ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ნეთანიაჰუს არ დააკავებენ, მიუხედავად მამდანის მცდელობისა
ზოჰრან მამდანი
დონალდ ტრამპი
ფოტო: AP
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას არანაირი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ დააკავებენ“.
ტრამპმა უპასუხა ნიუ-იორკის მერის, ზოჰრან მამდანის განცხადებას, რომელმაც სურვილი გამოთქვა, დააკავოს ნეთანიაჰუ, როდესაც ის სექტემბერში ქალაქში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩავა, და ამისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი მოიშველია.
თუმცა, მამდანის არ აქვს ნეთანიაჰუს დაპატიმრების იურიდიული უფლებამოსილება. ნიუ-იორკის მერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს მართავს თანაშემწეებთან და გააკეთებს იმას, რაც კანონით არის გათვალისწინებული.
ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ „ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იბრძვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ 52 000 უდანაშაულო მომიტინგე მოკლა და ბოლო 47 წელი ამერიკელი ჯარისკაცების და სხვა ადამიანების მკვლელობაში გაატარა“.
„ერთადერთი, ვინც უნდა დააკავონ, არიან ის ადამიანები, რომლებმაც ირანი სიკვდილისა და განადგურების ამ უპრეცედენტო სპირალში მიიყვანა, რაც წლების წინ, წინა პრეზიდენტებს უნდა მოეგვარებინათ“, - დასძინა მან.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 10:24
საზოგადოება
Wanderlust-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი
დიდი ბრიტანეთის უმსხვილესმა და გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust Travel Media-მ ყოველწლიური დაჯილდოების — Wanderlust Reader Travel Awards 2026-ის შერჩეული ნომინანტების სია გამოავლინა. ექსპერტთა შეფასებისა და სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველო საპატიო ნომინაციაშია „ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყანა“. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 10:18
მსოფლიო
ტრამპმა კანადურ საქონელზე დამატებითი 50%-იანი საბაჟო ტარიფები დააწესა
გადაწყვეტილება მიღებულია ამერიკული პროდუქციის მიმართ კანადის „დისკრიმინაციული დამოკიდებულების“ საპასუხოდ. ტრამპმა მიუთითა 1930 წლის „სატარიფო კანონზე“, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, უცხოური პროდუქცია კონგრესის თანხმობის გარეშე დაბეგროს.
21 ივლისი 2026, 09:35
კულტურა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი კონცერტი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი კონცერტი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ თეატრის გუნდი, ორკესტრი და მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავები.
21 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
დაუნინგ სტრიტი: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა, - ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში. ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
21 ივლისი 2026, 09:07
მსოფლიო
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს. მოძრაობის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოძრაობა იტოვებს უფლებას, საუდის არაბეთის ქმედებების საპასუხოდ, „ყოვლისმომცველი ესკალაცია“ განახორციელოს.
21 ივლისი 2026, 08:57
საზოგადოება
ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს. ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.
21 ივლისი 2026, 08:52
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ამოქმედდა - ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა უმასპინძლა
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ამოქმედდა, რომელშიც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობენ. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა უმასპინძლა. ბანაკები მეხუთე წელია ეწყობა.
21 ივლისი 2026, 08:47
სამართალი
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. დაკავებულს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.
21 ივლისი 2026, 08:40
რეგიონი
თელავში ე.წ. დამბების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
თელავში სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობის ე.წ. „დამბების" გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის-ახმეტა-ყვარლის და ლაგოდეხის დელეგატმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
21 ივლისი 2026, 08:33
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
21 ივლისი 2026, 08:27
რეგიონი
თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა
თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგენილია ხიდი, რომელიც შენაქოსა და დიკლოს აკავშირებს ომალოსთან და ბართან.
21 ივლისი 2026, 08:20
რეგიონი
ლენტეხში, სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებს ელოდებიან
ლენტეხში, სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ადგილზე შექმნილ ვითარებას გაეცნობიან. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არც ერთი სოფელი, გარე სამყაროს მოწყვეტილი არ არის. სასმელი წყალი არ მიეწოდება სოფელ დურიშს, რადგან მეწყერმა მილები დააზიანა.
21 ივლისი 2026, 08:08
საზოგადოება
თბილისში, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა - ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია
ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება.
21 ივლისი 2026, 03:26
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი
„უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ფეისბუქლაივში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.
21 ივლისი 2026, 02:53
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი: მერიის ყველა სამსახური, გამგეობები, ინფრასტრუქტურის სამსახური, თბილსერვისი პრობლემის დაწყებისთანავე გამოსულები ვართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება
მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ვიდეომიმართვისას. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.
21 ივლისი 2026, 02:35
საზოგადოება
კახა კალაძე: ძლიერმა წვიმამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, ყველა ჩვენი უწყების თანამშრომელი გამოსულია ქუჩებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობაა
„ძლიერმა წვიმამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
21 ივლისი 2026, 02:02
მსოფლიო
POLITICO: FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 00:23
მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბი სირსკის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს
ჭორები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის სავარაუდო გადაყენების შესახებ ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა, თუმცა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ეს ცნობები უარყო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით.
20 ივლისი 2026, 22:57
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


