09 ივლისი 2026, 09:00 / სანდო წყარო

CENTCOM: ამერიკულმა ძალებმა გასულ ღამეს ირანის 90-მდე სამხედრო სამიზნეს დაარტყეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) გასულ ღამეს ირანზე განხორციელებული იერიშის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში იუწყება.

CENTCOM-ის ინფორმაციით, გასულ ღამეს ამერიკულმა ძალებმა ირანის 90-მდე სამხედრო სამიზნეს დაარტყეს.

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა 8 ივლისს ირანის წინააღმდეგ დარტყმების დამატებითი ეტაპი განახორციელეს, რათა კიდევ უფრო შეეზღუდათ ირანის შესაძლებლობა, თავდასხმები განეხორციელებინა ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებსა და მშვიდობიან მეზღვაურებზე.

აშშ-ის ძალებმა ირანის დაახლოებით 90 სამხედრო ობიექტს დაარტყეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო მეთვალყურეობის საშუალებებს, რაკეტებისა და დრონების საცავებს, საზღვაო შესაძლებლობებსა და ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარე სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც წინა ღამით ირანის ტერიტორიაზე შეტევითი დარტყმების პირველი ეტაპი წარმატებით შესრულდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკამ იერიში მიიტანა ირანის დაახლოებით 80 სამხედრო სამიზნეზე 7 ივლისსაც.

„CENTCOM-ის ძალებმა 7 ივლისსაც დაარტყეს ირანის დაახლოებით 80 სამხედრო სამიზნეს, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 60-ზე მეტ მცირე ზომის კატერს. სარდლობის განცხადებით, ეს იყო პასუხი ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე, რაც ჰორმუზის სრუტეში მცურავ სამ კომერციულ გემზე თავდასხმაში გამოიხატა“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში.

აშშ-ის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში რჩებიან, ინარჩუნებენ მაღალ საბრძოლო შესაძლებლობებს და მზად არიან, უმაღლესი მთავარსარდლის მიერ გაცემული ნებისმიერი ბრძანება შეასრულონ, წერს ცენტრალური სარდლობა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

09 ივლისი 2026, 10:08

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანელები მას დაუკავშირდნენ და გარიგების დადება სთხოვეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელები მას დაუკავშირდნენ და გარიგების დადება სთხოვეს.

09 ივლისი 2026, 10:03

პოლიტიკა

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კომიტეტის წევრებმა და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ანზორ ბოლქვაძემ ზემო აჭარაში, ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ იმ საჭიროებებს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას უკავშირდება.

09 ივლისი 2026, 09:30

მსოფლიო

POLITICO: რუსეთი დიზელის ექსპორტს წყვეტს და საწვავის იმპორტს იწყებს

რუსეთი ივლისის ბოლომდე დიზელის ექსპორტს აჩერებს, რათა ენერგეტიკული ბაზარი უკრაინასთან ომის გავლენისგან დაიცვას. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 09:19

მსოფლიო

Bloomberg: აშშ-სა და ირანის ურთიერთდარტყმების ფონზე ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა თითქმის შეჩერდა

აშშ-ის მიერ ირანზე ზედიზედ მეორე დღის განმავლობაში განხორციელებული დარტყმების გამო ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა თითქმის შეჩერდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 09:15

სპორტი

საქართველოს თავისუფალი სტილით 20-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის პირველობისთვის მზადება დაასრულა

საქართველოს თავისუფალი სტილით 20-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის პირველობისთვის მზადება დაასრულა, ახალგაზრდა სპორტსმენები მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაემგზავრნენ, სადაც 9 ივლისიდან 20-წლამდელთა შორის კონტინენტურ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.

09 ივლისი 2026, 09:11

რეგიონი

რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში პრობლემები შექმნა

რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე ბელექანჩაი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.

09 ივლისი 2026, 09:06

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და KfW IPEX-Bank-ის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის შეხვედრაზე „შუა დერეფნის“ მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს

მხარეებმა განიხილეს „შუა დერეფნის“ მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

არჩილ გორდულაძე

09 ივლისი 2026, 08:53

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: წარმოუდგენელია, ასეთი შინაარსის რეზოლუციების მიღებას რაიმე მიზანი ჰქონდეს გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე სიუჟეტი გააკეთოს და მათთან დაკავშირებულმა პირებმა კომენტარები აკეთონ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აფასებს. „წარმოუდგენელია ასეთი თავდასხმები, ასეთი შინაარსის რეზოლუციების მიღებას რაიმე მიზანი ჰქონდეს გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე სიუჟეტი გააკეთოს და მათთან დაკავშირებულმა პირებმა კომენტარები აკეთონ“, - განაცხადა გორდულაძემ.

