04 სექტემბერი 2026, 11:06 / სანდო წყარო

Reuters: არგენტინის პრეზიდენტი ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვებაზე სანქციების გამკაცრებას და თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს

ხავიერ მილეი

ხავიერ მილეი

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვების პროექტებში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, ქვეყნის სამხრეთში თავდაცვის რესურსებს გაზრდის და კონგრესს კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც, მისი თქმით, არგენტინის სუვერენიტეტის დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს გააძლიერებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში მილეიმ განაცხადა, რომ ხელს მოაწერს დეკრეტს, რომელიც არგენტინის კანონმდებლობის შესაბამისად, იმ კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესს დააჩქარებს, რომლებიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაში მონაწილეობენ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც არგენტინა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა რომელიც ამჟამად ბრიტანეთის კონტროლქვეშაა.

მილეის განცხადებით, არგენტინა შეეცდება სანქციები დაუწესოს არა მხოლოდ პროექტებში უშუალოდ ჩართულ კომპანიებს, არამედ მათ აქციონერებს, დირექტორებსა და მომწოდებლებსაც.

„ჩვენ გავაგრძელებთ არგენტინის ტერიტორიაზე საქმიანობის აკრძალვას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ კუნძულებზე მიმდინარე პროექტებში არგენტინის ნებართვის გარეშე“, - განაცხადა მილეიმ.

მისი თქმით, მთავრობა ასევე გამოსცემს საგანგებო დეკრეტს, რომლის საფუძველზეც თავდაცვის რესურსები გაიზრდება. ეს თანხები გამოყენებული იქნება ახლომდებარე ტიერა-დელ-ფუეგოს პროვინციაში საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სატელეკომუნიკაციო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

მილეიმ ასევე განაცხადა, რომ კონგრესს გადაუდებელი წესით წარუდგენს კანონპროექტს „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“, რომელიც კუნძულების გარშემო არგენტინის ნებართვის გარეშე განხორციელებული საქმიანობისთვის სანქციებს გაამკაცრებს, პასუხისმგებლობას მომწოდებლებზეც გაავრცელებს და სამართლებრივ ჩარჩოს გააფართოებს, რათა ის არგენტინის ბუნებრივ რესურსებზე გავლენის მქონე სხვა საქმიანობასაც მოიცავდეს.

მილეის განცხადებით, არგენტინამ დაადგინა, რომ ფოლკლენდის კუნძულების მახლობლად მდებარე Sea Lion-ის ოფშორულ საბადოზე ნავთობის მოპოვების პროექტი, რომელსაც Navitas Petroleum და Rockhopper Exploration ახორციელებენ, უახლოეს თვეებში შეიძლება დაიწყოს. პრეზიდენტმა აღნიშნულ პროექტს არგენტინის ინტერესებისთვის „გადაუდებელი საფრთხე“ უწოდა.

Reuters-ის ცნობით, მილეის განცხადებები არგენტინის პრეზიდენტის პოზიციის გამკაცრებაზე მიუთითებს. მანამდე მილეი ფოლკლენდის კუნძულების საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობდა, პარალელურად კი ბრიტანეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობდა.

ფოლკლენდის კუნძულები არგენტინის სანაპიროდან დაახლოებით 500 კილომეტრში, აღმოსავლეთით მდებარეობს და ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა. არგენტინა კუნძულებზე სუვერენიტეტს დიდი ხანია აცხადებს.

დიდი ბრიტანეთი კუნძულებს 1833 წლიდან აკონტროლებს. 1982 წელს არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის კუნძულების გამო ხანმოკლე ომი გაიმართა.

ყველა სიახლე

04 სექტემბერი 2026, 11:38

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.

04 სექტემბერი 2026, 11:33

მსოფლიო

The Guardian: ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვაზე მუშაობს

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ მესამე ქვეყნების მცხოვრებლებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, სავიზო წესების გამკაცრების წინადადებებზე მუშაობს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შაკო კუჭაშვილი

04 სექტემბერი 2026, 11:17

სამართალი

შაკო კუჭაშვილი: არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა - მტკნარი სიცრუეა მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული

შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს - არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მითუმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნების გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა, - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი თამაზ ელიზბარაშვილთან მომხდარ ინციდენტზე.

