POLITICO: რატკო მლადიჩის დაკრძალვამ სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებსა და პოლიტიკურ რეალობას შორის არსებული უფსკრული გააჩინა
ფოტო: AFP via Getty Images
სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ბელგრადში სამხედრო მეთაურის, ომის დანაშაულებსა და სრებრენიცის გენოციდში მსჯავრდებული რატკო მლადიჩის დაკრძალვა გაიმართა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, სერბეთის დედაქალაქში მლადიჩის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო. ღონისძიებას ბრიუსელის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ევროკავშირი ისედაც დაპირისპირებულია სერბეთთან ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის, პრესისა და სასამართლოს თავისუფლების შეზღუდვისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო.
„ომის დამნაშავეების ნებისმიერი განდიდება, გენოციდის უარყოფა და ისტორიის რევიზიონიზმი ეწინააღმდეგება ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს და ევროკავშირსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სიაში მათი ადგილი არაა“, - განაცხადა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა კრისტიან ვიგანდმა.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა კი მიმდინარე კვირაში ბელგრადში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. მისი თქმით, ამის მიზეზი მლადიჩის „განდიდება“ გახდა.
სერბეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ დაკრძალვის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. მიუხედავად ამისა, მლადიჩი სამთავრობო თვითმფრინავით ჩამოასვენეს, ხოლო ცხედარს უკანასკნელ განსასვენებელამდე სერბეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მიაცილებდნენ.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პორფირიმ, რომელიც სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის ახლო მოკავშირეა, სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა. მლადიჩის კუბოს სერბეთის დროშა ჰქონდა გადაფარებული.
მლადიჩი, გენერალი, რომელიც ბოსნიასა და ხორვატიაში სამხედრო კამპანიებს ხელმძღვანელობდა, გენოციდში დამნაშავედ ცნეს 1995 წლის ივლისის დასაწყისში აღმოსავლეთ ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში 8 000-ზე მეტი ადამიანის მკვლელობის გამო. ის აგვისტოს ბოლოს, 84 წლის ასაკში, ნიდერლანდებში, სქევენინგენის ციხეში გარდაიცვალა, სადაც სამუდამო პატიმრობას იხდიდა, წერს გამოცემა.
ორშაბათს წმინდა ლუკას სახელობის ეკლესიაში გამართულ ცერემონიას სერბეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის თავდაცვის მინისტრი ბრატისლავ გაშიჩი და იუსტიციის მინისტრი ნენად ვუიჩი. დაკრძალვაზე იმყოფებოდა პრეზიდენტის ვაჟი დანილო ვუჩიჩიც, ასევე რუსეთის ელჩი ალექსანდრ ბოცან-ხარჩენკო.
სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი, რომელიც 2017 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია და პოპულისტ ნაციონალისტად მიიჩნევა, დაკრძალვას არ დაესწრო. ის უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან შესახვედრად გაემგზავრა და საჯარო განცხადებებში არც მლადიჩი და არც მისი დაკრძალვა არ უხსენებია.
როგორც POLITICO წერს, ვუჩიჩი ბრიუსელში ხშირად თავს პრაგმატულ ტექნოკრატად წარმოაჩენს, მაშინ როცა სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რომელიც 2014 წელს დაიწყო, აგრძელებს. თუმცა, კრიტიკოსები და უფლებადამცველი ორგანიზაციები მას ადანაშაულებენ იმაში, რომ ქვეყანაში ნაციონალიზმის გაღვივებას უშვებს და ზოგჯერ ხელს უწყობს კიდეც.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 11:40
რეგიონი
ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში.
08 სექტემბერი 2026, 11:21
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია. არაერთხელ შედგა მათი გაერთიანება და დაიშალა, უკვე რეკორდსაც მიაღწიეს
ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
08 სექტემბერი 2026, 11:20
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება⚽
ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
08 სექტემბერი 2026, 11:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე: წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ მეხუთე წერილს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჯერადაც, რაიმე ახსნა-განმარტება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არ გაკეთებულა.
08 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
სგპ ,,ყაზბეგისა“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 10:58
მსოფლიო
Reuters: ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
ლატვიის მთავრობა რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვეყანაში შემოტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის პრემიერ-მინისტრზე ანდრის კულბერგსზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 10:49
საზოგადოება
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
08 სექტემბერი 2026, 10:41
რეგიონი
ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
08 სექტემბერი 2026, 10:38
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
08 სექტემბერი 2026, 10:38
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 10:37
საზოგადოება
გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
მემორანდუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის კავშირების გაღრმავებას, ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.
08 სექტემბერი 2026, 10:35
სამართალი
პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 10:27
რეგიონი
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
08 სექტემბერი 2026, 10:18
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე), ჰ. ა-ის (თერჯოლა, სოფელი კვახჭირი) და ა. ც-ის (თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი) ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ. ამავდროულად, ობიექტებზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა“.
08 სექტემბერი 2026, 10:13
მსოფლიო
ტრამპი ამერიკაში Bombardier-ის ტიპის კანადური თვითმფრინავების გაყიდვის აკრძალვით იმუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ ამერიკაში კანადური წარმოების Bombardier-ის ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავების გაყიდვას აკრძალავს.
08 სექტემბერი 2026, 10:03
რეგიონი
წალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ადგილობრივმა მკვიდრმა, წალკაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
08 სექტემბერი 2026, 09:48
ტაბლოიდი
პრინცი ჯორჯი სწავლას იტონის კოლეჯში გააგრძელებს
13 წლის პრინცი ამ ელიტური კერძო სკოლა-პანსიონის მოსწავლე გახდება, სადაც ბრიტანეთის 20 პრემიერ-მინისტრს აქვს განათლება მიღებული და სადაც სწავლის საფასური წელიწადში დაახლოებით 65 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
08 სექტემბერი 2026, 09:41
მსოფლიო
მედია: უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 09:30
მსოფლიო
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი - ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი გამოცემა The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გასაიდუმლოებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ 2024 წელს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თაღლითობის, კორუფციული სქემებისა და არასწორი მენეჯმენტის გამო 1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა.


