პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის
პეტერ მადიარი
ფოტო: Getty Images
უკრაინა ამჟამად ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის და გაწევრების პროცესი, საერთო წესების მკაცრი დაცვით, დაჩქარებული პროცედურების გარეშე უნდა წარიმართოს, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა.
კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას, უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას უნგრელი უმცირესობის ენობრივი, საგანმანათლებლო და კულტურული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ბუდაპეშტი უკრაინაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მხოლოდ იმ საბაზისო უფლებების უზრუნველყოფას ითხოვდა, რაც მათ მშობლიურ ენაზე საუბრის შესაძლებლობას მისცემდა. უკრაინა ამ მოთხოვნას დათანხმდა და შესაბამისი შეთანხმებაც მიიღო, რომელშიც კონკრეტული ვადებია განსაზღვრული, თუმცა, მადიარის განცხადებით, ამ დრომდე პრაქტიკული შედეგი არ დამდგარა.
„ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვდით, რაც თითოეულ ადამიანს ეკუთვნის - შესაძლებლობას, გამოიყენოს საკუთარი ენა. უკრაინა ამას დათანხმდა და მიიღო შეთანხმება, რომელშიც კონკრეტული ვადებია განსაზღვრული. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ხდება“ - განაცხადა მადიარმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბუდაპეშტის პოზიცია უცვლელია: ევროკავშირში გაწევრების პროცესი მხოლოდ ქვეყნის რეალური მიღწევებისა და შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე უნდა შეფასდეს. გამონაკლისი ან დაჩქარებული პროცედურები დაუშვებელია.
მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები ცდებიან, როდესაც უკრაინას გაწევრების დაჩქარებულ პროცესს ჰპირდებიან.
„უკრაინა, ქვეყანა, რომელიც ომში იმყოფება, აშკარად არ არის მზად ევროკავშირში გაწევრებისთვის, იმის მიუხედავად, თუ რას შეიძლება დაჰპირდნენ მას ევროკავშირის ან წევრი ქვეყნების ლიდერები“, - აღნიშნა მან.
მადიარმა მაგალითად სერბეთი მოიყვანა. მისი თქმით, ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების პროცესი 15 წლის წინ დაიწყო, თუმცა მოლაპარაკებების ექვსი მიმართულებიდან, მხოლოდ ორი გახსნა.
მადიარის შეფასებით, ილუზორული დაპირებების გაცემა და ცალკეული ქვეყნების პოლიტიკური მიზეზებით გამორჩევა, „ორმაგი თამაშია“.
ყველა სიახლე
04 სექტემბერი 2026, 00:46
მსოფლიო
მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა
უკრაინას მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო კანონმდებლობის წინ წაწევის მორიგი მცდელობა ვერ შეძლო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 00:19
მსოფლიო
POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა
სლოვაკეთის მთავრობამ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების პაკეტის 12 თვით გახანგრძლივების გეგმა უარყო. ინფორმაციას POLITICO სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 23:28
მსოფლიო
დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი GB News-თან ინტერვიუში, ესპანეთის ექსკლავ სეუტაში მიმდინარე მიგრანტთა კრიზისს შეეხო და აღნიშნა, რომ ამის გამო ესპანეთს განადგურება ემუქრება.
03 სექტემბერი 2026, 22:49
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და არც განაახლებს, ვიდრე ირანელები სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ.
03 სექტემბერი 2026, 22:28
მსოფლიო
The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით, მსხვილი სამხედრო სწავლების შეჩერება უბრძანეს
ბრიტანეთის არმიას თანხების დაზოგვის მიზნით, წვრთნების შეჩერება დაევალა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 21:56
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ გეგმავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხი, სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში არ დგას. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 21:44
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში უახლოეს დღეებში, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კიევში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ.
03 სექტემბერი 2026, 21:41
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, ზესტაფონის ქუჩის N18-თან მდებარე სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
03 სექტემბერი 2026, 21:20
მსოფლიო
POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ
ევროპელი დიპლომატები ნაიჯელ ფარაჯის პარტიასთან „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის,“ მალულად კონტაქტებს ამყარებენ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 21:11
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს
ექსპერტი, ირაკლი ლატარია ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილის პროვოკაციულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს,რომ „ძალიან ცუდად დაამთავრებენ ბინძურ „თამაშებს“ .
03 სექტემბერი 2026, 21:00
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად, ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 20:49
ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობაც.
03 სექტემბერი 2026, 20:47
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირი და უნგრეთი მიგრაციის შესახებ ორი კანონის გაუქმების თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც ბუდაპეშტისთვის ბრიუსელის მიერ დაკისრებული ჯარიმის მოხსნის საფუძველი გახდება
ბრიუსელი და ბუდაპეშტი განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უნგრეთში მოქმედი მიგრაციის შესახებ ორი დროებითი კანონი გაუქმდეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 20:38
პოლიტიკა
აბსურდული და შეურაცხმყოფელი განცხადებები - შიდა დაპირისპირება ოპოზიციაში გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციურ ფლანგზე შიდა დაპირისპირება და ვირტუალურ სივრცის რეიტინგებით შეჯიბრება, პოლიტიკური შეფასებების თემაა. ყურადღების ცენტრშია როგორც სოციალურ ქსელებში ნახვების რაოდენობით პოზიციონირება, ისე ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის გარშემო დაწყებული დისკუსია.
03 სექტემბერი 2026, 20:36
პოლიტიკა
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავით ისევ სპეკულირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავით ისევ სპეკულირებს.
03 სექტემბერი 2026, 20:29
პოლიტიკა
ჩავარდნილი რევოლუცია, დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოპოზიცია - ვის სჭირდება პატიმრები ციხეში? შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის რეალურ მიზნებზე საუბრობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩავარდნილი რევოლუცია, დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოპოზიცია - პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სწორედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა ყველა იმ ადამიანის ციხეში ყოფნა, რომლებიც ძალადობრივი აქციებისას დააკავეს
03 სექტემბერი 2026, 20:28
პოლიტიკა
პოლიტიკური სპეკულაცია თვითმკვლელობაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გაკეთებულ განცხადებებზე, მმართველ გუნდში ყოფილი პრემიერისა და ოპოზიციის რიტორიკის სინქრონულობაზე საუბრობენ.
03 სექტემბერი 2026, 20:20
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვები დაიწყო - პირველი ნიკა გვარამია და გია ხუხაშვილი იყვნენ. პარალელურად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩვენება ჩამოართვეს ამ ამბის პირველწყაროს, პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვები დაიწყო.
03 სექტემბერი 2026, 20:15
სამართალი
პროკურორი ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის შემდეგ: ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ობს ს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა მოარულ სხვადასხვა ინფორმაციებს, რომელიც არის მიღებული მის მიერ სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გაკეთებული საჯარო წერილები
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.


