მსოფლიო
02 სექტემბერი 2026, 18:18
ფონ დერ ლაიენი და რუტე: ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება
ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება, - განაცხადეს ოთხშაბათს ამ ორი ინსტიტუტის ხელმძღვანელებმა.
02 სექტემბერი 2026, 17:37
კიევში დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა
უკრაინული მედია და თვითმხილველები იუწყებიან, რომ კიევის დესნიანსკის რაიონში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მონაცემებით, ინციდენტი შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ერთ-ერთი მებრძოლის გაუჩინარებას უკავშირდებოდეს.
02 სექტემბერი 2026, 17:26
ესტონეთის ახალ პრეზიდენტად იულე მადიზე აირჩიეს
51 წლის იულე მადიზე იუსტიციის სამინისტროში, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიაში, სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მთავარ კონტროლიორად, პრეზიდენტის იურიდიულ მრჩევლად მუშაობდა, 2015 წლიდან კი იუსტიციის კანცლერის თანამდებობას იკავებდა. 2021 წლის ბოლოს ის ამ პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.
02 სექტემბერი 2026, 17:09
რუსული იერიშის შედეგად კიევში უნივერსიტეტის შენობა დაზიანდა
კიევზე რუსული იერიშის შედეგად ერთ-ერთი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმა დღისით მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში მეცადინეობები მიმდინარეობდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია - დარტყმის მომენტში სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლის პერსონალი თავშესაფარში იმყოფებოდნენ, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ უნივერსიტეტზე განხორციელდა თავდასხმა, თუმცა მედიის ცნობით, ეს კვების ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტია.
02 სექტემბერი 2026, 17:00
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, Pegasus-მა რუსეთში რეისები გააუქმა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ Pegasus-მა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რეისები გააუქმა. რუსული მედიის ცნობით, ავიაკომპანიამ მგზავრებს განუმარტა, რომ რეისის შესრულებას თურქული მხარე კრძალავს.
02 სექტემბერი 2026, 14:43
სკოტ ბესენტი: თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი?
„20-დან 19 ქვეყანა თანახმაა, რომ მინისტრის მონაწილეობამ დიდი ოცეულის სამუშაო ვითარება საერთოდ არ შეცვალა. როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მას ყველასთან კარგი ურთიერთობა მოსწონს. თუ მხარეები არ ისაუბრებენ, თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ეს საშინელი კონფლიქტი? ვიცი, რომ ზოგიერთი ევროპელი უკმაყოფილოა, მაგრამ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საშინელი კონფლიქტი არასოდეს მოგვარდება“, - განაცხადა ბესენტმა.
02 სექტემბერი 2026, 14:26
დონალდ ტრამპი: როდის აღდგება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?
„კმაყოფილი ვარ ამჟამინდელი ვითარებით - ჰორმუზის სრუტის თითქმის სრული კონტროლი და ირანის ეკონომიკის სრული კოლაფსი. ისინი უბრალოდ გარდაუვალისკენ მიემართებიან. როდის აღდგება ირანელი ხალხი და დაიწყებს ბრძოლას?“ - წერს ტრამპი
02 სექტემბერი 2026, 14:14
უკრაინული მედია: უნგრეთმა უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში 2 კლასტერის გახსნა დაბლოკა
როგორც ჟურნალისტები წერენ, უნგრეთმა გადაწყვეტილება კიევის მიერ ეთნიკური უნგრელების უფლებების შესახებ ორმხრივი შეთანხმების შეუსრულებლობით ახსნა.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


