imedi /  07 სექტემბერი 2026, 20:53 / სანდო წყარო

Le Figaro: სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

„ამერიკელებმა გვითხრეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთში გაჩნდება მოლაპარაკებების ახალი მზაობა და ამ კონტექსტში ჩვენც უნდა მოვემზადოთ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დასაწყებად“, - განაცხადეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ელისეს სასახლის წყაროების ცნობით, საჭიროა „მზადება მოლაპარაკებების ახალი ეტაპისთვის“.

„უკრაინელები კმაყოფილნი დარჩნენ (სპეციალური წარმომადგენლების) ამ ვიზიტით კიევში“, - აცხადებენ პარიზში.

ასევე იუწყებიან, რომ ამერიკულმა მხარემ ომის დასასრულებლად ახალი, „უფრო ეფექტიანი“ წინადადებები წამოაყენა.

ყველა სიახლე

07 სექტემბერი 2026, 21:07

ეკონომიკა

მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი - ეროვნული ბანკი ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანმა სარეზერვო აქტივებმა 8 მილიარდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში რეზერვები 613 მილიონი დოლარით შეივსო.

ირმჰილდ ბოსფორდი

07 სექტემბერი 2026, 20:50

მსოფლიო

ირმჰილდ ბოსფორდი: ადამიანები, რომლებიც აქამდე არასდროს აძლევდნენ ხმას, მივიდნენ და ხმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მისცეს. „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობდნენ, რომ AfD-ს აკრძალავდნენ, მაგრამ შედეგს ვხედავთ

საქსონია-ანჰალტში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებისა და მმართველი პარტიის დამარცხების ფაქტს ევროპარლამენტარი, პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ირმჰილდ ბოსფორდი გამოეხმაურა.

07 სექტემბერი 2026, 20:49

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სამართალდამრღვევთა გამოვლენა და ჯარიმები სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს რამდენიმე ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. რვა მოქალაქეს, რომლებმაც სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.

07 სექტემბერი 2026, 20:46

პოლიტიკა

დასუსტებული ოპოზიცია - შიდა დაპირისპირებების მორიგი სერია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მძიმე ურთიერთბრალდებების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა გვარამიას ოპოზიციური ერთობის დაშლასა და სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ვოლკერ ტურკი

07 სექტემბერი 2026, 20:45

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას და პირობა დადო, რომ განახორციელებს ზეწოლას AI-კომპანიებზე იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც, მისი უწყების განცხადებით, მოიცავს მომსახურების სფეროების, კომუნიკაციებისა და დემოკრატიული სისტემების შეფერხებას.

ზაზა შათირიშვილი

07 სექტემბერი 2026, 20:39

პოლიტიკა

გერმანიაში გამარჯვებული პარტია და „დიფ სთეითის“ ჩაშლილი გეგმა - ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„დიფ სთეითის“ გეგმები და მიზანი - სრული გავლენა მოიპოვოს კონტინენტზე, ახლა ყველაზე კარგად გერმანიის მაგალითზე ჩანს, - ამ მოსაზრებას ზაზა შათირიშვილი ავითარებს. ვრცელ წერილში ფილოსოფოსი წერს, რომ სწორედ გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარებოდა ომში მყოფ უკრაინას, თუმცა გერმანიის მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე ვითარება შეიცვალა.

07 სექტემბერი 2026, 20:32

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ისტორიული გამარჯვება - საქსონია-ანჰალტში და მძიმე დარტყმა ევრობიუროკრატიისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტში თავის ისტორიაში უდიდეს გამარჯვებას მიაღწია და ხმათა თითქმის 44% მოიპოვა. კანცლერ ფრიდრიხ მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია კი მძიმე მარცხს განიცდის.

ტომაშ ფროელიხი

07 სექტემბერი 2026, 20:28

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეს პარტია მაინც აიკრძალება, ეს აღიქმება, როგორც დემოკრატიის დასასრული

„ხალხს სურს ნამდვილი პოლიტიკური ცვლილებები, სურს უსაფრთხოება, არ სურს ომი და უნდა დიპლომატიური სამშვიდობო ინიციატივები. თქვენ არ შეგიძლიათ აკრძალოთ ყველაზე ძლიერი პარტია“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.

