პოლონელი ევროპარლამენტარი: უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს
ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი
ფოტო: Facebook
ევროპარლამენტარმა პოლონეთიდან ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.
ჰერნიკის თქმით, მას არაერთხელ დაუგმია „უკრაინის მეამბოხე არმია“, რის გამოც უკრაინულმა მხარემ ის „მიროტვორეცის“ სიაში შეიყვანა.
„არ დავუშვებ, რომ შემაშინონ! ევროპარლამენტში მოვითხოვ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებას! უკრაინის სპეცსამსახურები მართავენ „მიროტვორეცის“ სიას, სადაც შეჰყავთ იმ ადამიანების სახელები, რომლებიც, მათი თქმით, დევნის, დაშინებისა და ლიკვიდაციის სამიზნეები არიან. დღეს ამ სიაში მეც შემიყვანეს, რადგან ვგმობდი უკრაინელი ნაციონალისტური ორგანიზაციის „უკრაინის მეამბოხე არმიის“ წევრების მიერ ჩადენილ გენოციდს და ვიცავდი პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს“, - დაწერა მან.
მისი თქმით, მიროტვორეცის სიაში მისი კოლეგებიც შეიყვანეს.
„მანამდე ამ სიაში ჩემი კოლეგებიც შეიყვანეს ჯგუფიდან „პატრიოტები ევროპისთვის“. ეს არის ევროპელი დიპლომატების მიმართ განგსტერული და მიუღებელი ქმედება! ველოდები ევროპარლამენტის პრეზიდენტის რეაქციას, რათა ამ ინსტიტუტის დიპლომატები დაიცვას, რადგან ახლა ჩვენი სიცოცხლე და უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.
Nie dam się zastraszyć❗ W Parlamencie Europejskim wnoszę o natychmiastowe zatrzymanie przyspieszonej akcesji Ukrainy do Unii Europejskiej❗
— Ewa Zajączkowska-Hernik (@EwaZajaczkowska) July 9, 2026
Ukraińskie służby prowadzą listę Myrotworeć, na której umieszczają nazwiska ludzi zgłoszonych do nękania, zastraszania i eliminowania.… pic.twitter.com/YFi4Ghu9J1
ყველა სიახლე
10 ივლისი 2026, 10:51
პოლიტიკა
კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის ( Regulatory Governance ) რეიტინგს აქვეყნებს.
10 ივლისი 2026, 10:42
მსოფლიო
The Caspian Post: როგორ შეიძლება ანკარის ნატოს სამიტმა სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა შეცვალოს
ნატოს ანკარის სამიტმა, შესაძლოა, ალიანსის სტრატეგიულ ხედვაში სამხრეთ კავკასიის როლის ზრდას შეუწყოს ხელი. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით გამოცემა The Caspian Post-ი აქვეყნებს.
10 ივლისი 2026, 10:28
სამართალი
სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
10 ივლისი 2026, 10:25
ეკონომიკა
გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის მაგისტრი და კონტენტ კრეატორი კონსტანტინ ბაუმი სტუმრობდა, რომელიც ქართული ღვინის მარნებსა და კომპანიებს იმერეთში გაეცნო.
10 ივლისი 2026, 10:24
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 10:24
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
ბრალდებულები რუსთავში მოქალაქის კუთვნილი სამარშუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. ოპერატიული რეაგირების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
10 ივლისი 2026, 10:15
მსოფლიო
ABC News: ორდღიანი დაბომბვის მიუხედავად, აშშ ირანთან ბირთვულ საკითხებზე ტექნიკური მოლაპარაკებებს აგრძელებს
აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხებზე ტექნიკური მოლაპარაკებები გრძელდება, მიუხედავად თეირანის წინააღმდეგ მიმდინარე კვირაში განხორციელებული საპასუხო დარტყმებისა. ინფორმაციას ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 10:08
ეკონომიკა
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 10:08
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
10 ივლისი 2026, 09:52
საზოგადოება
ComCom-ი საერთაშორისო თანამშრომლობას აფართოებს
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმისა და “AI for Good” გლობალური სამიტის ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი.
10 ივლისი 2026, 09:39
საზოგადოება
გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
10 ივლისი 2026, 09:17
მსოფლიო
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 811-მდე გაიზარდა
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეზე ხორხე როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 09:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდენლი 10 ივლისს საქართველოში
10 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +33 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
10 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე მორიგი შეტევა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 08:57
მსოფლიო
გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გერმანიაში, მაღალი ტემპერატურის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა 75 წელს გადაცილებულია
10 ივლისი 2026, 08:52
სპორტი
გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო
გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მან სან მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა.
10 ივლისი 2026, 08:48
საზოგადოება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა. საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი მოიცავს როგორც საგამოცდო პროგრამაზე მორგებულ სასწავლო კომპონენტებს, ასევე შემაჯამებელ თემატურ სესიებს, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს რეალურ საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურად დააახლოონ საკუთარი ცოდნა და უნარები.
10 ივლისი 2026, 08:46
რეგიონი
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
ბრაკონიერობის ფაქტი მოხდა კახეთში. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
10 ივლისი 2026, 08:44
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე: რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას
კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კახიანი.


