მსოფლიო

ჟორდან ბარდელა და მარინ ლე პენი

20 სექტემბერი 2026, 14:21

მარინ ლე პენმა და ჟორდან ბარდელამ განაცხადეს, რომ რუსეთი მუქარითა და დაშინებით საფრანგეთის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოიპოვებს

„არცერთ პროვოკაციას, არცერთ ფარულ ოპერაციასა და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ არცერთ ქმედებას არ შეუძლია აიძულოს საფრანგეთი, ხელი შეუწყოს უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო მიზნების მიღწევას. საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა პარიზში სუვერენულად განისაზღვრება, მხოლოდ და მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე. ის ვერ განისაზღვრება ვერც მოსკოვში და ვერც რომელიმე სხვა უცხოურ დედაქალაქში“, - განაცხადეს ლე პენმა და ბარდელამ.

20 სექტემბერი 2026, 12:32

ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქზე შეტევის შესახებ განაცხადეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, „გამოიჩინონ სიფრთხილე და ფრენების შესაძლო გაუქმებისა და მოგზაურობისას სხვა შეფერხებებისთვის“ მზად იყვნენ.

20 სექტემბერი 2026, 12:13

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთი კიევის ოლქზე 24 საათზე მეტია, დარტყმებს ახორციელებდა. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ხუთ რაიონში დაზიანებულია 31 ობიექტი. თავდასხმების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი: სამი ბავშვი და ერთი ქალი. ტკაჩენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად მოხდა ეს. მისი თქმით, 19 სექტემბერს, საღამოს, ვიშჰოროდის რაიონში განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა.

20 სექტემბერი 2026, 12:00

ჩინეთი აშშ-ის „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე: ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა საკუთარი ინტერესების დასაცავად

„ჩინეთი ყოველთვის ახორციელებდა ნორმალურ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებთან თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპებზე დაყრდნობით. ასეთი თანამშრომლობა არ არის მიმართული მესამე მხარეების წინააღმდეგ და არ უნდა ექვემდებარებოდეს მათგან ჩარევას ან ზეწოლას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით აშშ-ის შემდგომ ნაბიჯებს და ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ყველა აუცილებელი ზომა ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და განვითარების ინტერესების, ასევე ჩინური საწარმოების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადეს სამინისტროში.

რიჩარდ გრენელი

20 სექტემბერი 2026, 11:38

რიჩარდ გრენელი: ამერიკული ჟურნალისტიკა მკვდარია

ამერიკული ჟურნალისტიკა მკვდარია, - წერს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში.

კრისტინ ბრინკერი

20 სექტემბერი 2026, 11:38

გერმანიის პოლიციამ AfD-ს ერთ-ერთი ლიდერის თანაშემწის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ბერლინის მიწის პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის ლიდერის, კრისტინ ბრინკერის თანამშრომლის ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. პროკურატურის ინფორმაციით, 48 წლის კაცი ეჭვმიტანილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში, თუმცა ჩხრეკისას ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს.

20 სექტემბერი 2026, 11:33

ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელიც დედაქალაქის ახალ მერსაც გამოავლენს. კენჭისყრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მმართველი კოალიციისთვის.

20 სექტემბერი 2026, 11:27

მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ

მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ. მანიფესტანტებმა სამართალდამცველებს სასიგნალო რაკეტები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. დემონსტრანტების დასაშლელად ქალაქში ცხენოსანი საპოლიციო რაზმები გამოიყვანეს.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}