Reuters: რუსეთი 2026 წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზს 17-წლიან მინიმუმამდე ამცირებს
ფოტო: Reuters
რუსეთმა მიმდინარე წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზი 17-წლიან მინიმუმამდე შეამცირა, ასევე გადახედა 2026 და 2027 წლების საწვავის ექსპორტის პროგნოზებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ნავთობის მოპოვების პროგნოზის შემცირების მიზეზი, უკრაინასთან ომის გავლენაა.
პროგნოზები, რომლებიც, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს საბოლოოდ დამტკიცდება და ბიუჯეტის მომზადებისთვის გამოიყენება, 2026-2029 წლებისთვის ნავთობის მოპოვების შეფასებას მაისში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით, 16-20 მილიონი ტონით ამცირებს.
2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობისა და საწვავის იმპორტის უმეტესი ნაწილი აკრძალა, რაც მოსკოვისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა, წერს სააგენტო.
ექსპორტის შეფერხებებთან ერთად, ბოლო თვეებში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ დრონებით გახშირებულმა თავდასხმებმა, საწვავის წარმოებაც შეამცირა და ქვეყანაში ბენზინის დეფიციტი გამოიწვია.
მთავრობის საბაზისო სცენარის მიხედვით, რუსეთის ნედლი ნავთობის მოპოვება - ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა - წელს 17,2 მილიონი ტონით შემცირდება და 494,2 მილიონ ტონას, ანუ დღეში 9,88 მილიონ ბარელს შეადგენს. ეს 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება.
მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს ნედლი ნავთობის მოპოვება 500 მილიონ ტონამდე აღდგება, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა პროგნოზზე 16 მილიონი ტონით ნაკლები იქნება. 2028 და 2029 წლებში მოპოვება კიდევ გაიზრდება, თუმცა 2025 წლის დონეს მაინც ჩამორჩება.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციაში ნავთობის საკითხებს კურირებს, ივნისში დაადასტურა, რომ წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ნავთობის მოპოვება შემცირდა. მან კლება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დაუგეგმავ სარემონტო სამუშაოებს დაუკავშირა.
Reuters-ის ცნობით, დრონების თავდასხმებით გამოწვეული საწვავის წარმოების შემცირებამ, თავის მხრივ, ნედლი ნავთობის ექსპორტის ზრდა გამოიწვია, ძირითადად ჩინეთსა და ინდოეთში.
პროგნოზის პროექტის თანახმად, წელს რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტმა შესაძლოა 244,7 მილიონ ტონას მიაღწიოს, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 230,8 მილიონი ტონა იყო. ახალი პროგნოზი მაისში გაკეთებულ შეფასებას 7,5 მილიონი ტონით აღემატება.
მოსალოდნელია, რომ ნედლი ნავთობის ექსპორტი 2027 წელს 232,5 მილიონ ტონამდე შემცირდება, ხოლო 2028-2029 წლებში მკვეთრად დაიკლებს და 216,6 მილიონ ტონას შეადგენს.
შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა. ეს გადაწყვეტილება ბენზინისა და საავიაციო საწვავის საზღვარგარეთ გაყიდვებზე დაწესებულ შეზღუდვებს დაემატა.
შედეგად, რუსეთის მთავრობა წელს საწვავის ექსპორტის 27,3 მილიონი ტონით შემცირებას, 98,5 მილიონ ტონამდე ელოდება. ეს წინა პროგნოზთან შედარებით 24,1 მილიონი ტონით ნაკლებია.
მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს საწვავის ექსპორტი, სავარაუდოდ, 113,1 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ეს მაჩვენებელი 2025 წლის დონეს თითქმის 13 მილიონი ტონით, ხოლო წინა პროგნოზს 21 მილიონი ტონით ჩამორჩება.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 17:11
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება
„ეს პარტნიორებში აჩენს უფრო მეტ ნდობას, განსაკუთრებით საქართველოს დერეფნის მიმართ, საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მიმართ და გვაძლევს ძალიან დიდ გარანტიებს იმისთვის, რომ საქართველოში მოზიდული ტვირთნაკადები, რომლებიც ბოლო წლების, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, დარჩება საქართველოს სატრანზიტო დერეფანში და ანაკლიის პორტი მოემსახურება სწორედ ამ გაზრდილ ტვირთნაკადებს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების მეშვეობით“, - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
01 სექტემბერი 2026, 17:09
ეკონომიკა
Jan De Nul-ის პროექტის დირექტორი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას, ასევე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც დასაქმების ზრდას, ისე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას“, - აღნიშნა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა.
01 სექტემბერი 2026, 17:08
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: მიმდინარე წლის 7–8 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) გაიმართება
„ხაზგასმული იქნება ის მულტიმოდალური კონტექსტი, რომელიც საქართველოს გააჩნია და ზოგადად, საქართველოს როლი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში, საქართველოს ნავსადგურების, საქართველოს საზღვაო დროშის როლი. რა თქმა უნდა, ხაზს გავუსვამთ საქართველოს მეზღვაურების როლს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში“ - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
01 სექტემბერი 2026, 16:59
სამართალი
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის - მუსტაფა ჩიფთჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის, საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:58
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირის ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა რომ ბიზნესოპერატორი სულგუნის წარმოებასა და რეალიზაციას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახდენდა.
01 სექტემბერი 2026, 16:48
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: 7-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდება, სადაც ანაკლიის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაიმართება
7-8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, ანაკლიის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გაიმართება, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.
01 სექტემბერი 2026, 16:38
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში, მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, ახალგაზრდული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ იმსჯელეს, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:31
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 16:15
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თურქ კოლეგასთან და დელეგაციის წევრებთან, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.
01 სექტემბერი 2026, 15:42
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე: დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს
მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და მისი კიდევ უფრო გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები განვსაზღვრეთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ თან, მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
01 სექტემბერი 2026, 15:40
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია მომზადდა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.
01 სექტემბერი 2026, 15:39
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ
გამოცდილების გაზიარების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარესთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, კიბერდანაშაულსა და ნარკოტრეფიკთან ბრძოლის, ასევე , საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
01 სექტემბერი 2026, 15:36
მსოფლიო
DW: ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 1 000 გადააჭარბა - სამძებრო ოპერაცია გრძელდება
ნეპალსა და ჩინეთს შორის, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში გასულ კვირას, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 1 000 გადააჭარბა. ინფორმაციას DW ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 15:28
სამართალი
სულხან თამაზაშვილი: თურქი კოლეგის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს და ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის უსაფრთხოებასა და მოქალაქეების დაცვას უკავშირდება.
01 სექტემბერი 2026, 15:20
ტექნოლოგიები
ტიმ კუკმა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა
ამერიკული კომპანიის, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ,სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
01 სექტემბერი 2026, 15:07
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის 11 ქვეყანა, საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტილების დროს ვეტოს პრინციპის გაუქმებას ითხოვს
ევროკავშირის 11 ქვეყანა მოითხოვს, დასრულდეს „ხელის შემშლელი“ ვეტოების გამოყენება, რომლებიც ბოლო წლებში ბლოკის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას აფერხებდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო
რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას, ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება ამის ალბათობა შეამციროს. პირიქით, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს რეალური იყოს და დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
01 სექტემბერი 2026, 14:51
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი, „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა.
01 სექტემბერი 2026, 14:46
სამართალი
სუს-ი: 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.


