ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია
პიტ ჰეგსეტი
ფოტო: GettyImages
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის უახლესმა დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია - ეს თითქმის 9 მილიარდით მეტია იმ ციფრებზე, რომლებსაც თავდაცვის დეპარტამენტი მანამდე ასახელებდა.
სენატის ასიგნებების კომიტეტში სამშაბათს გამართულ მოსმენაზე ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ეს შეფასება მოიცავს კონკრეტულ ხარჯებს 28 თებერვალს ომის დაწყებიდან დღემდე, ისევე როგორც სექტემბრის დასაწყისამდე პროგნოზირებულ სხვა დანახარჯებს.
მისივე თქმით, თანხაში შედის როგორც გარკვეული ოპერაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურება.
თვეების განმავლობაში, როგორც „რესპუბლიკელი“, ისე „დემოკრატი“ კანონმდებლები ჰეგსეტისგან ომის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ, მათ შორის მისი დანახარჯებისა და სტრატეგიის თაობაზე.
ყველა სიახლე
05 სექტემბერი 2026, 12:06
მსოფლიო
The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა
ამერიკელმა გამომძიებლებმა უპრეცედენტო ნაბიჯს მიმართეს და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაახლოებით 50 წევრი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით პოლიგრაფზე შეამოწმეს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 11:34
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე
პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე - საქართველოსთან მიმართებაში გერმანიის მთავრობის მხრიდან ურთიერთობის ტაქტიკის ცვლილებაზე სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. ექსპერტი წერს, რომ დიპლომატიური შტურმის ნაცვლად გერმანია რბილი ურთიერთობების პოლიტიკაზე გადადის. მისივე თქმით, ურთიერთობების შერბილების გზაზე პირველი ნაბიჯი ახალი ელჩის, ბარბარა ფოსის დანიშვნაა, რომელმაც ამ პოსტზე ხისტი პოლიტიკის გამტარებლად ცნობილი პეტერ ფიშერი შეცვალა.
05 სექტემბერი 2026, 11:29
კულტურა
ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა
05 სექტემბერი 2026, 11:24
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას შემდეგ რაც მან კანადა-ამერიკის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა.
05 სექტემბერი 2026, 11:21
ეკონომიკა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou”. SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე მესამედ არის წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პავილიონში 11 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
05 სექტემბერი 2026, 11:18
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია მისი მისამართით ციხეში იგინება, როდესაც დერეფანში გადაადგილდება
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია მისი მისამართით ციხეში იგინება, როდესაც დერეფანში გადაადგილდება
05 სექტემბერი 2026, 11:12
პოლიტიკა
„ეს ნიკა გვარამიას მუქარა ჩემს მიმართ იდოს მაინც აქ, არქივისთვის” - ნინო წილოსანი გვარამიას პასუხობს
ნინო წილოსანი ნიკა გვარამიას პასუხობს. „ეს ნიკა გვარამიას მუქარა ჩემს მიმართ იდოს მაინც აქ, არქივისთვის”, - წერს ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს. ნიკა გვარამია ნინო წილოსანს გუშინ ტელეეთერით დაემუქარა. გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრ რაიმეს ათქმევინებს კონკრეტულ ადამიანებზე. აქვე მოუწოდებს, რომ მისთვის ჯობს ახლა ჩუმად იყოს.
05 სექტემბერი 2026, 11:08
პოლიტიკა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა" - წამებასთან გათანაბრებულია
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პენიტენციურ დაწესებულებებში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვას აკრიტიკებს და ამ შეზღუდვას თანამედროვე სამყაროში გაუმართლებლად მიიჩნევს.
05 სექტემბერი 2026, 10:53
მსოფლიო
Bild: გერმანიაში ელექტროგადამცემ ქვესადგურებთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს
გერმანელი სამართალდამცველები საბოტაჟის მორიგ ფაქტს იძიებენ. ქალაქების გიორლიცისა და ბაუცენის მიმდებარედ განთავსებულ ელექტროგადამცემ ქვესადგურებთან ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს, იუწყება გამოცემა Bild-ი.
05 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
05 სექტემბერი 2026, 10:34
სამართალი
საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
05 სექტემბერი 2026, 10:31
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ჩვენმა მზარდმა ეკონომიკამ აგვისტოში 162 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აგვისტოში ქვეყანაში დამატებით 162 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
05 სექტემბერი 2026, 10:29
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს
სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს
05 სექტემბერი 2026, 10:13
რეგიონი
აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. ახალი გზის მთავარი მიზანია, სატრანზიტო ავტოტრანსპორტმა აღარ გაიაროს უშუალოდ დაბა აბასთუმანში, რაც შეამცირებს კურორტის სატრანსპორტო დატვირთვას, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მისი უნიკალური ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას.
05 სექტემბერი 2026, 09:57
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს
რადიკალური ჯგუფები (ოპოზიცია) და მათი გარეთა მფარველები ვერ იაზრებენ მთავარს: „ქართული ოცნების“ სიმტკიცე ცალკეული თანამდებობის პირების გვარებზე კი არ დგას, არამედ იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს. ყოფილი მაღალჩინოსნების წასვლით თუ ღალატით სისტემა კი არ სუსტდება, არამედ თვითწმენდის ბუნებრივ პროცესს გადის“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
05 სექტემბერი 2026, 09:56
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს
თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
05 სექტემბერი 2026, 09:52
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატმა აშშ-ს 18 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელიც ამერიკაში, მექსიკასა და კანადაში 11-19 ივლისს ჩატარდა, ამერიკას 18 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა.
05 სექტემბერი 2026, 09:35
პოლიტიკა
გვარამია ნინო წილოსანს ემუქრება: ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება. ამას გპირდები. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს
„ახალი“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ყველა დეტალს გაასაჯაროებს.
05 სექტემბერი 2026, 09:30
მსოფლიო
The New York Times: აშშ-თან ექვსთვიანი ომის შემდეგ ირანი საკუთარ ძალებში უფრო თავდაჯერებული გახდა
ბოლო კვირებში მომზადებული აშშ-ის სადაზვერვო ანგარიშების მიხედვით, ირანი უფრო თავდაჯერებული გახდა ახლო აღმოსავლეთში სამიზნეებზე თავდასხმის შესაძლებლობებში და, როგორც ჩანს, კონფლიქტის რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელებას აპირებს, რათა შეერთებულ შტატებს პრობლემები შეუქმნას. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის გამო რუსეთის საჰაერო დაბომბვას დროებით წყვეტს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტის გამო კიევი რუსეთის საჰაერო დაბომბვას დროებით წყვეტს.


