imedi /  14 ივლისი 2026, 23:37 / სანდო წყარო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.

კითხვაზე, თუ როგორია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მომავალი კვირის ან ორი კვირის განმავლობაში დამტკიცების შანსი - და მოაწერდა თუ არა ის ხელს ამ დოკუმენტს - ტრამპმა განაცხადა, რომ წინადადებას მყარი მხარდაჭერა აქვს.

„ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს. ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება. ეს მისი ინიციატივა იყო. მას ეს ყველაფერზე მეტად სურდა. მოგეხსენებათ, როგორი იყო მისი დამოკიდებულება. და არსებობს კარგი შანსი იმისა, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

მან დასძინა, რომ კანონპროექტმა შესაძლოა ასევე მოიცვას ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმართული სანქციები.

„მაგრამ მათ სურთ, რომ დაამატონ ირანი და მათ სურთ, რომ დაამატონ „ჰეზბოლა“. სწორედ ეს მესმის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

17 აგვისტო 2026, 11:09

მსოფლიო

ბელგიის ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის არეალი ორჯერ გაიზარდა

ბელგიაში არდენების ბუნებრივ ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის არეალი ბოლო 24 საათში ორჯერ გაიზარდა. სტიქიის ეპიცენტრი გერმანიის საზღვრიდან 3 კილომეტრში მდებარეობს.

თამთა მეგრელიშვილი

17 აგვისტო 2026, 11:08

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა, საშიში პრეცედენტია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო, კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველზე.

17 აგვისტო 2026, 11:06

რეგიონი

წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს

იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს. დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოყენების პირველადი შეფასებით, საცდელ ფართობებზე დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

17 აგვისტო 2026, 11:02

მსოფლიო

საბერძნეთში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთის კუნძულ სალამინზე ტყის ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. კოლონესა და სატერლის დასახლებებიდან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ნინო ფოჩხუა

17 აგვისტო 2026, 10:59

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: გარე პატრონების დავალებით აქაური აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის, რაც უდიდესი ღალატია! ნურავინ იფიქრებს, რომ უარს გვათქმევინებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურა გარე პატრონების დავალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დარტყმას ცდილობს.

ჯარედ კუშნერი

17 აგვისტო 2026, 10:59

მსოფლიო

„ჰამასის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჯარედ კუშნერი ისრაელში ჩავიდა

ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარგზავნილმა მათ განიარაღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელს არ სჯერა, რომ მებრძოლები ამ მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ. კონკრეტულ ნაბიჯებში, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფებისგან ელიან, იგულისხმება მართვის უფლებამოსილების გადაცემა პალესტინის ტექნოკრატიული მთავრობისთვის და იმის გარანტიები , რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორის მომავალ მართვაში არანაირ როლს არ ითამაშებს, - წერს Axios-ი. გამოცემის ცნობით, კუშნერისა და „ჰამასის“ წარმომადგენლების საუბარი 90 წუთს გაგრძელდა და „ძალიან პროდუქტიული“ აღმოჩნდა.

დავით ქართველიშვილი

17 აგვისტო 2026, 10:58

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძის განცხადებაზე: გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ, დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე თამთა მიქელაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის შეფასებითაც, „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა“.

გია აბაშიძე

17 აგვისტო 2026, 10:56

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცასპიტების ანტიქართული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ მაშინ ჩანს, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანითა და, როგორც თავად აცხადებენ, ყარაბაღის „ჩაბარების“ პოლიტიკით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ეს არის ღია მინიშნება და გზავნილი ქართველი საზოგადოებისთვის, თუ რას უმზადებენ ისინი ჩვენს ქვეყანას- ტერიტორიების უსიტყვო დათმობას და მტრის წინაშე მუხლებზე დაჩოქებას

ეს პოლიტიკური მეძავები ერთხმად ალაპარაკდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ ტრავმულ მეხსიერებაზე და თითქოსდა „წარსულისთვის თვალის გასწორებას“ ითხოვენ, რეალურად კი საზოგადოებაში დამთრგუნველი და კაპიტულანტური განწყობების დათესვას ცდილობენ - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

კაია კალასი

17 აგვისტო 2026, 10:47

მსოფლიო

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს ამზადებს

„შემოდგომისთვის მე გამოვდივარ წინადადებით სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტის შესახებ ომის დაწყების შემდეგ. მათი მიღების შემდეგ, იმ რუსული იურიდიული და ფიზიკური პირების საერთო რაოდენობა, რომლებიც სანქციების ქვეშ ექცევიან, ერთბაშად მესამედით გაიზრდება. ზეწოლა მანამ უნდა გაძლიერდეს, სანამ მოსკოვი თავის ომს არ შეწყვეტს“, - განაცხადა კალასმა.

