მსოფლიო
24 ივლისი 2026, 09:36
დონალდ ტრამპი: ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება გემებს, ანაზღაურდება იმ ირანული სახსრებიდან, რომლებიც აშშ-ის მფლობელობაშია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნებისმიერი ზიანი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მიადგება გემს, ტვირთს ან მასთან დაკავშირებულ ობიექტს, ანაზღაურდება ირანული სახსრებიდან, რომლებიც აშშ-ის მფლობელობაშია.
24 ივლისი 2026, 09:21
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანზე დარტყმების მორიგი სერია განახორციელა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გვიან ღამით ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე საჰაერო დარტყმები წარმატებით განახორციელეს.
24 ივლისი 2026, 09:00
მედია: უკრაინამ რუსეთის უდიდესი ონლაინ-რიტეილერის Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრები კვლავ დაბომბა
რუსეთის უდიდესი ონლაინ-რიტეილერის, Wildberries-ის, ლოგისტიკური ცენტრები სანქტ-პეტერბურგში, ტვერსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გვიან ღამით უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევის სამიზნე გახდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 08:50
ჩეხეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი
ჩეხეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი სამხედროებიდან ერთი დაიღუპა. ინციდენტი სამხედრო ბაზაზე, პრაღიდან 180 კილომეტრის მანძილზე მოხდა. საფრენი აპარატის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. დაწყებულია გამოძიება.
24 ივლისი 2026, 08:35
აშშ-მა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ავიარეისები გააუქმოს
შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ავიარეისები გააუქმოს. ამის გამო სახელმწიფო დეპარტამენტმა რეგიონში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის გაფრთხილება გაავრცელა და მოუწოდა მათ, მოემზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის.
24 ივლისი 2026, 05:15
ტრამპი ადგილობრივ თემებს მოუწოდებს, თავად ააშენონ მონაცემთა ცენტრები და ელექტროსადგურები - „ზოგიერთ ადგილს შეხედეთ, თუნდაც კალიფორნიას, იქ ყოველ უქმეებზე ძაბვის ვარდნა და ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვებია“
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადგილობრივ თემებს მოუწოდებს, თავად ააშენონ მონაცემთა ცენტრები და ელექტროსადგურები.
24 ივლისი 2026, 04:55
აშშ 60 სავაჭრო პარტნიორს 10%-იდან 12.5%-მდე ტარიფებს უწესებს
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ხუთშაბათს ათეულობით ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი ტარიფები გამოაცხადა, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროებით 10%-იან ტარიფს ჩაანაცვლებს - ამ უკანასკნელს ვადა აღმოსავლეთის დროით შუაღამისას ეწურება.
24 ივლისი 2026, 04:35
ილონ მასკი: USAID-ი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო - რეჟიმების ცვლილების ყველაზე დიდი დაფინანსებელი
ილონ მასკმა გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში კატეგორიულად უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსების შეკვეცას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


