CNN: ირანის უზენაესი ლიდერი მამის მკვლელობისთვის „შურისძიებას“ ჰპირდება
ფოტო: AFP via Getty Images
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ მისი მამის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობას „შურისძიება“ უნდა მოჰყვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„შურისძიება ჩვენი ერის მოთხოვნაა და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
გპირდებით, რომ შურს ვიძიებთ თქვენი წმინდა სისხლისა და ამ ორი ომის ყველა მოწამის სისხლისთვის იმ დამნაშავე და შერცხვენილი მკვლელების წინააღმდეგ“, - ნათქვამია მოჯთაბა ხამენეის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ამ დამნაშავეებმა, რომელთა ვინაობაც უმაღლესი დონიდან დაწყებული სრულად არის ცნობილი და დოკუმენტირებული, საფლავში თან უნდა წაიღონ მშვიდობიანად, სიბერეში და საკუთარ საწოლში სიკვდილის სურვილი“.
„მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს საკითხი არ არის დამოკიდებული ჩემს არსებობაზე ან სხვა ოფიციალური პირების არსებობაზე“, - აღნიშნავს მოჯთაბა ხამენეი.
მოჯთაბა ხამენეის განცხადებით, დაპირებული შურისძიება „მალე“ განხორციელდება - „იქნება ეს ჩვენ იქ ყოფნისას თუ ჩვენს გარეშე“.
CNN-ის ცნობით, აღნიშნული მუქარა რამდენიმე საათში გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს „სრულად გაანადგურებს“, თუ თეირანი მის მკვლელობას შეეცდება.
ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ტრამპის ადმინისტრაციას შეატყობინეს აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმის მუქარის შესახებ. ისრაელის ერთ-ერთი წყაროსა და აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ეს მუქარები ირანის რადიკალური ხელმძღვანელობის ზოგიერთი ჯგუფის განზრახვებს ასახავს.
თუმცა, აშშ-ის დაზვერვის შეფასებებზე ინფორმირებული ორი წყაროს თქმით, ბოლო პერიოდში მიღებული მონაცემები არ მიუთითებს ირანის მხრიდან ტრამპის მკვლელობის კონკრეტული ახალი გეგმის არსებობაზე. მათი განცხადებით, საუბარია უფრო ზოგად და მუდმივ ინფორმაციაზე ირანის სხვადასხვა ჯგუფის სურვილის შესახებ, განახორციელონ მსგავსი თავდასხმა.
ახალი უზენაესი ლიდერი მისი დანიშვნის შემდეგ ჯერ საჯაროდ არ გამოჩენილა.
ვარაუდობენ, რომ ის თებერვალში ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი თავდასხმის დროს დაიჭრა, რომლის შედეგადაც მისი მამა, დედა და მეუღლე დაიღუპნენ. ომის დაწყების შემდეგ მოჯთაბა ხამენეი მიმალვაში იმყოფება და მხარდამჭერებს მხოლოდ წერილობითი განცხადებებით მიმართავს - მას არც სახე უჩვენებია და არც საკუთარი ხმა გაუვრცელებია.
შაბათის განცხადება ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან გზავნილებს შორის, რომლებიც ხამენეის უზენაეს ლიდერად დანიშვნის შემდეგ გავრცელდა, წერს CNN-ი.
ყველა სიახლე
11 ივლისი 2026, 17:22
რეგიონი
სოფელ ნოსტეში გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული - „სააკაძეობა“ გაიმართა
„სააკაძეობა“ წლები არ ჩატარებულა და მერიის ორგანიზებით გასულ წელს აღდგა. გიორგი სააკაძის კოშკის მიმდებარედ მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა. კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
11 ივლისი 2026, 17:19
სპორტი
შალვა გოგოლაძე: მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება, აღიარება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი ტიპის სპორტული ფორუმების უმაღლეს დონეზე ჩატარება
მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.
11 ივლისი 2026, 17:18
საზოგადოება
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა
დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობისა და მათი ოპტიმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო.
