POLITICO: აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ჩინეთში ჩასვლა სურს, თუმცა პეკინში მას არ ელოდებიან
ელბრიჯ კოლბი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ჩინეთის მიმართ მკაცრი პოზიციით ცნობილ ელბრიჯ კოლბის სურს პეკინთან ურთიერთობების გაუმჯობესება ოფიციალური ვიზიტის გზით. თუმცა, ჩინეთის მთავრობა მკაფიოდ ეუბნება, რომ მას ქვეყანაში ჩასვლის სურვილი ამ ეტაპზე არ აქვს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კოლბი უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს ჩინეთის მთავრობისგან ოფიციალური მიწვევა მიიღოს, მათ შორის, თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სთხოვდა, საკითხი ჩინელ კოლეგებთან შეხვედრებისას დაეყენებინათ, თუმცა, ჯერჯერობით ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
წყაროების თქმით, პენტაგონის მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ჩინეთში ვიზიტი აუცილებელია ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის, რომლებიც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიძაბა - მიზეზებს შორის იყო ურთიერთსაპასუხო ტარიფები, ექსპორტის შეზღუდვები და მზარდი დაპირისპირება ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სამხედრო აქტივობის გაძლიერების გამო.
თუმცა, კოლბის მცდელობა ასევე მისი პოზიციის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს. სწორედ ის მონაწილეობდა დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში იმ სტრატეგიის შემუშავებაში, რომელმაც პეკინი შეერთებული შტატების მთავარ საფრთხედ განსაზღვრა.
„მისი მთავარი მიზანი ახლა ჩინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლაა და ის ყველას სთხოვს, შეხვედრებზე ეს საკითხი წამოჭრან. ის ამით შეპყრობილია“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
კოლბის უკმაყოფილება აჩვენებს, თუ როგორ გაართულა ადმინისტრაციის ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებმა პეკინის მიმართ ისედაც მყიფე აშშ-ჩინეთის ურთიერთობები. მაგალითად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს „მეგობარი“ უწოდა, თუმცა ამავე დროს მას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი.
როგორც POLITICO წერს, ჩინეთის ხელისუფლება განსაკუთრებით უკმაყოფილოა ტაივანზე 11 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების გაყიდვის გამო, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დეკემბერში დაამტკიცა. ეს ფაქტორი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პეკინი კოლბის მიმართ ცივ დამოკიდებულებას იჩენს, განაცხადა რენდი შრაივერმა, რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში თავდაცვის მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.
შრაივერის თქმით, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა მას გასულ თვეში განუცხადეს, რომ „ტაივანისთვის იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებულმა წინა გადაწყვეტილებამ“ შეაფერხა აშშ-ის წარმომადგენლის პეკინში მასპინძლობის გეგმები. თუმცა, ჩინეთის ხელისუფლება კვლავ ცდილობს დაგეგმოს როგორც კოლბის, ისე თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის ვიზიტები.
შრაივერმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ჩინელმა მაღალჩინოსნებმა მას პეკინში ყოფნისას მიაწოდეს, სადაც ის აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმოხილვის კომისიის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა.
პენტაგონმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ჩინეთის საელჩომ კი განცხადებაში მხოლოდ ხაზი გაუსვა პეკინის პოზიციას ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგ.
კოლბის მიწვევასთან დაკავშირებით ჩინეთის თავშეკავებული დამოკიდებულება იმ დროს ვლინდება, როდესაც მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის თავდაცვის სფეროში უმაღლესი დონის ვიზიტები სულ უფრო იშვიათი ხდება. ჩინეთის არმიაში ამჟამად მასშტაბური წმენდა მიმდინარეობს, რის შედეგადაც თანამდებობები დატოვეს თავდაცვის ორმა ყოფილმა მინისტრმა, რამაც ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კომუნიკაცია კიდევ უფრო გაართულა, წერს გამოცემა.
ჰეგსეტს ჩინელ კოლეგებთან ისეთი ტიპის შეხვედრები არ ჰქონია, როგორიც ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში საერთაშორისო კონფერენციების ფარგლებში იმართებოდა. მისი მაისის ვიზიტი ჩინეთში ტრამპთან ერთად იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი 2018 წლის შემდეგ, როდესაც ჩინეთს ჯეიმს მატისი ეწვია. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო მოქმედებების საკითხზე დაბალი დონის კონსულტაციები მაინც გაიმართა.
ყველა სიახლე
20 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციების ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხოს ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციების ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხოს ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში., - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას.
20 სექტემბერი 2026, 20:07
რეგიონი
აჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა. აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა. ბათუმში ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დარჩენილ ლოკაციებზე გრძელდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დილიდან საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა გზების გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. დატბორილ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას და საჭირო ღონისძიებებს ახორციელებენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მცირე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დილიდან იწმინდება მეწყრული მასისგან დამეწყრილი მონაკვეთები და წესრიგდება გზები. ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდის სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და თანამშრომლები უკვე ორი დღეა უწყვეტად ახორციელებენ. სულ დაფიქსირებული 20 მიმართულებიდან, ამ ეტაპზე სამუშაოები მხოლოდ დარჩენილ სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს. უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიები განიხილავენ. ზიანის შეფასებისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ანაზღაურება დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდება. რეგიონში შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია და სამუშაოები კოორდინირებულად გრძელდება.
