„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
ფოტო: EFE
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
„მან პირდაპირ და შეულამაზებლად ისაუბრა ბელგიის დედაქალაქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე: წლის დასაწყისიდან დღემდე ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული 69 სროლის შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან შვიდი - გასულ კვირას. 2025 წლიდან დღემდე კი ასეთი ინციდენტების რიცხვმა 170-ს მიაღწია, რასაც 20-მდე აფეთქებაც ემატება“, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
უკვე, სულ მცირე, ორი წელია, რაც ბრიუსელში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული ძალადობის სტატისტიკა ყოველწლიურად სარეკორდო ნიშნულს აღწევს.
პრესკონფერენციაზე პროკურორმა აღიარა, რომ გამონაკლისი არც 2026 წელი იქნება. მან ჯერ კიდევ შარშან სცადა ომის გამოცხადება იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ნარკორეალიზაციის ტერიტორიების გადასანაწილებლად იბრძვიან და უკან არ იხევენ.
ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი თავდასხმა გასულ უქმეებზე ანდერლეხტის კომუნის პოლიციის განყოფილებაზე განხორციელდა: ორმა ნიღბიანმა მამაკაცმა შენობის მიმართულებით ავტომატური იარაღიდან ათზე მეტჯერ ისროლა.
მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, იგი მკაცრად დაგმეს და „მიუღებელი აქტი“ უწოდეს, როგორც ეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კინტენმა შეაფასა.
„ეს იყო პირდაპირი თავდასხმა სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - ასე დაახასიათა მომხდარი მუანილმაც.
„დასრულდება ეს? არ მგონია. დამშვიდდება ვითარება? არა. არსებობს თუ არა კიდევ ახალი სროლების რისკი? დიახ. არის ეს საფრთხის შემცველი მოქალაქეებისთვის? დიახ. გამოწვევა უზარმაზარია“, - გააფრთხილა საზოგადოება მუანილმა.
მისი თქმით, ამ ტენდენციის შეჩერებას დამატებითი რესურსები და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა სჭირდება, რათა ბელგიის დედაქალაქის ქუჩებში დაჯგუფებების ლიდერების დაკავება გახდეს შესაძლებელი.
„სანამ საზღვარგარეთ მყოფ ქსელის ლიდერებს არ გავანეიტრალებთ, ძალადობის ეს ტალღა გაგრძელდება“, - ხაზგასმით აღნიშნა პროკურორმა.
მან თითქმის ზუსტად ერთი წლის წინაც გამართა ანალოგიური ბრიფინგი პრესისთვის, სადაც სწორედ დამატებით სამართლებრივ რესურსებს ითხოვდა. 12 თვის შემდეგაც კი, როგორც მან აღნიშნა, დახმარება კვლავ არ მიუღიათ: მხოლოდ კრიმინალურ პოლიციაში 80-ზე მეტი გამომძიებლის ვაკანსიაა.
ბრიუსელის პროკურორმა ციხეებში არსებული ვითარებაც გააკრიტიკა, სადაც დაკავებული ბანდის ლიდერები საკნებიდან აგრძელებენ ოპერაციების მართვას.
მან ასევე ხაზი გაუსვა თავდამსხმელთა უმრავლესობის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის სირთულეს, რადგან მათგან ბევრი არალეგალურ სტატუსში იმყოფება ან არასრულწლოვანია. მიუხედავად ყველაფრისა, მუანილმა დაიცვა პოლიციისა და მართლმსაჯულების ძალისხმევა, რისი წყალობითაც გასული წლიდან მოყოლებული 93 შემსრულებელი თუ მთავარი ორგანიზატორი დააკავეს და გასამართლეს, ასევე - 14 არასრულწლოვანი, ძირითადად ბელგიელები და ფრანგები.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.
28 აგვისტო 2026, 19:15
მსოფლიო
Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი
თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.
28 აგვისტო 2026, 19:12
სამართალი
მოქალაქე, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი
აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
28 აგვისტო 2026, 18:40
მსოფლიო
„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაიტი წელს უკვე მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს დასცინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 18:37
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 18:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი აქციაზე დაკავებულთა შეწყალებაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეს აქციების დროს
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენეს ამ აქციების დროს იმისთვის, რომ შემდეგ საინფორმაციო ხმაური იყოს ატეხილი ამ ახალგაზრდების მეშვეობით“ განაცხადა მაჭავარიანმა.
28 აგვისტო 2026, 18:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 18:01
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 17:52
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება
სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ.
28 აგვისტო 2026, 17:33
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული
დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის გაკეთებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 17:27
რეგიონი
ზვიად შალამბერიძე: ბაღდათში ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება
„მთელი ღამე და დღეს დილიდანაც, შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი მიმართულებით იმუშაონ და აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც წუხელ შეიქმნა. მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად ადგილზე სიტუაციას ვეცნობით. ასეულობით ადამიანს როგორც გაზმომარაგება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
28 აგვისტო 2026, 17:25
მსოფლიო
The Wall Street Journal: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად დონალდ ტრამპმა გააგზავნა
The Wall Street Journal-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მოსკოვში პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააგზავნა.
28 აგვისტო 2026, 17:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია
„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თავს მივცემ უფლებას და ვარ ძალიან ბედნიერი,რომ მას ჩემი უფროსი მეგობარი ვუწოდო. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და მომავალშიც გვექნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.


