Axios: აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში საიდუმლო მარშრუტი შექმნა, რომლის მეშვეობითაც მილიონობით ბარელი ნავთობი გადააქვს
ფოტო: Getty Images
ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის ფარული დერეფანი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურად მილიონობით ბარელი ნავთობი გადააქვთ. ინფორმაციას Axios-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
დერეფანი უკვე რამდენიმე კვირაა არსებობს. მისი წყალობით, ყოველ ღამე სრუტიდან ომანის სანაპიროს გასწვრივ არსებული მარშრუტით 15-20 ტანკერი შედის და გამოდის.
გამოცემის წყაროების ცნობით, დერეფნის მეშვეობით ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონი ბარელი ნავთობი გადააქვთ - აშშ-ისა და ირანის ომის დაწყებამდე არსებული მოცულობის დაახლოებით ნახევარი. მიუხედავად იმისა, რომ სრუტეში გამავალი ნავთობის მოცულობა ჯერ კიდევ ჩამოუვარდება ომამდელ დონეს, ამას გლობალურ მიწოდებაზე საგრძნობი გავლენა აქვს, - აცხადებენ წყაროები.
„ჩვენ ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ნაწილს უკვე ორი თვეა ვაკონტროლებთ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს, მაგრამ ისინი სრუტეს ვერ აკონტროლებენ“, - განაცხადა Axios-ის ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
გამოცემის ინფორმაციით, ოპერატიული ჯგუფი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ოპერაციას მეთვალყურეობს, ჩრდილოეთ კაროლინაში იმყოფება. თავის ქმედებებს ის სპარსეთის ყურეში აშშ-ის რეგიონულ პარტნიორებთან ათანხმებს. ყოველდღიურად დგინდება იმ გემების სია, რომლებიც სპარსეთის ყურეს ჰორმუზის სრუტის გავლით ტოვებენ, ასევე იმ ცარიელი ტანკერების სია, რომლებიც არაბეთის ზღვიდან სრუტის გავლით სპარსეთის ყურის ქვეყნების პორტებისკენ ნავთობის წასაღებად მიემართებიან. გემები ერთ მწკრივად გარკვეული დროის განმავლობაში, ამერიკული გამანადგურებლების დაცვის თანხლებით გადაადგილდებიან.
მანამდე Bloomberg-ი წერდა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნავთობის ექსპორტიორებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ფარული მიწოდება დაალაგეს.
აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის დაწყებამდე, ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის მსოფლიო ტრანზიტის 20%-მდე გადიოდა.
ყველა სიახლე
20 აგვისტო 2026, 12:27
რეგიონი
ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
20 აგვისტო 2026, 12:05
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
20 აგვისტო 2026, 12:04
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო ვალი 10 წელზე ნაკლებ დროში გაორმაგდა და 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა
ოთხშაბათს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 40 ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა. ამ თანხაში შედის მოქალაქეების მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდები 32,266 ტრილიონი დოლარის ოდენობით, ასევე უწყებათაშორისი დავალიანება 7,78 ტრილიონის ოდენობით.
20 აგვისტო 2026, 12:03
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა თანასოფლელ მამაკაცს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
20 აგვისტო 2026, 11:57
საზოგადოება
აშშ-ს საელჩო: დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო. სწორედ ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”, ასე იქცა უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად
„დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო, - წერს სოციალურ ქსელში ამერიკის საელჩო.
20 აგვისტო 2026, 11:53
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე სოფელ ზეკარში, მდინარე ქერშავეთზე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონო ჰქონდა მოპოვებული „წითელი ნუსხით“ დაცული მდინარის კალმახი.
20 აგვისტო 2026, 11:15
სამართალი
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო ალკოჰოლური ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო ალკოჰოლური ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს
20 აგვისტო 2026, 11:14
მსოფლიო
პაკისტანში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
პაკისტანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დასახლებული რაიონები დაიტბორა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ქალაქ რავალპინდს მიაყენა.
20 აგვისტო 2026, 11:12
საზოგადოება
სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის პუნქტების მომარაგების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
სასკოლო ფორმების გაცემა და რეალიზაცია პირველ სექტემბერს დაიწყება და გაგრძელდება 14 სექტემბრის ჩათვლით როგორც სპეციალურად გამოყოფილ სარეალიზაციო პუნქტებში, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.
20 აგვისტო 2026, 11:05
მსოფლიო
პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ტყის ხანძრებს ებრძვიან პორტუგალიაში. აროუკას რაიონში ხანძარმა 3 000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა, ტორე-დე-მონკორვოში კი 700 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.
20 აგვისტო 2026, 11:03
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია ღაზისთვის $206 მილიონის გამოყოფას გეგმავს
Reuters-ის ცნობით, ეს პირველი მნიშვნელოვანი დაფინანსებაა ტრამპის გეგმის ფარგლებში, რომელიც ღაზაში ომის შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ტერიტორიის აღდგენას ითვალისწინებს.
20 აგვისტო 2026, 10:57
საზოგადოება
ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ღვინის ტური გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის ღვინის ტური გაიმართა.
20 აგვისტო 2026, 10:57
მსოფლიო
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა
მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია რეგიონული ესკალაციების ფონით, რომელიც ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
20 აგვისტო 2026, 10:52
მსოფლიო
კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები სვიატოშინსკის, სოლომენსკისა და დარნიცკის რაიონებში. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები 6 დაღუპულის შესახებ.
20 აგვისტო 2026, 10:43
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
20 აგვისტო 2026, 10:39
სამართალი
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი მაღალი გამავლობის ავტომობილებით განახლდა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები როგორც თბილისის, ასევე, რეგიონული დანაყოფების ჯგუფებს გადაეცემა.
20 აგვისტო 2026, 10:36
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანი დაამარცხა
ჩვენს გუნდში საუკეთესოები 13-13 ქულით ალექსანდრე ფევაძე და მარკის რიდი გახდნენ, გიორგი კორსანტიამ 11 ქულა დააგროვა, კიდევ სამმა კალათბურთელმა - დუდა სანაძემ, გიორგი ტურძილაძემ და ბექა ბურჯანაძემ 10-10 ქულა დააგროვა. ბურჯანაძემ 12 მოხსნაც მიითვალა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
20 აგვისტო 2026, 10:27
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი
20 აგვისტო 2026, 10:15
მსოფლიო
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
„ამიტომ, დღეს მე ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაციის ჩატარების შესახებ, რაც კი ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია. მათი სამხედრო-საზღვაო ფლოტი განადგურებულია, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი სამხედრო ქარხნები ნანგრევებადაა ქცეული, მათი ვალუტა გაუფასურდა, ხოლო მათი ქვეყანა ბეწვზე კიდია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.


