მსოფლიო
15 სექტემბერი 2026, 15:18
Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა
უნგრეთის მთავრობამ ვიქტორ ორბანის ყოფილი ნაციონალისტური ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიLGBTQ+ რეგულაციების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 15:07
POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს
ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი „ჰუსიტების“ მიერ სტრატეგიული ტერიტორიების ხელში ჩაგდებამ და მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე წნეხის კიდევ უფრო გაძლიერებამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ახლო აღმოსავლეთში კარგი არჩევანი თითქმის აღარ დაუტოვა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 14:10
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან ერთხმად გადააყენა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 13:45
BBC: უზენაესმა სასამართლომ ტრამპის გეგმა ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის შესახებ დაბლოკა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმა, რომელიც ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ფოსტით ხმის მიცემის შეზღუდვას ითვალისწინებდა, დაბლოკა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 13:21
BBC: ნიდერლანდებში რკინიგზის მუშაობა სავარაუდო დივერსიის გამო შეფერხდა
ნიდერლანდების რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ამსტერდამში, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორის, ProRail-ის განცხადებით, მიზეზი ლიანდაგებზე სავარაუდო დივერსია გახდა, იუწყება BBC-ი.
15 სექტემბერი 2026, 13:08
Reuters: რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით სასიგნალო რაკეტები გაისროლა
რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო ვერტმფრენის მიმართულებით ორი სასიგნალო რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 12:46
Euractiv: ხორვატია ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების პროცესს აფერხებს
ხორვატია მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე წნეხს აძლიერებს იმ დროს, როდესაც დასავლეთ ბალკანეთის პატარა ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 11:53
The Washington Post: აშშ-მა კოსმოსში პირველი შეტევითი იარაღი განათავსა
აშშ-მა კოსმოსში იარაღი განათავსა, რომლის გამოყენებასაც ამერიკული ძალების დასაცავად გეგმავს. ინფორმაციას The Washington Post-ი აშშ-ის საჰაერო ძალების მდივან ტროი მაინკზე დაყრდნობით ავრცელებს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