ლევან მაჭავარიანი

09 ივლისი 2026, 08:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

09 ივლისი 2026, 08:32

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდენლი 9 ივლისს საქართველოში

9 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

09 ივლისი 2026, 08:15

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სოფელ ანში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტის ფარგლებში, შიდა საუბნო გზის ორ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა საყრდენი კედელი. პროექტების დასრულების შემდეგ სოფლის მცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

გურამ მაჭარაშვილი

09 ივლისი 2026, 08:06

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას

საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ ქვეყნის განვითარებას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ეუთოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას.

09 ივლისი 2026, 08:04

პოლიტიკა

ბელგრადის დეკლარაცია: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანდიდატი ქვეყნების ევროპული პერსპექტივისა და ევროკავშირში მათი გაწევრების პროცესის მიმართ, მხარს ვუჭერთ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას

დეკლარაციის ხელმომწერები ევროპული მომავლის ერთგულებას ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ ინტეგრაციას კანდიდატებს შორის ერთობა სჭირდება. დეკლარაციით, კანდიდატი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებს ერთობლივად გაუმკლავდებიან და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ბელგრადის დეკლარაცია: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანდიდატი ქვეყნების ევროპული პერსპექტივისა და ევროკავშირში მათი გაწევრების პროცესის მიმართ, მხარს ვუჭერთ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას

09 ივლისი 2026, 08:00

ეკონომიკა

„კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს

„კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით, აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კასპიის ზღვა-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ოფიციალურად გადავიდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლის ეტაპიდან განვითარებისა და განხორციელების ფაზაში ოფიციალურად გადავიდა.

09 ივლისი 2026, 02:38

მსოფლიო

Bloomberg: ტრამპის მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების უფლებას მისცემს, არც ადვილი შესასრულებელი იქნება და არც სწრაფად მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ოთხშაბათს გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების უფლებას მისცემდა, არც ადვილი შესასრულებელი იქნება და არც სწრაფად მოხდება, - წერს სააგენტო Bloomberg-ი.

დონალდ ტრამპი

09 ივლისი 2026, 02:18

მსოფლიო

ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ის საპასუხო დარტყმები ბევრად უფრო მკაცრი იქნება, თუ ირანული ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ღამით ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ის საპასუხო დარტყმები ბევრად უფრო მკაცრი იქნება, თუ ირანული ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმას გააგრძელებენ.

09 ივლისი 2026, 00:39

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ მათი შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნან ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში

უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ მათი შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნან ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ბიძინა გიორგობიანი

09 ივლისი 2026, 00:29

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: ფაქტობრივად, დიდი სამზადისი აქვთ. ვვარაუდობთ, რომ ეს სამზადისი უნდა იყოს შემოდგომით და შესაძლოა, დეკემბერში - უვიზო რეჟიმის განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. ამზადებენ გარკვეულ საფუძველს იმისთვის, რომ იყოს სოციალური დაძაბულობა

ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში ახალი იყო ის, რომ მათ გადალახეს გარკვეული წითელი ზღვარი და ეკლესიის წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდნენ, რაც არ არის შემთხვევითი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის შეფასებისას.

ბიძინა გიორგობიანი

09 ივლისი 2026, 00:29

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: მთელი პოლიტიკური კლასი არ უნდა ვიყოთ გადართული მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობის გაჯანსაღებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ გადართული იმაზე, როგორ ავაწყოთ სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტად ჩინეთთან, ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებთან, მეზობლებთან, - თურქეთთან, ირანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან

„ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რომ მთელი პოლიტიკური კლასი არ უნდა ვიყოთ გადართული მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობის გაჯანსაღებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ გადართული იმაზე, როგორ ავაწყოთ სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტად ჩინეთთან, უფრო მეტად ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებთან, უფრო მეტად ჩვენს მეზობლებთან, თურქეთთან, ირანთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.