17 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული დანაშაულების ფაქტები გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული დანაშაულების ფაქტები გამოავლინა

ლევან მაჭავარიანი

17 აგვისტო 2026, 10:45

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ? იმასაც შეგახსენებთ, რომ დამწუხრებული საუბრობდა, განადგურებულ უკრაინას მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, რადგან მშვიდობაა საქართველოშიო

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აფხაზეთის თემაზე საუბრისას, აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მის მიერ "ისტორიული ტრავმების" დამარცხების და ყარაბაღის დათმობის გამო.

17 აგვისტო 2026, 10:41

მსოფლიო

​ლიხტენშტაინმა მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან ტახტის დაკავება ქალებსაც შეეძლებათ

ლიხტენშტაინის სამთავრო სახლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მდედრობითი სქესის შთამომავლებს ენიჭებათ დინასტიური კანონმდებლობის საკითხებში მონაწილეობის ისეთივე უფლებები, როგორიც მამრობითი სქესის შთამომავლებს. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ტახტის მემკვიდრე, ხოლო შემდგომში - ლიხტენშტაინის მმართველი მთავარი სწორედ პირველი შვილი გახდება, სქესის მიუხედავად.

ედიშერ გვენეტაძე

17 აგვისტო 2026, 10:38

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ იყენებენ მათივე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აჟღერებინებენ გზავნილს - „საქართველო აფხაზეთის გარეშე“

დაუკვირდით, როგორც კი პოზიტიური პროცესები იწყება აფხაზეთთან მიმართებაში, მაშინვე აქტიურდება გარედან მართული ადგილობრივი აგენტურა და მოთქმას იწყებს წარსულზე. სახელდობრ, კი წარმოჩენას ცდილობს ომის მძიმე მოვლენების. უფრო მეტიც თავის ჭკუით თითქოსდა ასაბუთებენ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის მიზანშეუწონლობას - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

17 აგვისტო 2026, 10:37

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს სურთ, აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა

მკაფიო ხდება რადიკალური ოპოზიციის ახალი ნარატივი აფხაზეთთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ საზოგადოება შეაჩვიონ აზრს, თითქოს აფხაზეთის დაბრუნებისთვის ბრძოლა საერთოდ არ არის საჭირო, ამ თემაზე საუბარი წარსულში ჩარჩენაა და საუკეთესო გამოსავალია, უბრალოდ დავივიწყოთ, შევეგუოთ რეალობას და ცხოვრება გავაგრძელოთ - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

17 აგვისტო 2026, 10:35

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, თელავის მუნიციპალიტეტისათვის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, თელავის მუნიციპალიტეტისათვის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო

17 აგვისტო 2026, 10:33

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

17 აგვისტო 2026, 10:31

მსოფლიო

ტრამპმა სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნების შემცირების შესახებ განაცხადა, მას შემდეგ, რაც სეულმა ირანთან ომში მონაწილეობაზე უარი თქვა

„ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირადღირებულია - თანაც ამ ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატები იხდის (როგორც ყოველთვის!), არამედ ისეთ სრულიად უადგილო და მტრულ სიგნალს აგზავნის“, - დაწერა ტრამპმა.

17 აგვისტო 2026, 10:30

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

17 აგვისტო 2026, 10:28

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ჰეიდენ პანეთიერი

17 აგვისტო 2026, 10:20

კულტურა

მსახიობი ჰეიდენ პანეთიერი გარდაიცვალა

„ისი იყო წარმოუდგენელი სინათლე და ბუნების ძალა, რომელსაც ამოუწურავი სიყვარული და სიხარული მოჰქონდა ყველასთვის, ვინც მას იცნობდა და იმ მილიონობით ადამიანისთვის, ვინც მას ეკრანზე ადევნებდა თვალს“, - ნათქვამია მისი მამის, სკიპ პანეთიერის განცხადებაში.