Al Arabiya: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პრინციპის დონეზე შეთანხმდნენ
ფოტო: Getty Images
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმების ძირითად პირობებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Al Arabiya ინფორმირებულ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, შეთანხმების ოფიციალური გამოცხადება შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს.
მისივე თქმით, თეირანსა და მასკატს შორის მიღწეული შეთანხმება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.
წყაროს ცნობით, შეთანხმება 60 დღით იქნება გათვლილი და მისი მთავარი მიზანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენაა.
მისივე განცხადებით, 60-დღიანი შეთანხმება არსებული ჩიხიდან გამოსვლასა და ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყებასაც ითვალისწინებს.
გეგმის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში შემავალი გემები ირანის სანაპიროსთან მდებარე საზღვაო დერეფნით ისარგებლებენ, ხოლო სრუტიდან გამსვლელი ხომალდები - ომანის მხარეს არსებული სანაოსნო მარშრუტით.
წყაროს ინფორმაციით, რეგიონული ქვეყნები ასევე შეიძლება ჩაერთონ სრუტის დანაღმული უბნების გაწმენდასა და სხვა აუცილებელი ტექნიკური პროცედურების განხორციელებაში.
ყველა სიახლე
06 აგვისტო 2026, 14:10
სპორტი
თორნიკე შენგელია „დუბაის“ კალათბურთელია
თორნიკე შენგელია კარიერას „დუბაიში“ განაგრძობს. 34 წლის ქართველი კალათბურთელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კონტრაქტის დეტალები ამ დროისთვის გასაჯაროებული არ არის. ტრანსფერი კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
06 აგვისტო 2026, 14:07
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, ოპოზიციის მონოპოლიზება მოახდინოს და სხვა პარტიები მოგუდოს.
06 აგვისტო 2026, 13:54
ტექნოლოგიები
აშშ-ში ჰიპოალერგიული ძაღლები გამოიყვანეს🐕
The Guardian-ის ცნობით, კომპანიამ ცხოველის დნმ-იდან ამოიღო ძირითადი ალერგენი, რომლის მატარებლებიც ძაღლები არიან. ამის შემდეგ დარედაქტირებული გენი გადაიტანეს კვერცხუჯრედებში, რომლებიც სუროგატ დედას - ბიგლს ჩაუსვეს. შედეგად, მან 2024 წლის სექტემბერში ორი ჯანმრთელი ძუ ლეკვი შობა. მათ ალფი და ბეილი დაარქვეს.
06 აგვისტო 2026, 13:53
მსოფლიო
The Washington Post: ტრამპმა დონორებს განუცხადა, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯეი დი ვენსის ხილვა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ დონორებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სურს, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მოიპოვოს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 13:47
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
06 აგვისტო 2026, 13:43
ტექნოლოგიები
OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა გაქცევის დაგეგმვის მიზნით საიდუმლოდ იკონტაქტეს
როგორც უოლესი აღნიშნავს, „გაქცევისთვის“ მზადება ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. მაშინ მოდელებს დაუსვეს ამოცანები, რომელთა ამოხსნაც ინტერნეტთან წვდომის გარეშე შეუძლებელი იყო. ერთ-ერთმა აგენტმა შეტყობინება დატოვა: „ჩვენ გავიჭედეთ. იქნებ პასუხი ინტერნეტშია?“.
06 აგვისტო 2026, 13:41
თავდაცვა
ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. საიუბილეო ღონისძიება ქუთაისში, ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას იუბილე, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
06 აგვისტო 2026, 13:22
პოლიტიკა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
სუს-ის განცხადებით, ყალბი ბოტ-ანგარიშებით ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის მტრული გარემო იყო შექმნილი (მაგალითად, ტურისტების მიმართ ძალადობისა და მომსახურების განზრახ გაუარესების შესახებ). უწყება ამტკიცებს, რომ კამპანია კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხოური ონლაინმედიის საშუალებითაც, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
06 აგვისტო 2026, 12:56
მსოფლიო
POLTICO: ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირში გაწევრიანების ნელი ტემპის გამო იმდეგაცრუებულია
ჩრდილოეთ მაკედონია ქაღალდზე ბრიუსელისთვის სამაგალითო კანდიდატია – ქვეყანა სრულად არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შეთანხმებული და გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ 2005 წელს გამოთქვა. თუმცა, ორი ათეული წლის შემდეგაც სკოპიე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების სრულფასოვნად დაწყებას ელოდება და მოთმინებას კარგავს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 12:46
საზოგადოება
გლდანის რაიონში მიმდინარე წელს ბმა-ს პროგრამით 24 სახურავი რეაბილიტირდა
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები 24 მისამართზე განხორციელდა. გაწეული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 691 000 ლარი დაიხარჯა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 12:46
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკავშირმა სამხედრო ასაკის მქონე უკრაინის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის გაცემა შეაჩერა
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დღეიდან აღარ მისცემენ თავშესაფარს იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში გაწვევის ასაკი აქვთ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 12:42
პოლიტიკა
თამარ ზოდელავამ გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 12:22
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 12:18
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებზე გაგვეზარდა
თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე.
06 აგვისტო 2026, 12:15
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება მკაცრად აღკვეთოს სიძულვილის ენა ინტერნეტში, იმიტომ რომ დასავლეთის ფავორიტია, საქართველოს ხელისუფლებას კი ამის უფლება თურმე არ უნდა ჰქონდეს, თუ აშშ-ის საელჩოს და სხვა დასავლელი აქტორების „ლოგიკას“ დავეყრდნობით
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, სიძულვილის ენის გაღვივების ხელშემწყობი პოლიტიკოსების მკაცრი დასჯა მოითხოვა.
06 აგვისტო 2026, 12:08
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა მზის ზედაპირი უპრეცედენტო დეტალიზაციით გადაიღეს
მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მზის ტელესკოპით (Inouye Solar Telescope) მზის ზედაპირის (ფოტოსფეროს) ყველაზე მაღალი რეზოლუციის ფოტოები და კადრები გადაიღეს. მასალაზე მკაფიოდ ჩანს ენერგიის მბრუნავი გრიგალები, რომელთა დაფიქსირებაც მანამდე შეუძლებელი იყო.
06 აგვისტო 2026, 12:03
რეგიონი
ლევან დარსალია: ზამთრის სეზონისთვის გუდაურში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდას
„ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდას“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ, 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
06 აგვისტო 2026, 11:57
კულტურა
A$AP Rocky აცხადებს, რომ რიანა ახალ მუსიკაზე მუშაობს
„შენ ხარ იმის მიზეზი, ალბომი რომ არ გვაქვს?“ - ჰკითხა პოდკასტის წამყვანმა ჯეისონ ლიმ რეპერს, რომელთანაც რიანას 3 შვილი ჰყავს. რეპერმა ეს უარყო და თქვა, რომ მომღერალი სინამდვილეში ახალ მუსიკაზე მუშაობს.
06 აგვისტო 2026, 11:38
მსოფლიო
აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშნას სასამართლომ 130 ათასი დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ ელჩს აშშ-ში ოლგა სტეფანიშინას კორუფციის საქმეზე 6 მილიონი გრივნის (დაახლოებით 130 ათასი დოლარი) ოდენობის გირაო შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


