ზელენსკი: მტერს შვებულება არ აუღია - რუსებმა ესკალაციის ახალი გზა იპოვეს და ტემპის დაგდებას არ გეგმავენ
ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული თავდასხმების შედეგად ზიანი 13 ოლქში დაფიქსირდა.
„რუსებმა ესკალაციის ახალი გზა იპოვეს და ტემპის დაგდებას არ გეგმავენ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
„ოდესაში, სადაც დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, შესაბამისი სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. ცნობილია 17 დაშავებულის შესახებ, მათ შორის სამი ბავშვია. გრძელდება დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია ობუხოვისა და ბორისპოლის რაიონებში. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მეხანძრე-მაშველები ფარმაცევტული კომპანიის საწყობში ხანძარს ებრძვიან. იერიშები განხორციელდა ნიკოპოლზე, ხერსონზე, სუმზე, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკიზე. საერთო ჯამში, ამ ღამით ნგრევა 13 ოლქში დაფიქსირდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, ბევრ ქალაქსა და თემში განგაშის სიგნალი პრაქტიკულად არ წყდება რუსული რეაქტიული დრონების საფრთხის გამო.
„მტერს შვებულება არ აუღია - რუსებმა ესკალაციის ახალი გზა იპოვეს და ტემპის დაგდებას არ გეგმავენ. საჭიროა რეაგირებისა და წინააღმდეგობის გაძლიერება, ევროპელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის დაჩქარება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა პარტნიორებთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს თავდაცვის ახალ პაკეტებზე.
ყველა სიახლე
03 სექტემბერი 2026, 14:08
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები იწყება. 14:00 საათზე, ნიკა გვარამიას გამოკითხვაა ჩანიშნული.
03 სექტემბერი 2026, 14:03
რეგიონი
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა - მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზაზე (კმ83-კმ84), მდინარე ხევისწყალზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
03 სექტემბერი 2026, 14:02
მსოფლიო
The Wall Street Journal: კულუარებში ტრამპი უფროს მრჩევლებთან მართავს დისკუსიებს იმის შესახებ, გამოაცხადოს თუ არა ირანის ომი დასრულებულად
როდესაც აშშ-მა ირანის წინააღმდეგ კამპანია ექვსი თვის წინ დაიწყო, თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სწრაფი და გადამწყვეტი დარტყმის პირობა დადო, რაც ხანგრძლივ ჩართულობას ააცილებდა ქვეყანას - თუმცა, საკითხში ჩახედული პირების ცნობით, იგი ჩუმად ახანგრძლივებს ჯარების განლაგების ვადებს, რაც იმის ნიშანია, რომ კონფლიქტი, შესაძლოა, მომავალ წლამდეც გაჭიანურდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 სექტემბერი 2026, 13:54
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ იმათმა, ვინც პატიმრობაში რჩებიან, თავი დაიტყვევეს იმ გარე ძალების ზეგავლენით, რომლებიც ჯერ აიძულებდნენ დანაშაულის ჩადენას, ხოლო ახლა აიძულებენ, ჰედლაინად სინდისის პატიმრების გამოყენების მიზნით ეს ადამიანები პატიმრობაში დატოვონ
„ფაქტია, რომ იმ 45 შეწყალებულმა თუ საპროცესო შეთანხმებით გამოსულმა ადამიანმა სრულად ჩამოშალა ოპოზიციის ნარატივი პოლიტიკურ თუ სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანს მარტივად შეუძლია, რომ თავისუფლება მოიპოვოს პრეზიდენტზე მიმართვით, ეს ნიშნავს რომ მათი პატიმრობა არა ხელისუფლების მიზანი, არამედ მათი ბატონ-პატრონების პოლიტიკური ინსტრუმენტია“.
03 სექტემბერი 2026, 13:48
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: თუკი ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი აქვს იმასთან დაკავშირებით, მართლა მოხდა თუ არა სუიციდი, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა საზოგადოებას, კანონმდებლობის ფარგლებში, გააცნობს დეტალებს
„რადგან პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა საქმის ხელახალი გამოძიება, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას - მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ზოგადად, სენსიტიური თემაა და არ არის სასურველი, ასეთი ტიპის თემები გამოყენებული იქნეს პოლიტიკური პროცესებისთვის და ა.შ. თუ კი ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი აქვს იმასთან დაკავშირებით, მართლა მოხდა თუ არა სუიციდი, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა საზოგადოებას, კანონმდებლობის ფარგლებში, გააცნობს დეტალებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
03 სექტემბერი 2026, 13:16
კულტურა
Netflix-ი მეთიუ პერის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
Netflix-ზე ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური სერიალი გამოვა. პროექტის „მეთიუ პერის ისტორია“ რეჟისორი მერი რობერტსონია. სურათი სამი ნაწილისგან შედგება. სერიალს კომპანია Maxine Productions-ი გადაიღებს, რომელიც Sony Pictures Television-ის ნაწილია. „ეს არის პირველი დეტალური დოკუმენტური ფილმი სერიალ «მეგობრების» საყვარელი ვარსკვლავის შესახებ, რომელსაც ის ადამიანები ყვებიან, ვინც მას ყველაზე კარგად იცნობდა“, - იუწყება სტრიმინგ სერვისი.
