მარკო რუბიო: აშშ-ის მთავრობა 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს ახორციელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ - თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია
მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) და შეერთებული შტატების მინისტერიალის შემდგომ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მოხარულია, რომ შეერთებული შტატების ერთგულება ASEAN-ის მიმართ მხოლოდ სიტყვებით კი არა, კონკრეტული ქმედებებითაც დასტურდება.
მისი თქმით, აშშ გამოიყენებს მთავრობის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად, მათ შორის საგარეო დახმარების მიმართულებითაც.
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ კონფერენციაზე, რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, რაც ადასტურებს შტატების ერთგულებას რეგიონის მიმართ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თითოეულ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია.
"ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ აშშ-ის მთავრობის 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ. ჩვენ ვახორციელებთ ამ ინვესტიციებს, რადგან ASEAN-ის განვითარება შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის. ეს არ არის ქველმოქმედება. ჩვენ ამას მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ კეთილი ადამიანები ვართ - თუმცა, ვფიქრობ, მართლაც ასეთები ვართ - არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია და ჩვენ მას არასოდეს მივატოვებთ.
რაც არ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც გლობალური გავლენა აქვს, ამიტომ გვიწევს ურთიერთობა იმ ძლიერ ქვეყნებთანაც, რომლებთანაც გარკვეული უთანხმოებები გვაქვს. თუმცა ეს არასდროს მოხდება ჩვენი ალიანსების, პარტნიორების ან ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. აქ წარმოდგენილ თითოეულ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია“,- განაცხადა რუბიომ.
ყველა სიახლე
05 სექტემბერი 2026, 19:10
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს 4,600 მილიონზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა - მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა
ჩვენს ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა შენარჩუნებულია და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სექტორი კვლავ განაგრძობს რეკორდული მაჩვენებლით ოპერირებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 სექტემბერი 2026, 18:57
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 სექტემბერი 2026, 18:35
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება - 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში
პრემიერის თქმით, 15 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.
05 სექტემბერი 2026, 17:47
მსოფლიო
ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, ათობით კი დაშავდა. აფეთქება პიროტექნიკის საცავში მოხდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
05 სექტემბერი 2026, 17:44
მსოფლიო
ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს
„მე არ ვარ ომში რუთთან!“, „ხელები შორს რუსეთისგან!“ - ამ შინაარსის პლაკატებით ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს.
05 სექტემბერი 2026, 17:38
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს
თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ქალაქის ხელმძღვანელობამ 5 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
05 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული
„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
05 სექტემბერი 2026, 17:23
მსოფლიო
ალბანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
ხანძარმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. დამწვარია რამდენიმე სახლი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.
05 სექტემბერი 2026, 17:13
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიაზე: ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ძალადობას ჰპირდებიან საზოგადოებას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში
„დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვერასოდეს გახდება გენერალური პროკურორი, იმდენად, რამდენადაც ქართველმა საზოგადოებამ ისინი უკვე გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში, ისინი ვერასოდეს აიღებენ ხელისუფლებას და ძალაუფლებას ხელში, იმდენად, რამდენადაც ისინი არიან დადასტურებული მოძალადეები, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.
05 სექტემბერი 2026, 17:12
პოლიტიკა
დიმიტრი ხუდაძე გვარამიაზე: ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის
ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ მუქარას. მისი თქმით, გვარამიას მხრიდან ასეთი ტიპის მუქარა, კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები ვერ მიხვდნენ, რატომ ჩამოაცილა ისინი ხელისუფლებას საზოგადოებამ.
05 სექტემბერი 2026, 17:09
სპორტი
სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა
სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა
05 სექტემბერი 2026, 16:57
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობიდან 10 დღის შემდეგ, ჩინეთის მოქალაქე გვირაბიდან ცოცხალი გამოიყვანეს
ნეპალში ჩინეთის მოქალაქე გვირაბიდან ცოცხალი გამოიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 16:46
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი: პუტინმა კიევზე სამი დღით შეტევის შეჩერების შესახებ ბრძანება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსულ ჯარს უბრძანა, კიევის დაბომბვა სამი დღით შეაჩერონ. ინფორმაციას კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 16:37
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი
„7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში - შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
05 სექტემბერი 2026, 15:50
მსოფლიო
პოლონური მედია: უკრაინელები პოლონეთს ტოვებენ და საცხოვრებლად გერმანიაში გადადიან
ევროსტატის უახლესი მონაცემებით, უკრაინელების ნაწილი, რომელიც სამშობლოდან ომს გამოექცა, პოლონეთს ტოვებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 15:14
რეგიონი
დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს
დუშეთი სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს
05 სექტემბერი 2026, 15:02
კულტურა
ეროვნულ გალერეაში , თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა „გონის თამაშები” გაიხსნა
ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა, რომელიც მხატვრის 75 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. რამდენიმე საგამოფენო სივრცე, 48 წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა მედიუმში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.
05 სექტემბერი 2026, 14:58
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიური განყოფილების თანამშრომლებს, მიმდინარე კვირის დასაწყისში, კანადის მთავრობასთან ყველა სახის თანამშრომლობის შეჩერება დაევალათ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
05 სექტემბერი 2026, 14:51
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპირისპირებაზე: ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ
ამ შემთხვევაში თავად სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს ალბათ იმაზე, რა დონემდე უნდა მოაბეზრო თავი ამომრჩევლებს, შენივე პარტიის დამფუძნებლებს, ლიდერებს თუ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ციხეში აგინებენ, - ასე „ხალხის ძალის“აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილ-მელიას დაპისპირებას ეხმიანება. მისი თქმით, ყოფილი თავმჯდომარე სააკაშვილს რომ აგინებს და თან მიზეზს არ ეუბნება, ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე დიდიხანია აღარ არსებობს.
05 სექტემბერი 2026, 14:44
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია. ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით
ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია, ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.