11 ივლისი 2026, 16:54
მსოფლიო
მედია: ირანი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ვიდრე აშშ საკუთარ პოზიციებს არ შეცვლის
ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში არ შევა, ვიდრე ვაშინგტონი საკუთარ ამჟამინდელ პოზიციებს არ გადახედავს. ინფორმაციას ირანული მედია ირანის მოლაპარაკებების ჯგუფთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 16:34
პოლიტიკა
შარმანაშვილი „ტაბულას“ მიერ ესტონეთის მოქალაქის ეკლესიასთან მოშარდვის ფაქტის გაშუქებაზე: ამაზე მდაბალი ,,გაპრავება" გინახავთ? ასე ნუ დაიმცირებთ თავს, ქართველები ხართ მაინც, თუნდაც ფორმალურად
კერძოდ, „ტაბულა” წერს, რომ ესტონეთის მოსახლეობის 20 პროცენტს ეთნიკურად რუსები შეადგენენ და პოლიციის მიერ დაჯარიმებული აღნიშნული პირიც რუსულად მოსაუბრე იყო. დეპუტატი მოუწოდებს „ტაბულას” ასე ნუ დაიმცირებენ თავს.
11 ივლისი 2026, 16:27
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სომხეთი შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც დაპირებული „დივერსიფიკაცია“ მხოლოდ ერთ ცვლილებამდე დავა - ის რესურსები, რომლებზეც ეკონომიკა დგას, მნიშვნელოვნად გაძვირდება
„გაზს პოლიტიკური დეკლარაციები ვერ ჩაანაცვლებს, ხოლო ბინების გათბობა სუვერენიტეტზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით არ მუშაობს,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც ევრობიუროკრატებმა ოფიციალური ერევანი მსოფლიო ენერგეტიკული პროექტების დივერსიფიცირების ერთ-ერთ მთავარ რგოლად დაასახელეს.
11 ივლისი 2026, 16:25
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 16:25
მსოფლიო
ტრამპის თქმით, აშშ-ში ინვესტიციები იზრდება - ნამდვილი ეკონომიკური უსაფრთხოება არის ის, რაც წარმოებულია ამერიკაში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ზრდა შეინიშნება.
11 ივლისი 2026, 16:11
სპორტი
19 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენება იმართება
მატჩების ჩვენებამადე კი აქტივობები ტარდება. იმ თარიღებში კი, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს მრავალფეროვანი სასმელისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, პატარა გულშემატკივრებისთვის კი ცალკე გამოყოფილი სივრცეა.
11 ივლისი 2026, 16:09
კულტურა
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველ პიანისტს უმასპინძლა
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველ პიანისტს უმასპინძლა
11 ივლისი 2026, 16:05
სპორტი
RAF GEORGIA-ს მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში
RAF GEORGIA-ს მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირველად იმართება, ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.
11 ივლისი 2026, 16:02
კულტურა
ქალაქ ვოლენდამში ნათია ახვლედიანის ფილმის „ომის გზაგამოვლილი ქალების“ პრემიერა გაიმართა
ქართველმა კინორეჟისორმა სადებიუტო ფილმი აფხაზეთს მიუძღვნა. სცენარისთვის გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ ჭუბერის ეპიზოდები გამოიყენა.
11 ივლისი 2026, 15:46
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
11 ივლისი 2026, 15:45
პოლიტიკა
გია აბაშიძე „რადიო თავისუფლებაზე“: რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მტრობა და უცხოეთის სპეცსამსახურების მსახურება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და აღნიშნავს, რომ „რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები.“
11 ივლისი 2026, 15:39
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა.
11 ივლისი 2026, 15:35
სპორტი
RAF Georgia-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზეც შეუძლიათ
ტელეკომპანია „იმედის“ პარალელურად, RAF GEORGIA-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეუძლიათ, სადაც ასევე მსოფლიო ჩემპიონტს აჩვენებენ.
11 ივლისი 2026, 15:32
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა. ცხადია, ეს პროვოკაცია საქართველოში რუსოფობიის გაძლიერებასა და ქართველთა რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებზე თამაშს ემსახურებოდა
ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, რომელიც საქართველოში შოვინიზმისა და ნაციზმის ბაცილის გავრცელებით არის დაკავებული. იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
11 ივლისი 2026, 15:28
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „რადიო თავისუფლებამ“ ბნელ ოთახში შავი კატა ვერ იპოვა, მისი არარსებობის გამო - მან თავად დახატა იგი კედელზე და ახლა მთელ სამხრეთ კავკასიას საკუთარი ნახატით შეშინებას სთავაზობს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და მედიასაშუალებას ინფორმაციული ზემოქმედების ტექნოლოგიების გამოყენებასა და ტენდენციურობაში ადანაშაულებს.
11 ივლისი 2026, 15:26
რეგიონი
ახალციხეში მერიის პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა
ფინალურ შეხვედრებში გამარჯვებულები, მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა დააჯილდოვა. მონაწილეობა 18 წლის ზემოთ ასაკის მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულებმა მიიღეს.


