ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
ფოტო: GettyImages
ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინიციატივის ავტორი, ფინეთის სოციალურ საკითხთა მინისტრი, მოტივად სოციალური მედიის მიერ გამოწვეული ზიანისგან მცირეწლოვნების დაცვას ასახელებს.
მისი თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ამ ზაფხულს ბავშვების მიმართ სექსუალური დანაშაულები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც სოციალური მედია უწყობს ხელს.
„რა თქმა უნდა, ეს მაშფოთებს, როგორც მინისტრი, როგორც დედა და ასევე, როგორც ყოფილი იურიდიული თანაშემწე - მე ბევრ ბავშვს ვეხმარებოდი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეში. იმედი მაქვს, რომ სოციალური მედიის აკრძალვა ასევე უზრუნველყოფს მხარდაჭერას, განსაკუთრებით მშობლებისთვის, რათა ის გამოყენებული იყოს როგორც საფუძველი სახლში სოციალური მედიის გამოყენების შესახებ საუბრებისთვის“, - აღნიშნა ფინეთის სოციალურ საკითხთა მინისტრმა.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 11:22
პოლიტიკა
პრემიერი: 2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე, ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ, ნებისმიერ ვითარებაში, წინა პლანზე საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენოს
2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
18 აგვისტო 2026, 11:20
მსოფლიო
წყალდიდობამ ლიმაში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ პერუს დედაქალაქში წყალდიდობა გამოიწვია. ადიდებულმა წყალმა ლიმას რამდენიმე რაიონში საკანალიზაციო და წყალსადენი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა. დაიტბორა სახლები და ქუჩები, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეწყდა.
18 აგვისტო 2026, 11:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს, სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია
საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
18 აგვისტო 2026, 11:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ხელისუფლება, მაშინაც და დღესაც არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს, ფაქტია, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან სრულად შეუთავსებელი იყო, ამ ყველაფრის შედეგი კი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა
როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. ასეთი იყო და დღესაც ასეთია საერთაშორისო პოლიტიკის რეალობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
18 აგვისტო 2026, 11:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კანონების, რომელთა აღსრულება როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისე სუვერენიტეტის დასაცავად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ამავდროულად, საჯაროდ ითხოვდნენ და დღესაც ითხოვენ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთებას, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა
ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ანუ ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით თარგმნილი ანალოგის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კანონებისა, რომელთა აღსრულება როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისე სუვერენიტეტის დასაცავად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
18 აგვისტო 2026, 11:12
მსოფლიო
ნავთობის ფასმა 90 დოლარს გადააჭარბა
ნავთობი ისევ ძვირდება. Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფიუჩერსებმა 27%-ით მოიმატა და 30 ივლისის შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - 91დოლარსა და 14 ცენტს მიაღწია.
18 აგვისტო 2026, 11:12
პოლიტიკა
პრემიერი: აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა, ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა
აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
18 აგვისტო 2026, 11:12
პოლიტიკა
პრემიერი: ერეკლე მეორის ყველაზე აქტიური კრიტიკოსები დღეს თავს მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ და ისე მსჯელობენ, რომ არათუ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, არამედ, ევროპის არსებობაც კი ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ, სინამდვილეში კი სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა
ერეკლე მეორის ყველაზე აქტიური კრიტიკოსები დღეს თავს პროევროპულად განწყობილ მოქალაქეებად და მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ და ხშირად ისე მსჯელობენ, რომ არათუ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, არამედ, ევროპის არსებობაც კი ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ. სინამდვილეში კი, თუ ისტორიულ კონტექსტს გავითვალისწინებთ, სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
18 აგვისტო 2026, 11:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მრავალი ომის, ოკუპაციის, პოლიტიკური კატაკლიზმისა და ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სწორედ ეს არის ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგი
ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო - როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც, რასაც ყველაზე უკეთ ის ფაქტი ადასტურებს, რომ დღეს საქართველო თვითმყოფადი, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ ფესვებსა და ტრადიციულ ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
18 აგვისტო 2026, 11:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თითოეული სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს, ასეთია რეალობა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას უდევს საფუძვლად
თითოეული სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს, ასეთია რეალობა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას უდევს საფუძვლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
18 აგვისტო 2026, 11:07
მსოფლიო
უკრაინამ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ასობით დრონით შეუტია
მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დრონების ნაწილის ვარდნის ადგილებში საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მოსკოვში 8 ავიარეისის დაშვება ვერ მოხერხდა. მოსკოვის ოთხივე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა.
18 აგვისტო 2026, 10:56
სამართალი
ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის იძებნებოდა
ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის იძებნებოდა
18 აგვისტო 2026, 10:54
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარასა და იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინა
„ბუნებრივი რესურსების დაცვა და გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით მკაცრ და უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ. ტყით უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არარეგისტრირებული სახერხი საამქროების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. დეპარტამენტი პრაქტიკაში აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე. გამკაცრებულია კანონმდებლობაც. შედეგად, მიმდინარე წლის 7 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1026 ფაქტი, დალუქულია 42 უკანონო სახერხი საამქრო“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
18 აგვისტო 2026, 10:50
სამართალი
სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
18 აგვისტო 2026, 10:48
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან.
18 აგვისტო 2026, 10:46
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
18 აგვისტო 2026, 10:42
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
18 აგვისტო 2026, 10:33
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: იკითხებოდა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით, უცხოური აგენტურის მოღალატეობრივ კამპანიას ექნებოდა კულმინაცია და ეს გააკეთეს კოლექტიურმა გვარამიებმა, რომლებმაც აფხაზეთის საკითხს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი უწოდეს და მისი, როგორც „ტრავმული მეხსიერების“ დავიწყება, პრაგმატულ ნაბიჯად წარმოაჩინეს
გვარამიამ რადიკალურად განსხვავებული კონტექსტები იმიტომ გააიგივა ერთმანეთთან, რომ მთავარ სათქმელამდე მისულიყო - ეფემერული ევროინტეგრაცია უნდა იყოს უზენაესი ეროვნული მიზანი და არა საქართველოს გამთლიანება, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
18 აგვისტო 2026, 10:19
საზოგადოება
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
18 აგვისტო 2026, 10:17
მსოფლიო
ტრამპის რეიტინგი მისი პრეზიდენტობის ორივე ვადის პერიოდში მინიმუმამდე დაეცა
დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 33%-მდე შემცირდა - ეს აშშ-ის საპრეზიდენტო პოსტზე მისი ორივე ვადის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. ასეთია Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მონაცემები, რომელიც 17 აგვისტოს დასრულდა. გასულ კვირას ტრამპის მუშაობას პრეზიდენტის პოსტზე რესპონდენტთა 35% იწონებდა.