07 სექტემბერი 2026, 20:26

პოლიტიკა

სასაცილო და ტრაგიკული - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს აფასებს. ქრონიკის“ სიუჟეტი

სასაცილო და ტრაგიკული - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს, რომელთა შინაარსიც, მისივე შეფასებით, არასერიოზულია.

07 სექტემბერი 2026, 20:24

მსოფლიო

El Pais: ბრიუსელში შიშობენ, რომ გერმანიის პოლიტიკურმა პოლარიზაციამ შესაძლოა შეაფერხოს ევროკავშირის მასშტაბით ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა

საქსონია-ანჰალტში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება ბრიუსელისთვის მცირე შოკად იქცა - ევროკავშირის უდიდეს ეკონომიკაში ულტრამემარჯვენეების დაწინაურება ევროპაში შეშფოთებას იწვევს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი სტატიაში სათაურით „ბრიუსელში შიშობენ, რომ გერმანიის პოლიტიკურმა პოლარიზაციამ შესაძლოა შეაფერხოს ევროკავშირის მასშტაბით ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა“.

ირაკლი კობახიძე

07 სექტემბერი 2026, 20:14

პოლიტიკა

რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად - ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად - საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, რომელიც ბათუმში გაიხსნა, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს.

რობერტ ფიცო

07 სექტემბერი 2026, 20:11

მსოფლიო

რობერტ ფიცო იმედოვნებს, რომ გერმანიის რეგიონულ არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ქვეყნის ეროვნულ მთავრობას რუსეთთან უფრო კონფრონტაციული კურსისკენ არ უბიძგებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო იმედოვნებს, რომ გერმანიის რეგიონულ არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ქვეყნის ეროვნულ მთავრობას რუსეთთან უფრო კონფრონტაციული კურსისკენ არ უბიძგებს.

07 სექტემბერი 2026, 19:55

რეგიონი

იშვიათი ბუნებრივი მოვლენა აჭარაში. ვიდეო

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები აჭარიდან, სადაც იშვიათი ბუნებრივი მოვლენაა აღბეჭდილი.

07 სექტემბერი 2026, 19:46

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.

07 სექტემბერი 2026, 19:44

რეგიონი

სანაპირო ზონებში წარმოქმნილი ავარიული ვითარების აღმოსაფხვრელად ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

პროექტი ითვალისიწინებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაუთვალისწინებელი სასწრაფო, ავარიული ვითარების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საჭიროების მიხედვით უნდა მოამზადოს როგორც ობიექტის დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე აწარმოოს შესაბამისი სამშენებლო სამუშაოებიც. რაც იძლევა შესაძლებლობას, წარმოქმნილ პრობლემებზე რეაგირება მოხდეს უმოკლეს დროში და გადაიჭრას რაციონალურ ვადებში.

არსენიო დომინგესი

07 სექტემბერი 2026, 19:32

ეკონომიკა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი: მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიური მონაწილეობა შუა დერეფნის განვითარებაში, ამ ხიდის შექმნაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანი: მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 40 000 კვალიფიცირებული მეზღვაურის დეფიციტი გვექნება და ეს მიმართულება საქართველოს მხრიდან 20 000 მეზღვაურის მიწოდებით გაიზრდება მსოფლიო მასშტაბით

07 სექტემბერი 2026, 19:29

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი Abu Dhabi Ports Group-ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა

საქართველოს საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთერთი უმსხვილესი საზღვაო და ლოგისტიკური ჯგუფის, Abu Dhabi Ports Group-ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა.

ფრიდრიხ მერცი

07 სექტემბერი 2026, 19:27

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ღრმად შოკირებულია“ რეგიონულ არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებით

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ღრმად შოკირებულია“ რეგიონულ არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებით ულტრამემარჯვენე AfD-სთან, თუმცა პირობა დადო, რომ არ გადაუხვევს მკაცრი რეფორმების კურსს და ამასთან, ეცდება, ისინი საზოგადოებას უკეთ განუმარტოს.

07 სექტემბერი 2026, 19:20

მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს დახურვა გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს დახურვა გამოაცხადა, რაც პასუხია ბერლინის გადაწყვეტილებაზე, დახუროს რუსეთის საკონსულო ბონში.