Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა
ფოტო: Reuters
უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ეს იქნებოდა უნგრელი ერის ღალატი, ამ კონსტიტუციას რომ არ შევხებოდით“, - განაცხადა მადიარმა პარლამენტში კენჭისყრის დაწყებამდე.
ცვლილებას მხარი 139-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგი წავიდა 199-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში.
„მათ [„ფიდესმა“] ქვეყანა ისე მოაწყვეს, რომ საკანონმდებლო საქმიანობის წყარო ერთი ადამიანის ნება გახდა... „ტისამ“ მიიღო მკაფიო, უზარმაზარი ორმესამედიანი მანდატი ამ სისტემის დასაშლელად“, - აღნიშნა მადიარმა.
საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ შულიოკის უფლებამოსილებას დაუყოვნებლივ შეწყვეტს. ამის საფუძვლად კი მის მიმართ საზოგადოების მხრიდან „ნდობის სერიოზული დაკარგვა“ სახელდება.
მადიარმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე უნგრელ ხალხთან ერთად დაიწყება „მასშტაბური ერთობლივი პროექტი“ ახალი კონსტიტუციის შესამუშავებლად.
მისივე თქმით, თუ შულიოკი ხუთ დღეში ხელს არ მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებას, პარლამენტი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 00:55
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა
რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
28 აგვისტო 2026, 00:23
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს
პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შიში სულ უფრო იზრდება.
28 აგვისტო 2026, 00:03
საზოგადოება
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
28 აგვისტო 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს მარიამობაა
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
27 აგვისტო 2026, 22:21
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ შესაძლოა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სახელწოდებები შეიცვალოს.
27 აგვისტო 2026, 22:03
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა და იგი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს.
27 აგვისტო 2026, 21:49
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის „ამერიკის ტბის“ (Lake America) წოდების შესახებ. ტრამპის განცხადებით, ცვლილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის.
27 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
ტრამპი ნატოს წინააღმდეგ რუსეთის სავარაუდო პროვოკაციებზე: საერთოდ არ ვშფოთავ, პრობლემას ვერ ვხედავ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს გამოცემა AXIOS-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმა მას არ აღელვებს.
27 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა
ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა მანამ, სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყურადღება საკუთარ შიდაპოლიტიკურ არჩევნებზე გადაერთვება, - წერს Euronews-ი.
27 აგვისტო 2026, 21:29
რეგიონი
წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, სადაც მიწის მასა ჩამოვიდა და მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.
27 აგვისტო 2026, 21:25
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შანსი და გზა მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება.
27 აგვისტო 2026, 21:23
ეკონომიკა
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას“ განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდა
ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ გაიმართა. ღონისძიებას წელს პირველად შეუერთდა ამბროლაურის აეროპორტიც, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს სხვადასხვა გასართობი პროგრამა, თამაშები და სახალისო აქტივობები დახვდათ.
27 აგვისტო 2026, 21:14
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავტოპარკი განახლდა - მაღალი გამავლობის ავტომობილები ცენტრის გურიის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებს, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონულ სამმართველოებს გადაეცათ.
27 აგვისტო 2026, 21:07
პოლიტიკა
გამოაშკარავებული ოპოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა გარე ზეწოლისა და ოპოზიციის სიყალბისგან - „ქართული ოცნება“ ოპონენტებს კიდევ ერთხელ ამხელს.
27 აგვისტო 2026, 20:43
რეგიონი
ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და საკუთარ ფესვებთან დაბრუნება - ამბროლაური სახალხო დღესასწაულ „ფუძეობა 2026“-ს მასპინძლობს. საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რაჭამ სახალხო დღესასწაულ „ფუძეობა 2026“-ს უმასპინძლა, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობისა და ადგილობრივი ტრადიციების გარშემო რეგიონის მცხოვრებლები და სტუმრები გააერთიანა.
27 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
The Washington Post: უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს
უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 20:26
პოლიტიკა
პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 აგვისტო 2026, 20:19
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა საკვანძო ფიგურამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მამუკა მდინარაძემ სამთავრობო პოსტი დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე ყოფილი ვიცე-პრემიერი ოპონენტების თეორიებს შიდა კრიზისზე წერტილს უსვამს და უარყოფს ცნობებს გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებთან შეხების შესახებ გამოთქმულ ბრალდებებსაც.
27 აგვისტო 2026, 20:10
რეგიონი
წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა დროებით იკრძალება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
27 აგვისტო 2026, 20:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