ირაკლი კირცხალია

04 სექტემბერი 2026, 11:16

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როგორც კი საუბარი იწყება ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე და საერთო მომავალზე, მაშინვე აქტიურდება აგენტურული ქსელი

არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ტკივილის, ომისა და ხელოვნურად გაღრმავებული გაუცხოების მიუხედავად, შერიგება შესაძლებელია, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.

ირაკლი ჭეიშვილი

04 სექტემბერი 2026, 11:16

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება, არ აქვს არსებითი განსხვავება, ვინ იქნება ის - მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თუ დანარჩენი ქვეყნის მტრები, არის ყველაფერი სპეკულაცია

პროკურატურამ თქვა, თუ რაიმე დამატებითი გარემოებები გამოიკვეთება, აუცილებლად იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

04 სექტემბერი 2026, 11:09

რეგიონი

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ატარებს

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. ღონისძიება ითვალისწინებს ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ხეების ტერიტორიიდან გატანას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე მავნებლების შესაძლო გავრცელებისა და ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად.

04 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

„ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“ - პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დეტალებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს

„30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

04 სექტემბერი 2026, 10:50

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს დედაქალაქი სულ უფრო მეტად აღიქმება არა მხოლოდ ტურისტულ მიმართულებად, არამედ დამოუკიდებელ რეგიონულ ბიზნეს და საინვესტიციო ცენტრად

„ეკონომიკური ზრდა თავად ხდება ახალი ინვესტიციების მოზიდვის ფაქტორი, ხოლო ახალი ინვესტიციები, თავის მხრივ, შემდგომი ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას ქმნის,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება Marriott International-ისა და PASHA Real Estate Group-ის გადაწყვეტილებას, თბილისში სასტუმრო Le Méridien-ის აშენების შესახებ.

ირაკლი კირცხალია

04 სექტემბერი 2026, 10:45

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: უსამშობლო ნაც-აგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ შერიგება შესაძლებელია

უსამშობლო ნაც-აგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ შერიგება შესაძლებელია, - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

04 სექტემბერი 2026, 10:38

ეკონომიკა

სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული საჩივრების შედეგად, აგვისტოს მდგომარეობით, მომხმარებლისთვის ანაზღაურებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 426 ათასი ლარი შეადგინა

მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ საქმიანობის ფარგლებში განიხილა და წარმოებაში მიიღო მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის არსებული დავების თაობაზე შემოსული 150 საჩივარი. მათგან 125 დავა უკვე დასრულებულია, ხოლო 25 - განხილვის და მოკვლევის პროცესშია.

04 სექტემბერი 2026, 10:33

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის პროგრამა გაიარეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, KIU-ს ექვსმა სტუდენტმა სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის სპეციალური პროგრამა გაიარა.

04 სექტემბერი 2026, 10:31

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა", 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.

04 სექტემბერი 2026, 10:30

მსოფლიო

BBC: კანადაში ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა და სეტყვა გამოიწვია

კანადის ქალაქ ტორონტოში ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა და სეტყვა გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 10:27

სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

04 სექტემბერი 2026, 10:25

სამართალი

პოლიციამ მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს.

04 სექტემბერი 2026, 10:18

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა ჰიდეტო კავასაკიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

04 სექტემბერი 2026, 10:17

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გზებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებს.

ბორის პისტორიუსი

04 სექტემბერი 2026, 10:17

მსოფლიო

The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ქვეყნის მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აკრძალვის მოწოდებით გამოვიდა. ინფორმაციას The Teleraph-ი ავრცელებს.

ზაზა შათირიშვილი

04 სექტემბერი 2026, 10:14

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს

დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში.