The Atlantic: ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ომის საკითხის გადატანა მეორე პლანზე სურს
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
რამდენიმე თვეა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან კონფლიქტის დასრულებას ვერ ახერხებს. მასშტაბურმა დაბომბვის კამპანიამ ეფექტიანობა დაკარგა, ხოლო აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგები შემცირდა, იუწყება The Atlantic-ი.
გამოცემის ცნობით, დიპლომატიური პროცესი გაჭიანურდა, რადგან თეირანის ლიდერები პროცესის განზრახ გახანგრძლივებასა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის გამკაცრებას ამჯობინებენ. ამჟამინდელ ცეცხლის შეწყვეტის ისედაც უკიდურესად მყიფე რეჟიმსაც კი გლობალურ ენერგეტიკულ ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
დარჩენილი მცირე არჩევანის პირობებში, ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა ხანგრძლივ ეკონომიკური ზეწოლის კამპანიაზე გადავიდეს და პირობას დებს, რომ ირანზე ზეწოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ მისი ლიდერები იძულებულნი არ გახდებიან მოლაპარაკებები სერიოზულად განაახლონ.
თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, ეს მიდგომა შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, თუ აშშ იმ ქვეყნებსაც არ დასჯის, რომლებიც ირანთან კვლავ ვაჭრობენ და მის ეკონომიკას სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში ეხმარებიან. ამასთან, ტრამპს ისტორიულად მცირე სურვილი გამოუვლენია, დაჰპირისპირებოდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი, ან თუნდაც ჩრდილოეთ კორეა, რომელსაც თეირანთან სტრატეგიული ალიანსი აკავშირებს.
სხვა თუ არაფერი, ახალი მიდგომა თეთრ სახლს საშუალებას აძლევს, თქვას, რომ ის რაღაცას მაინც ცდილობს და, რაც მნიშვნელოვანია, ომზე საუბარი შეწყვიტოს.
ტრამპის მრჩევლები და მოკავშირეები აცხადებენ, რომ გეგმის ერთ-ერთი მიზანია ირანის თემის უკანა პლანზე გადაწევა, იმ იმედით, რომ ბენზინის ფასები მაინც ოდნავ შემცირდება და შუალედური არჩევნების წინ რესპუბლიკელები შეძლებენ ქვეყნის ყურადღება მათთვის უფრო მისაღებ პოლიტიკურ საკითხებზე გადაიტანონ, წერს The Atlantic-ი.
გამოცემის ცნობით, ეს ვერ შეცვლის ახლო აღმოსავლეთში არსებულ რეალობას: ალიანსები დაიძაბა, აშშ-ის სამხედრო ძალებზე ზეწოლა გაიზარდა, ხოლო ირანს რეგიონში გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ომის დაწყებისას, დაახლოებით ექვსი თვის წინ.
თუმცა, ამან შესაძლოა ტრამპს, რომელიც ყურადღების გადატანის ოსტატად მიიჩნევა, სხვა პრიორიტეტებზე გადართვის საშუალება მისცეს - კანადასთან სავაჭრო ომზე, არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებზე, თეთრ სახლთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებსა თუ სხვა საკითხებზე - და ამ გზით შემოდგომაზე კონგრესის ორივე პალატიდან მინიმუმ ერთის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
„ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, შუალედურ არჩევნებამდე გავძლოთ“, – განუცხადა გამოცემას ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა.
ამ ეტაპზე ორივე პარტიის სტრატეგები მიიჩნევენ, რომ წარმომადგენელთა პალატის კონტროლის მოპოვების უფრო დიდი შანსი „დემოკრატებს“ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ სენატში საარჩევნო რუკა „რესპუბლიკელებისთვის“ ხელსაყრელია, ზედა პალატაში ბრძოლა თითქმის თანაბრად ფასდება.
ტენდენციები ისედაც რესპუბლიკელების წინააღმდეგ მუშაობდა: ტრადიციულად, შუალედურ არჩევნებში ძალაუფლების მქონე პარტია უფრო ცუდ შედეგს აჩვენებს, ხოლო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტრამპის მხარდამჭერები ნაკლებად აქტიურობენ მაშინ, როდესაც საარჩევნო ბიულეტენზე თავად ტრამპის სახელი არ არის, აღნიშნულია სტატიაში.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 16:02
სპორტი
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ მეორედ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 15:56
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზიტორთა მაღალ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი რეგიონის ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად რჩება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა 10% ზრდა ფიქსირდება. ასევე გამოიკვეთა ბოტანიკური ბაღის პოტენციალი უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და გარემოსდაცვით სიმპოზიუმებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე.
27 აგვისტო 2026, 15:55
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 15:54
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში - ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 15:42
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი: „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად, არა აქვს უფლება, რომ განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა
„ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 15:02
სამართალი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 14:55
მსოფლიო
მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს, ამას საპასუხო ზომები მოჰყვება.
27 აგვისტო 2026, 14:50
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ნაურუს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
მთავრობის მეთაურმა ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.
27 აგვისტო 2026, 14:49
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 14:45
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, ხანდახან არის, რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა
ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
27 აგვისტო 2026, 14:43
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტრო: სამინისტროს აქვს სხვადასხვა სოციალური მიმართულების მხარდაჭერის პროგრამა, რითაც ჩვენი გმირი დაღუპული მეომრების ოჯახების, დაჭრილ-დაშავებული, თუ მოქმედი სამხედროების საჭიროებები ფინანსდება. წლების განმავლობაში მათი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია
თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელებში დაღუპული გმირი სამხედროს ოჯახის წევრის სოციალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.
27 აგვისტო 2026, 14:04
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, წევრს, ლიდერს, ბატონო ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე
„მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში, თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი. მინდა, რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ეს ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე იმისათვის, რომ მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა მდინარაძემ.
27 აგვისტო 2026, 13:53
მსოფლიო
CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ს გააგზავნის
აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დაახლოებით 5 000-კაციანი ეკიპაჟი უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 13:39
მსოფლიო
კირილ ბუდანოვის განცხადებით, სექტემბერში შესაძლოა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართოს, რომელშიც ამერიკული მხარეც მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სექტემბერში შესაძლოა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართოს.
27 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში - ეს არის ე.წ სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, მდიდარი NGO-ები, ესენი არიან რადიკალური აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები
ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას.
27 აგვისტო 2026, 13:04
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? უნდა აღგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეხება.
27 აგვისტო 2026, 13:00
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“.
27 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში
„არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ (ამ დროს „მიშასთან შესვლა“ ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის, ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“, - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
27 აგვისტო 2026, 12:48
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს
აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