03 სექტემბერი 2026, 13:10
მსოფლიო
პუტინი: შეთანხმება, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა შედგეს
უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების კონსტრუქციული სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსი არსებობს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
03 სექტემბერი 2026, 12:40
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებს შეხვდნენ, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 12:30
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა უკრაინის უდიდეს ფარმაცევტულ საწყობზე იერიში მიიტანა - ზარალმა შესაძლოა მილიარდებს მიაღწიოს
ხუთშაბათს განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში დაზიანდა „ბიოკონის“ ლოგისტიკური კომპლექსი - ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალიზებული ფარმაცევტული საწყობი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 12:23
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
03 სექტემბერი 2026, 12:20
რეგიონი
გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
ტენდერი გამოცხადდა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მდინარე ხოდაშენისხევის ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის - სავარაუდო ღირებულებით 5 033 404 ლარი; ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალოში მდინარე ალაზნის ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის - სავარაუდო ღირებულებით 1 022 992 ლარი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაბლის ხევის მარცხენა სანაპიროზე (კაბალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე) ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობისთვის - სავარაუდო ღირებულებით 10 005 879 ლარი.
03 სექტემბერი 2026, 12:07
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, მიიხედ-მოიხედე, იქნებ დახმარება იქიდან მოგივიდეს საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი არის - ალაპარაკდი ირაკლი და ჩვენ მხარს დაგიჭერთო. იმედია ღარიბაშვილი საკუთარ თავს არ გადააქცევს იმ ოპოზიციის პაიკად, რომელსაც ამდენი წელი დაუნდობლად და იმედია გულწრფელად ებრძოდა
ქართულ პოლიტიკაში ლამის ყველაფერი მოხდა, პოლიტიკოსების საოცარი, ერთი შეხედვით აუხსნელი გარდასახვა- გარდმოსახვის ჩათვლით. თუმცა, ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო, რადიკალური ოპოზიციის ასე ძალუმად ჩაჭიდება ირაკლი ღარიბაშვილზე, ისე როგორც დასახრჩობად განწირული ეკიდება ყოველ ხავსს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
03 სექტემბერი 2026, 12:04
რეგიონი
ლეკიანის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლეკიანის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. სოფელ ნატანების ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 3 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზრდება არხების გამტარუნარიანობა და აღდგება სადრენაჟე მომსახურება 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს.
03 სექტემბერი 2026, 12:04
რეგიონი
ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება
ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა აშენდება.
03 სექტემბერი 2026, 11:54
ტექნოლოგიები
ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ობიექტ Cloud 9-ის ყველაზე ღრმა ოპტიკური გამოსახულებები მიიღო და მასში არცერთი მნათობი ვარსკვლავი არ აღმოაჩინა. დაკვირვებებმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ობიექტი შესაძლოა პირველი ცნობილი უვარსკვლავო გალაქტიკა იყოს.
03 სექტემბერი 2026, 11:42
მსოფლიო
ტრამპი პუტინთან სამიტზე: მსურს ეს მაშინ გავაკეთო, როდესაც კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდება და მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება
03 სექტემბერი 2026, 11:37
მსოფლიო
Reuters: სეუტაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა მიგრაციული კრიზისის გამო
ოთხშაბათს ესპანეთის ჩრდილოაფრიკული ანკლავის, სეუტის მცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ მადრიდის მიერ მიგრაციული კრიზისის მართვა, რაც ივლისში საზღვარზე მომხდარმა მიგრანტების მასშტაბურმა მოზღვავებამ გამოიწვია, როდესაც მაროკოდან ტერიტორიაზე, სულ მცირე ,72 000 ადამიანი გადავიდა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
03 სექტემბერი 2026, 11:29
მსოფლიო
Euronews: ჯორჯია მელონის მთავრობა პარასკევს იტალიის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მთავრობა გახდება
ჯორჯია მელონის მთავრობა პარასკევს იტალიის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მთავრობა გახდება, - წერს Euronews-ი.
03 სექტემბერი 2026, 11:26
რეგიონი
აჭარა „გემოფესტს" უმასპინძლებს
5-6 სექტემბერს ბათუმში, ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან, გასტრონომიული ფესტივალი "გემოფესტი" გაიმართება. ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.


