ტრამპის განცხადებით, აშშ ევროპას იმ შეიარაღების ღირებულების დაბრუნებას მოსთხოვს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ მოკავშირეებს უსასყიდლოდ გადასცა
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონი ევროპას იმ შეიარაღების ღირებულების დაბრუნებას მოსთხოვს, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოკავშირეებს უსასყიდლოდ გადასცა.
ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ს შეიარაღების შეუზღუდავი რაოდენობა აქვს. ამერიკა ახალ იარაღს უპრეცედენტო მასშტაბებით აწარმოებს და თავისთვის იტოვებს, ხოლო გაყიდვები პარტნიორებისთვის მალე განახლდება.
„იმ მოღალატე ნაძირლებისთვის, რომლებიც ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაციის შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე უარს ამბობენ, მინდა განვაცხადო: ჩვენ პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით გვაქვს საშუალო და მაღალი ხარისხის საბრძოლო მასალა - გაცილებით მეტი, ვიდრე ამ ოპერაციისთვის ან ნებისმიერი სხვა ომისთვის ოდესმე დაგვჭირდება (რაც, დიდი ალბათობით, საერთოდ არ მოხდება). ამასთან, ჩვენ საბრძოლო მასალას უპრეცედენტო მასშტაბით ვაწარმოებთ. ვქმნით მარაგებს და ვემზადებით ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის.
ამ საბრძოლო მასალას ახლა ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვინახავთ და სხვებზე აღარ ვყიდით, თუმცა მოკავშირეებისთვის მისი გაყიდვა მალე კვლავ განახლდება.
ასევე, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გადასცა სრულიად უფასოდ, ვიდრე ჩვენ ირანში ამ დრომდე გამოგვიყენებია. უკრაინასა და ნატოს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება უფასოდ გადაეცა - თანხა, რომლის გადახდაც ევროპას მოუწევდა, მათთვის რომ უბრალოდ ეთხოვათ. თუმცა ჩვენ ამ თანხის დაბრუნებას მოვითხოვთ, მართალია, გარკვეული დაგვიანებით!“ - დაწერა ტრამპმა.
ყველა სიახლე
03 სექტემბერი 2026, 20:49
ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობაც.
03 სექტემბერი 2026, 20:47
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირი და უნგრეთი მიგრაციის შესახებ ორი კანონის გაუქმების თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც ბუდაპეშტისთვის ბრიუსელის მიერ დაკისრებული ჯარიმის მოხსნის საფუძველი გახდება
ბრიუსელი და ბუდაპეშტი განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უნგრეთში მოქმედი მიგრაციის შესახებ ორი დროებითი კანონი გაუქმდეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 20:38
პოლიტიკა
აბსურდული და შეურაცხმყოფელი განცხადებები - შიდა დაპირისპირება ოპოზიციაში გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციურ ფლანგზე შიდა დაპირისპირება და ვირტუალურ სივრცის რეიტინგებით შეჯიბრება, პოლიტიკური შეფასებების თემაა. ყურადღების ცენტრშია როგორც სოციალურ ქსელებში ნახვების რაოდენობით პოზიციონირება, ისე ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის გარშემო დაწყებული დისკუსია.
03 სექტემბერი 2026, 20:36
პოლიტიკა
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავით ისევ სპეკულირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავით ისევ სპეკულირებს.
03 სექტემბერი 2026, 20:29
პოლიტიკა
ჩავარდნილი რევოლუცია, დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოპოზიცია - ვის სჭირდება პატიმრები ციხეში? შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის რეალურ მიზნებზე საუბრობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩავარდნილი რევოლუცია, დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოპოზიცია - პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სწორედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა ყველა იმ ადამიანის ციხეში ყოფნა, რომლებიც ძალადობრივი აქციებისას დააკავეს
03 სექტემბერი 2026, 20:28
პოლიტიკა
პოლიტიკური სპეკულაცია თვითმკვლელობაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გაკეთებულ განცხადებებზე მმართველ გუნდში ყოფილი პრემიერისა და ოპოზიციის რიტორიკის სინქრონულობაზე საუბრობენ.
