მსოფლიო
12 სექტემბერი 2026, 16:47
ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 16:28
პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
12 სექტემბერი 2026, 16:12
დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
12 სექტემბერი 2026, 15:50
დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.
12 სექტემბერი 2026, 15:38
ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.
12 სექტემბერი 2026, 14:55
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.
12 სექტემბერი 2026, 14:36
ტრამპი ფიქრობს, რომ ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა მისი მოსაგვარებელი გახდება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო არსებული დავა მისი გადასაწყვეტი იქნება.
12 სექტემბერი 2026, 13:56
Reuters: ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და გოლფის ტურნირს დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დუბლინში ჩავიდა, სადაც ირლანდიის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება, შემდეგ კი საკუთარ ერთ-ერთ კურორტზე გამართულ გოლფის ტურნირს დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