20 სექტემბერი 2026, 19:52
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებას განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს“ უწოდებს.
20 სექტემბერი 2026, 18:53
მსოფლიო
გამოკითხვა: პოლონელთა ნახევარზე მეტი ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა
პოლონეთში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მოსახლეობის უმრავლესობაში პოპულარობით ვერ სარგებლობს. გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 54,3% მთავრობის მეთაურის პოსტზე მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
20 სექტემბერი 2026, 18:45
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მოქალაქეებს, რის შედეგადაც ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
20 სექტემბერი 2026, 18:38
მსოფლიო
იტალიის მთავრობა სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას გეგმავს
„იტალიის სკოლაში ღია სახით უნდა იარო და არავის შეუძლია რეალურ თუ სავარაუდო ტრადიციას ამოფარებულმა გადაწყვიტოს, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი უნდა დაფაროს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
20 სექტემბერი 2026, 17:58
სპორტი
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კიკვიძის პარკში ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კიკვიძის პარკში ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა.
20 სექტემბერი 2026, 17:58
კულტურა
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის ფარგლებში პოლონელი რეჟისორისა და სცენარისტის, აგნეშკა ჰოლანდისა და ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის პრესკონფერენციები გაიმართა
საკუთარ შემოქმედებაზე, ფესტივალსა და ქართულ კინემატოგრაფიაზე ცნობილმა პოლონელმა რეჟისორმა და სცენარისტმა, „ოსკარის“ სამგზის ნომინანტმა აგნეშკა ჰოლანდმა ილაპარაკა.
20 სექტემბერი 2026, 17:51
სპორტი
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ერედივიზიონის მე-7 ტურში „ექსელსიორმა“ სტუმრად „აიაქსთან“ ფრედ, 2-2 ითამაშა.
20 სექტემბერი 2026, 17:45
სპორტი
თბილისის ზღვაზე წყლის სპორტის მასშტაბური ღონისძიება - „დრაგონ ბოუტი“ თბილისი 2026 გაიმართა
თბილისის ზღვაზე წყლის სპორტის მასშტაბური ღონისძიება - „დრაგონ ბოუტი“ თბილისი 2026 გაიმართა. ჩემპიონატი თბილისის კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
20 სექტემბერი 2026, 17:41
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ
ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ, - წერს სოციალურ ქსელში კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია.
20 სექტემბერი 2026, 17:40
საზოგადოება
ბოტანიკური ბაღში იკებანას მასტერკლასი გაიმართა
ღონისძიება ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ის იაპონური კულტურის პოპულარიზაციასა და საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა.
20 სექტემბერი 2026, 17:22
მსოფლიო
თელ-ავივში საპროტესტო აქცია გაიმართა
თელ-ავივში ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერთ: „კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს?“ ისმოდა მთავრობის გადადგომის მოწოდებები.
20 სექტემბერი 2026, 17:21
მსოფლიო
ნორვეგიაში, გაფიცვის გამო, 100-ზე მეტი სარკინიგზო რეისი გაუქმდა
ნორვეგიაში, რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვის გამო, 160-ზე მეტი რეისი გაუქმდება. 50-მდე მემანქანემ გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ნორვეგიის მემანქანეთა ასოციაციასა და სატრანსპორტო კომპანიას შორის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ჩაიშალა.
20 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
პეტერ მადიარს ღვინო შეასხეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ღვინო შეასხეს. ინციდენტი ქალაქ სეკსარდში მოხდა, სადაც პეტერ მადიარი ყურძნის მოსავლის აღებას დაესწრო. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში თავად მადიარმა გამოაქვეყნა, ჩანს, თუ როგორ ასხამს ღვინოს შუა ხნის მამაკაცი პრემიერს. ის მადიარის დაცვის თანამშრომლებს გაჰყავთ.
20 სექტემბერი 2026, 17:17
რეგიონი
კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს
კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს. გადამუშავებულია 23 ათას ტონამდე ყურძენი, რომლის 90-მდე პროცენტი მაღალკონდიციურია. ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასები მევენახეებს აძლევს მოტივაციას, რომ ყურძნის სიმწიფეში შესვლას დაელოდონ.
20 სექტემბერი 2026, 17:11
მსოფლიო
NYT: რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო
რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო, - წერს The New York Times-ი. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს გავლენა მოიპოვოს ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე საზოგადოებაში უთანხმოების დათესვითა და ქაოსით. რუსები დეზინფორმაციისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და მათი სამიზნე ძირითადად დემოკრატი კანდიდატები არიან.
20 სექტემბერი 2026, 17:02
მსოფლიო
ბერლინში რეგიონულ არჩევნებზე მაღალი აქტივობაა
გერმანიაში, ბერლინისა და მეკლენბურგ-წინა პომერანის მიწებზე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. გამოკითხვების მიხედვით, ბერლინში ხმების 22%-ით „მემარცხენეთა პარტია“ ლიდერობს, კანცლერ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ ხმების 20% აქვს, მესამე ადგილს კი 18%-ით ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იკავებს.
20 სექტემბერი 2026, 16:18
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
20 სექტემბერი 2026, 15:51
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.