03 სექტემბერი 2026, 20:20
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვები დაიწყო - პირველი ნიკა გვარამია და გია ხუხაშვილი იყვნენ. პარალელურად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩვენება ჩამოართვეს ამ ამბის პირველწყაროს, პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვები დაიწყო.
03 სექტემბერი 2026, 20:15
სამართალი
პროკურორი ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის შემდეგ: ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა მოარულ სხვადასხვა ინფორმაციებს, რომელიც არის მიღებული მის მიერ სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გაკეთებული საჯარო წერილები
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.
03 სექტემბერი 2026, 20:09
მსოფლიო
Fox News: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი შტატებს აფრთხილებს, რომ უკანონო მიგრანტების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო ისინი სოციალური დახმარებისთვის საჭირო მილიარდობით დოლარის დაფინანსებას დაკარგავენ
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შტატები გააფრთხილა, რომ მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარის სოციალური დახმარების დაფინანსება შეუწყდეთ, თუ ფედერალურ მთავრობას არალეგალურად მყოფი მიგრანტების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიან. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 19:46
მსოფლიო
ტრამპმა მოღალატეები უწოდა მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აშშ-ს საბრძოლო მასალა გაუთავდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადამიანები და მედიასაშუალებები, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკას საბრძოლო მასალა გამოელია, მოღალატეები არიან.
03 სექტემბერი 2026, 19:11
მსოფლიო
Foreign Policy: ზელენსკიმ კორუფციული სკანდალების გამო, უკრაინელი ამომრჩევლის პოლიტიკური მხარდაჭერა დაკარგა
პრეზიდენტობის დიდი ნაწილის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, უკრაინელი ამომრჩევლები ვოლოდიმირ ზელენსკის ეროვნული გამძლეობისა და ერთიანობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად მიიჩნევდნენ. სტატიას ამ შინაარსით Foreign Policy ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 18:37
სამართალი
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს, მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 18:37
საზოგადოება
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა
პროგრამა მოიცავს სახმელეთო ტრანსპორტის სფეროსთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის: საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლას, სატვირთო გადაზიდვებს, სამგზავრო გადაყვანებს, ტრანსპორტის უსაფრთხოებასა და სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკვანძო საკითხებს.
03 სექტემბერი 2026, 18:36
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა
შეხვედრისას მხარეებმა 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების (UNSDCF) პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მისი შესრულების მექანიზმებზე, ქვეყანაში გაეროს პროექტების მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
03 სექტემბერი 2026, 18:25
მსოფლიო
მარკო რუბიო: ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.
03 სექტემბერი 2026, 18:16
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეუთოს (OSCE) უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა იყო.
03 სექტემბერი 2026, 18:10
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
03 სექტემბერი 2026, 18:00
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბალტიის ზღვაზე პოლონურმა გამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პოლონურმა სამხედრო გამანადგურებლებმა, რუსულ Ил-20-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს.
03 სექტემბერი 2026, 17:33
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ჩერგოლეიშვილსა და ჟორჟოლიანზე: ამ ქალბატონებს როგორც ჩანს ჰგონიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ არა ადამიანები, არამედ არაჟნის ქილები და ბოთლები. მე შემიძლია ისინი დავამშვიდო, ვინაიდან სააკაშვილი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც არის არაჟნების ლეგიტიმური პრემიერი, პრეზიდენტიც და ტუსაღიც
ამ ქალბატონებს როგორც ჩანს ჰგონიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ არა ადამიანები, არამედ არაჟნის ქილები და ბოთლები. მე შემიძლია ისინი დავამშვიდო, ვინაიდან სააკაშვილი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც არის არაჟნების ლეგიტიმური პრემიერი, პრეზიდენტიც და ტუსაღიც, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის ფეისბუკ-ნახვების საკითხზე დაპირისპირების შეფასებისას.


