14 აგვისტო 2026, 11:19 / სანდო წყარო

The Telegraph: ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი რუსეთს გემების დაპატიმრებაში ხელს ვერ შეუშლის

ბრიტანეთის ფლოტს არ აქვს საკმარისი საცეცხლე ძალა, რათა რუსეთს ბრიტანეთის სავაჭრო გემების დაპატიმრებაში ხელი შეუშალოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანელი სამხედროები „ყველაზე მეტად“ რუსეთის მიერ ბრიტანული გემების შესაძლო დაკავებაზე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში არიან შეშფოთებული, რადგან ამ რეგიონში ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფნა შეზღუდულია.

ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, „შეამოწმონ და დააკავონ“ ევროპული გემები, რაც სანქციებისთვის თავის არიდების საქმეში გამოყენებული რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერების წინააღმდეგ გაძლიერებული ზომების საპასუხოდ ხდება.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ბრიტანეთი შესაძლო სამიზნედ დაასახელა და განაცხადა, რომ მოსკოვმა მოიპოვა ინფორმაცია ბრიტანეთთან დაკავშირებული 27 გემის შესახებ, რომლებმაც იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარე სადავო კურილის კუნძულებთან ახლოს გაიარეს.

ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ადმირალმა ლორდ ვესტმა, განაცხადა, რომ ბრიტანული გემების უსაფრთხოებაზე შეშფოთებულია.

„ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები სულ უფრო მცირდებოდა და მცირდებოდა და ახლა საკმარისი რაოდენობის გემები არ გვყავს, რათა გლობალური საზღვაო გადაზიდვების დაცვა შევძლოთ“, - განუცხადა ლორდ ვესტმა The Telegraph-ს.

ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ამჟამად მხოლოდ ორი საპატრულო გემი ჰყავს განლაგებული, რომელთა ამოცანაა რეგიონში ბრიტანული გემების დაცვა, წერს გამოცემა.

თუმცა, 295 ფუტის სიგრძის River-ის კლასის გემები HMS Tamar და HMS Spey რეგიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან შედარებით მსუბუქად არიან შეიარაღებული. აღნიშნულ რეგიონში რუსეთს ჰყავს კრეისერი „ვარიაგი“, რომელმაც ამ კვირაში კურილის კუნძულებთან მიმდინარე სამხედრო წვრთნებში მიიღო მონაწილეობა.

ბრიტანულმა გემებმა 2021 წელს პორტსმუთიდან შორეულ აღმოსავლეთში ხანგრძლივი მისიის შესასრულებლად აიღეს გეზი. იმ დროისთვის დაუნინგ-სტრიტი და სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა მიანიშნებდნენ, რომ რეგიონში ბრიტანეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება სურდათ.

თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ლონდონს გეგმების გადახედვა აიძულა. სამხედრო-საზღვაო ძალებმა პრიორიტეტად ჩრდილოეთ ატლანტისა და არქტიკის უსაფრთხოება განსაზღვრეს, სადაც რუსეთის მხრიდან საფრთხე სულ უფრო იზრდება.

ამავდროულად, ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ბოლო პერიოდში, რამდენიმე Type 23-ის კლასის ფრეგატის ჩამოწერის შემდეგ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა. ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ახლა ზღვის ზედა ფლოტში მხოლოდ ორი ავიამზიდი, ექვსი საესკადრო ნაღმოსანი და ხუთი ფრეგატი ჰყავს, აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, ბრიტანეთის ატომური წყალქვეშა ნავების უმეტესობა, რომლებიც მოწინააღმდეგის ძებნა-განადგურების მისიებს ასრულებენ, მწყობრიდან არის გამოსული. ქვეყნის ოთხი Vanguard-ის კლასის წყალქვეშა ნავიდან, რომლებიც ბრიტანეთის ბირთვულ არსენალს ატარებენ, მხოლოდ ერთია საბრძოლო მორიგეობაზე.

ბრიტანეთის „კონსერვატიული“ პარტიის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, პუტინის მუქარაზე რეაგირებისთვის მთავრობას მოკავშირეებზე დაყრდნობა მოუწევს.

„პუტინის განცხადებებზე პირველი რეაგირება მოკავშირეებთან, მაგალითად, საფრანგეთთან თანამშრომლობა უნდა იყოს, რათა მთელ მსოფლიოში ტვირთი თანაბრად გავინაწილოთ და ესკორტისა თუ დაცვის მოვალეობები ერთობლივად შევასრულოთ“, - განუცხადა მან The Telegraph-ს.

ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა იაპონიისგან დახმარების თხოვნა იყოს, რადგან ევროპული რესურსები ამჟამად ატლანტის ოკეანის, არქტიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებს შორის არის გადანაწილებული.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2026, 12:08

რეგიონი

ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა მონაწილეების მეოთხე ნაკადს უმასპინძლა

პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შეხვედრა ჰქონდათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებმაც მათ არაფორმალურ გარემოში, პროფესიული და შემოქმედებითი გამოცდილება გაუზიარეს.

14 აგვისტო 2026, 12:00

რეგიონი

ზურაბ პატარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროს აქტუალური საკითხები, მიმდინარე პროგრამების შესრულების დინამიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს; ასევე, იმსჯელეს შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებაზე. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური ვითარების შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობისა თუ ვიზიტორებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება.

14 აგვისტო 2026, 11:55

რეგიონი

რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება

რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება. მე-11 საბავშვო ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი შენობის მშენებლობა თითქმის დაასრულა. თანამედროვე სტანდარტების, მოზარდების საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სექტემბრიდან 300 აღსაზრდელს მიიღებს.

გიორგი გაბუნია

14 აგვისტო 2026, 11:50

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: აცხადებენ, რომ რუსეთში კონცერტებს არ ჩაატარებენ, რუსეთში არ ჩავლენ. ეს გასაგებია, მათი აზრია და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ყველას საკუთარი დამოკიდებულება აქვს. მეორეა, რა მოწოდებებს აკეთებენ საზოგადოების მიმართ

აცხადებენ, რომ რუსეთში კონცერტებს არ ჩაატარებენ, რუსეთში არ ჩავლენ. ეს გასაგებია, მათი აზრია და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ყველას საკუთარი დამოკიდებულება აქვს. მეორეა, რა მოწოდებებს აკეთებენ საზოგადოების მიმართ, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ რუსოფობიის თემაზე საუბრისას.

სერგეი ლავროვი

14 აგვისტო 2026, 11:45

მსოფლიო

ლავროვი: რუსეთი თავად აირჩევს, თუ რომელი დასავლური გემი დააპატიმროს

მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული გემების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო სამიზნეებს თავად აირჩევს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

14 აგვისტო 2026, 11:27

პოლიტიკა

გენერალთა კლუბის დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე ბარამიძის განცხადებაზე: თუ ეს წამოცდენით ნათქვამია, იმ წუთში ამოიწურებოდა და ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ თუ შეგნებულად არის ნათქვამი და დღესაც ასე ფიქრობს - ეს დანაშაულია

თუ ეს წამოცდენით ნათქვმია, იმ წუთში ამოიწურებოდა და ბოდიშს მოიხდიდა. მაგრამ თუ ეს შეგნებულად არის ნათქვამი და დღესაც ასე ფიქრობს - ეს დანაშაულია, - განაცხადა საქართველოს გენერალთა კლუბის დირექტორმა მალხაზ ჩიხლაძემ გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასებისას.

გიორგი ჯინჭარაძე

14 აგვისტო 2026, 11:27

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო მოღალატეობრივი, მიზანმიმართული. მაქვს ინფორმაცია, რომ მას შესთავაზეს, აღნიშნული სიუჟეტი არ გასულიყო, თუმცა მისი ნებით ეს მოხდა

გიორგი ბარამიძის განცხადება იყო მოღალატეობრივი, მიზანმიმართული. მაქვს ინფორმაცია, რომ მას შესთავაზეს, აღნიშნული სიუჟეტი არ გასულიყო, თუმცა მისი ნებით ეს მოხდა, - განაცხადა გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული, ფაქტობრივად, არის უცხოური აგენტურის გამოვლინება და გიორგი ბარამიძის განცხადება არის არასახელმწიფოებრივი.

ჯანდრი უბირია

14 აგვისტო 2026, 11:15

პოლიტიკა

ომის ვეტერანი ჯანდრი უბირია ბარამიძის განცხადებაზე: ვწუხვარ, რომ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არიონ ეს ქვეყანა და ხელი შეუშალონ იმ ნელ-ნელა მიმდინარე მშვიდობიან პროცესს, რასაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჰქვია

სამწუხაროა, რომ საქართველოში დაბადებული ადამიანი - ბარამიძე, ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშინ როდესაც არცერთი ასეთი ფაქტი არ ყოფილა, - განაცხადა ომის ვეტერანმა ჯანდრი უბირიამ „ქრონიკასთან“.

