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

08 ივლისი 2026, 19:49

საზოგადოება

ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა

ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

08 ივლისი 2026, 19:27

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ანდრეი ბაბიში

08 ივლისი 2026, 19:17

მსოფლიო

ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პროგრამას

ანკარაში გამართული ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პროგრამას. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლონური რადიო“ ავრცელებს.

08 ივლისი 2026, 18:50

საზოგადოება

9 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 8 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის 15:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება ჰუალინგის პარკის მიმდებარედ, მარშალ ი. პილსუდსკის გამზირზე, თბილისის ახალი ზოოპარკის უახლოეს გზაჯვარედინამდე.

ირაკლი ბენდელიანი

08 ივლისი 2026, 18:48

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე შენობების რეაბილიტაციაზე: კონტრაქტორების მიმართ ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით შესრულდეს სამუშაოები და შენობების ავთენტური მდგომარეობა არ უნდა დაიკარგოს

მისივე თქმით, სულხან-საბას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიას უკვე დაწყებული აქვს. ბენდელიანის განმარტებით, პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვალა და განახლდა.

თამარ იოსელიანი

08 ივლისი 2026, 18:46

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ივნისში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“

„ივნისში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2026, 18:45

მსოფლიო

ტრამპი: გარკვეული ინტერესი გვაქვს უკრაინის მიმართ, რადგან იქ გვაქვს მიწა, ასევე სასარგებლო წიაღისეული - ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, იშვიათი ლითონების მარაგით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისი ომის შემდეგ აღდგენა შეეძლება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფლორიან სტანჩიუ

08 ივლისი 2026, 18:36

ეკონომიკა

Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია რუმინეთისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის, როგორც მწვანე ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის

ეს არის გრანდიოზული პროექტი, უამრავი გამოწვევითა და სირთულით, - ასე აფასებს რუმინეთის ელექტროენერგიის გადამცემი სახელმწიფო სისტემის ოპერატორის, Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი, ფლორიან სტანჩიუ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტს, რომელზე მსჯელობაც ბაქოში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალზე შედგა.