მედია: უკრაინამ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე Wildberries-ის საწყობები დაბომბა
ფოტო: Getty Images
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებზეც ჩანს, როგორ ამოდის დიდი შავი კვამლი კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრიდან მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში, რომელიც კრემლიდან დაახლოებით 65 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს. დარტყმამდე ქალაქის თავზე უკრაინული დრონებიც დააფიქსირეს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, დრონების რამდენიმე დარტყმა ნოვოსიოლკის სამრეწველო ზონაშიც დაფიქსირდა. მისი თქმით, თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ექვსი დაშავდა.
დილით კვამლი ლენინგრადის ოლქის დასახლებულ პუნქტ კრასნი ბორში მდებარე Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობიდანაც ამოდიოდა. დასახლება სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით 33 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, იუწყება უკრაინული მედია.
მოგვიანებით ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაადასტურა, რომ კრასნი ბორში დრონებმა საწყობს დაარტყეს, თუმცა ობიექტი არ დაუკონკრეტებია.
როგორც უკრაინული მედია წერს, სანქტ-პეტერბურგის, ისევე როგორც მოსკოვის მიმდებარე რეგიონები, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ იშვიათად ხდებოდა უკრაინული შეტევების სამიზნე, რადგან ამ ქალაქების გარშემო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებია კონცენტრირებული.
თუმცა, ბოლო თვეებში უკრაინული დრონების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ისინი სულ უფრო ხშირად აღწევენ ძლიერ დაცულ რაიონებში და დარტყმებს ახორციელებენ ისეთ ქალაქებზე, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი.
ყველა სიახლე
04 აგვისტო 2026, 10:26
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
04 აგვისტო 2026, 10:24
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
04 აგვისტო 2026, 10:20
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
04 აგვისტო 2026, 10:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობოები, რომლებიც ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია - ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად - ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებული, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 10:15
მსოფლიო
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის შედეგსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს განსაზღვრავს
უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის ენერგეტიკული სისტემების დაზიანებისთვის ბრძოლას აგრძელებენ და სწორედ ეს კამპანია განსაზღვრავს მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა POLITICO-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
04 აგვისტო 2026, 10:12
პოლიტიკა
პრემიერი: 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა
2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 10:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული - პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა
კიდევ ერთხელ გასაგებად რომ განვმარტოთ, უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ (ფორმალურად მაინც) სამშობლოს ეხებოდა, როდესაც რუსულ ოკუპაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციელისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, როდესაც დავკარგეთ 120-ზე მეტი ქართული სოფელი, როდესაც დევნილად იქცა ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ქონია - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში.
04 აგვისტო 2026, 10:10
პოლიტიკა
პრემიერი: უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი არც 2008 წლის ომამდე და არც ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ (ფორმალურად მაინც) სამშობლოს ეხებოდა, აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა
კიდევ ერთხელ გასაგებად რომ განვმარტოთ, უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ (ფორმალურად მაინც) სამშობლოს ეხებოდა, როდესაც რუსულ ოკუპაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციელისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, როდესაც დავკარგეთ 120-ზე მეტი ქართული სოფელი, როდესაც დევნილად იქცა ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ქონია - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში.
04 აგვისტო 2026, 10:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საქართველოში მოქმედ აგენტურაზე: საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?
ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია“. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?, - ვკითხულობთ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში.
04 აგვისტო 2026, 10:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას დღემდე ატყვია - ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 10:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ - ეს ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს
2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 10:08
რეგიონი
რუსთავში შიდასაუბნო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, რუსთავში შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 09:36
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკისა და ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კეისუკე ნაგატას შეხვდა.
04 აგვისტო 2026, 09:31
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. სინოპტიკოსების ვარაუდით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 30-35 გრადუსი იქნება.
04 აგვისტო 2026, 09:23
მსოფლიო
საბერძნეთში ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება
საბერძნეთში ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება. ცეცხლი ათენის დასავლეთით ქალაქ მეგარას მიუახლოვდა და დასახლებულ პუნქტებს ემუქრება. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი და სიცხე უწყობს ხელს.
04 აგვისტო 2026, 09:15
მსოფლიო
The Independent: ბრიტანეთში ვადაზე ადრე გათავისუფლების პროგრამიდან მოძალადეებსა და არასრულწლოვანთა მიმართ მძიმე სექსუალური დანაშაულების ჩამდენ პირებს ამოიღებენ
გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების განახლებული პროგრამით ვერ ისარგებლებენ გაუპატიურებისთვის, არასრულწლოვანთა მიმართ მძიმე სექსუალური დანაშაულების გამო მსჯავრდებული პირები. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 09:11
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ბესარიონ ხარძიანის საქმეზე: ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ მძიმე პერიოდს, როდესაც ბიზნესი აბსოლუტური ტერორის ქვეშ იყო
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ხარძიანის საქმე ბიზნესის ტერორის, ზეწოლისა და შანტაჟის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც დამახასიათებელი იყო წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისთვის.
04 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: აშშ კანადაში, გრენადაში, კამერუნში, იაპონიასა და ინდონეზიაში საკონსულოების დახურვას გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ საზღვარგარეთ ხუთი დიპლომატიური მისიის დახურვას გეგმავს, რაც ამერიკის გლობალური დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირების იშვიათი შემთხვევაა. ინფორმაციას Reuters-ი საკითხში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 08:58
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ქ. ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი.


