რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, დრონი ჩამოვარდა
ფოტო: Getty Images
ღამით რუმინეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა და უკრაინის საზღვართან ახლოს, ტულჩას ოლქში ჩამოვარდა. ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს რადიოლოკაციურმა სათვალთვალო სისტემამ „უკრაინის საზღვართან ჰაერში მყოფი სამიზნეების ჯგუფი“ ადგილობრივი დროით დილის 02:23 საათზე დააფიქსირა.
სიტუაციაზე დაკვირვების მიზნით ქვეყანამ ჰაერში ორი ესპანური F-18 ტიპის თვითმფრინავი აწია. გარდა ამისა, საჰაერო დაზვერვის ჩასატარებლად რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენი IAR-330 SOCAT აფრინდა.
როგორც იტყობინებიან, დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში ქალაქ გალაციდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში შევიდა, ხოლო დილის 03:24 საათზე იგი ტულჩას ჟუდეცის სოფელ გრინდუდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 4 კილომეტრში, დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა.
საფრენი აპარატის მიწასთან შეჯახების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რომელიც თავისით ჩაქრა. მსხვერპლის ან მატერიალური ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
შემთხვევის ადგილზე ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი გაიგზავნა. საჰაერო განგაში დილის 3:52 საათზე გაუქმდა.
ყველა სიახლე
20 აგვისტო 2026, 11:05
მსოფლიო
პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ტყის ხანძრებს ებრძვიან პორტუგალიაში. აროუკას რაიონში ხანძარმა 3 000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა, ტორე-დე-მონკორვოში კი 700 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.
20 აგვისტო 2026, 11:03
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია ღაზისთვის $206 მილიონის გამოყოფას გეგმავს
Reuters-ის ცნობით, ეს პირველი მნიშვნელოვანი დაფინანსებაა ტრამპის გეგმის ფარგლებში, რომელიც ღაზაში ომის შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ტერიტორიის აღდგენას ითვალისწინებს.
20 აგვისტო 2026, 10:57
საზოგადოება
ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ღვინის ტური გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის ღვინის ტური გაიმართა.
20 აგვისტო 2026, 10:57
მსოფლიო
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა
მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია რეგიონული ესკალაციების ფონით, რომელიც ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
20 აგვისტო 2026, 10:52
მსოფლიო
კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები სვიატოშინსკის, სოლომენსკისა და დარნიცკის რაიონებში. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები 6 დაღუპულის შესახებ.
20 აგვისტო 2026, 10:43
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
20 აგვისტო 2026, 10:39
სამართალი
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი მაღალი გამავლობის ავტომობილებით განახლდა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები როგორც თბილისის, ასევე, რეგიონული დანაყოფების ჯგუფებს გადაეცემა.
20 აგვისტო 2026, 10:36
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანი დაამარცხა
ჩვენს გუნდში საუკეთესოები 13-13 ქულით ალექსანდრე ფევაძე და მარკის რიდი გახდნენ, გიორგი კორსანტიამ 11 ქულა დააგროვა, კიდევ სამმა კალათბურთელმა - დუდა სანაძემ, გიორგი ტურძილაძემ და ბექა ბურჯანაძემ 10-10 ქულა დააგროვა. ბურჯანაძემ 12 მოხსნაც მიითვალა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
20 აგვისტო 2026, 10:27
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი
20 აგვისტო 2026, 10:15
მსოფლიო
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
„ამიტომ, დღეს მე ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაციის ჩატარების შესახებ, რაც კი ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია. მათი სამხედრო-საზღვაო ფლოტი განადგურებულია, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი სამხედრო ქარხნები ნანგრევებადაა ქცეული, მათი ვალუტა გაუფასურდა, ხოლო მათი ქვეყანა ბეწვზე კიდია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
20 აგვისტო 2026, 10:08
ტექნოლოგიები
OpenAI-მ მოწინავე მოდელების სწავლება მას შემდეგ შეანელა, რაც მისმა ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა კონტროლი დაკარგეს და ჰაკერული შეტევა მოაწყვეს
OpenAI-ში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლება შეანელეს. კომპანიაში განმარტეს, რომ შეზღუდვები ბოლო დროს მომხდარი ინციდენტის ფონზე დაწესდა, როდესაც მისმა AI-აგენტებმა პლატფორმაზე Hugging Face ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს.
20 აგვისტო 2026, 09:44
მსოფლიო
ტრაპიზონში პოლიციის განყოფილებასთან, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა
უპილოტო აპარატი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე არსინის რაიონის პოლიციის განყოფილების ეზოში დაეცა. დაზიანდა ავტომობილები. ჩაიმსხვრა პოლიციისა და ახლომდებარე შენობების ფანჯრები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
20 აგვისტო 2026, 09:41
რეგიონი
გორში საგზაო მონიშვნის განახლების სამუშაო მიმდინარეობს
განახლებული საგზაო მონიშვნა მძღოლებისა და ქვეითებისთვის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. სამუშაოს მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო.
20 აგვისტო 2026, 09:37
საზოგადოება
გლდანში უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყო
ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონა, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაო. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 376 ათასი ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ადგილზე გაეცნო.
20 აგვისტო 2026, 09:30
საზოგადოება
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს ეწურებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ, ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.
20 აგვისტო 2026, 09:26
პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა ლატვიის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს, მარგერს კრამსს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აქტიური თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.
20 აგვისტო 2026, 09:22
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უზბეკეთს ეწვია
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ლევან მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია. დელეგაციამ ტაშკენტში უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ლევან მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა.
20 აგვისტო 2026, 09:06
მსოფლიო
რუსეთის იერიშს კიევზე სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა
რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულება.
20 აგვისტო 2026, 09:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში პერიოდულად კვლავ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.


