სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პროკურორი კარიმ ხანი თანამდებობიდან გადააყენა
კარიმ ხანი
ფოტო: Getty Images
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პროკურორი კარიმ ხანი თანამდებობიდან გადააყენა.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოთა მონაწილე ასამბლეის სპეციალურმა სესიამ 2026 წლის 24 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ მან ჩაიდინა მძიმე გადაცდომა და სამსახურებრივი მოვალეობის მძიმე დარღვევა“, - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ყველა თანამშრომლისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კვლავაც მტკიცედ რჩება ერთგული ანგარიშვალდებულების განმტკიცებისა და იმ დანაშაულების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების უზრუნველყოფის, რომლებიც კაცობრიობის სინდისს ღრმად შოკში აგდებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
25 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირის ქვეყნებს დაკავებული რუსული ნავთობის გაყიდვის უფლება ექნებათ
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს ახალი მექანიზმი, რომელიც მათ დაკავებული რუსული ტანკერების ნავთობის გაყიდვის უფლებას აძლევს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 11:32
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა
10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა, - განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 11:26
სამართალი
ამ წუთებში ნიკა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში იმართება
პროკურატურა ნიკა კაპანაძისთვის პატიმრობას ითხოვს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
25 ივლისი 2026, 11:17
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები, მათ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები - საერთო ჯამში ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1 688 374 აშშ დოლარისა და 411 897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ლევან წაქაძემ განაცხადა.
25 ივლისი 2026, 11:12
სამართალი
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
პროკურატურა სასამართლოს ნიკო ხურცილავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. ძალადობის მუხლით დაკავებულმა დანაშაულის ჩადენის მოტივად ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა დაასახელა.
25 ივლისი 2026, 11:08
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათგან სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან - გაგა კირკიტაძესთან, შალვა თადუმაძესთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო გარემო, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა დაათვალიერა.
25 ივლისი 2026, 11:05
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ ამოიღო
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
25 ივლისი 2026, 11:04
სამართალი
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან.
25 ივლისი 2026, 11:00
სამართალი
პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
25 ივლისი 2026, 11:00
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს დამნაშავე პირის ვინაობა და იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ მოპარული სატვირთო ავტომანქანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოავლინა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
25 ივლისი 2026, 10:49
პოლიტიკა
გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში
წინა ხელისუფლების პირობებში საკმაოდ მძიმე ტრავმები მაქვს გადატანილი, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო. მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ამბავზე, როცა ხელყუმბარა მესროლეს,- განაცხადა ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა, გადაცემაში „რეაქცია”.
25 ივლისი 2026, 10:48
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტი კიდევ ერთი დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათში ზედიზედ მეორედ ჩამოაъგდეს დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
25 ივლისი 2026, 10:33
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის „ზაფხულის ფესტივალს“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო
აჭრის მთავრობის ინფორმაციით, საფესტივალო საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად შეუერთდა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი გამორჩეულია სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, ზღვისა და მთის უნიკალური სინთეზით, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ვიზიტორებისთვის. მისივე თქმით, ზაფხულის ფესტივალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქალაქის განსაკუთრებულ ხასიათს, მის მრავალფეროვნებასა და ემოციებს, რასაც ქალაქი თითოეულ სტუმარს სთავაზობს.
25 ივლისი 2026, 10:25
პოლიტიკა
სააკაშვილი: რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური! ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა!
ონისე ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა! - წერს მიხეილ სააკაშვილი ონისე ოქრიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.
25 ივლისი 2026, 09:46
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შუქის მიწოდება ეტაპობრივად განახლდა.
25 ივლისი 2026, 09:18
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივლისს საქართველოში
25 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
25 ივლისი 2026, 08:54
მსოფლიო
The New York Times: ევროკავშირი რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე უარს ამბობს, თუმცა ამერიკულ ენერგიაზე მზარდი დამოკიდებულების ეშინია
ევროპა რუსულ ბუნებრივ აირზე მრავალწლიანი დამოკიდებულების დასრულების გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდება. ექვს თვეზე ნაკლებ დროში ევროკავშირი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს სრულად შეწყვეტს, რაც კრემლისთვის ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და რუსეთის სამხედრო ძალის დაფინანსების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 08:50
საზოგადოება
თბილისის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დედაქალაქში 08:00 საათისთვის გაითიშა.
25 ივლისი 2026, 08:00
მსოფლიო
მედია: უკრაინამ რუსეთში კომერციული საწყობები დაბომბა. დარტყმები განხორციელდა ბელგოროდისა და როსტოვის ოლქებზე
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გვიან ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში საწყობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