14 აგვისტო 2026, 11:05

პოლიტიკა

34 წელი აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან - დაღუპულთა ხსოვნას გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები პატივს მიაგებენ

34 წელი აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან - თარიღთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები მიაგებენ. ადგილზე იმყოფებიან ომის ვეტერანები და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.

ნანა კაკაბაძე

14 აგვისტო 2026, 10:53

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ხალხის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, პოლიტიკურად მაინც აგონ პასუხი დამნაშავე პოლიტიკოსებმა და დაჩქარდეს ის პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამნაშავე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჰქვია

ხალხის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, პოლიტიკურად მაინც აგონ პასუხი დამნაშავე პოლიტიკოსებმა და დაჩქარდეს ის პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამნაშავე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჰქვია. ხალხი მოლოდინის რეჟიმშია. ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

14 აგვისტო 2026, 10:46

მსოფლიო

Reuters: უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დროებითი ზავის დადება შესთავაზა

უკრაინამ რუსეთს შეთავაზება გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც ორივე მხარემ შავ ზღვაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები უნდა შეაჩეროს. ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

14 აგვისტო 2026, 10:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რიტორიკული შეკითხვა - რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სვამს რიტორიკულ შეკითხვას და მიუთითებს ორმაგ სტანდარტებზე საქართველოს მიმართ. მისი თქმით, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, დანია, გერმანია, პოლონეთი და ჩეხეთი აძევებენ უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელებს. ქართველიშვილი სვამს შეკითხვას, რა რეაქციას გამოიწვევს „ევროპელების“ რიგებში, საქართველომაც ამგვარი გადაწყვეტილება რომ მიიღოს.

14 აგვისტო 2026, 10:38

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 10:26

სამართალი

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

14 აგვისტო 2026, 10:22

სამართალი

პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

სკოტ ბესენტი

14 აგვისტო 2026, 10:17

მსოფლიო

სკოტ ბესენტი: ირანის წინააღმდეგ ისეთ ზომებს გავატარებთ, როგორიც აქამდე არცერთი ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციის ისტორიაში არ ყოფილა

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ტელეარხ Newsmax-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირას ირანის წინააღმდეგ ახალ ზომებს გამოაცხადებს, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციას უპრეცედენტო დონეზე აიყვანს.

14 აგვისტო 2026, 09:51

მსოფლიო

უნგრეთმა ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის გაგრილების სისტემის უზრუნველსაყოფად, მდინარე დუნაის კალაპოტის შეცვლის საინჟინრო სამუშაოები დაიწყო

უნგრეთმა ერთადერთი ატომური ელექტრო სადგურის მუშაობისთვის გაგრილების სისტემის უზრუნველსაყოფად, მდინარე დუნაის კალაპოტის შეცვლის საინჟინრო სამუშაოები დაიწყო. ბარიერების მშენებლობის პარალელურად ბარჟების ჩაძირვა დაიწყეს. რითაც მდინარეში წყლის დონის მატება უნდა მოხდეს. უნგრეთის პრემიერის თქმით, ვითარება საგანგაშოა და სასწრაფო ზომებს საჭიროებს.

14 აგვისტო 2026, 09:48

მსოფლიო

Reuters: რეკორდული წვიმის გამო ათასობით მგზავრი ტოკიოს აეროპორტში ჩარჩა. წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა, არის მსხვერპლი

იაპონიის ჩიბას პრეფექტურაში რეკორდული წვიმის შედეგად დაახლოებით 7 000 მგზავრი ჩარჩა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში, რადგან წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 09:38

მსოფლიო

ესპანეთში ხანძარმა დაახლოებით, 35 000 ჰექტარი ფართობის ტყე გაანადგურა - სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ ეს ცეცხლის ლოკალიზებას კიდევ უფრო გაართულებს

ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით სევილიაში ტყის ხანძრის გავრცელების რისკი გაიზარდა. სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ ეს ცეცხლის ლოკალიზებას კიდევ უფრო გაართულებს და ახალი კერების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. ხანძარმა დაახლოებით, 35 000 ჰექტარი ტყის ფართობი უკვე გაანადგურა.