Financial Times: ირანი სანქციების გვერდის ავლისთვის კრიპტოვალუტას იყენებს
ფოტო: Getty Images
ირანი კრიპტოვალუტების გამოყენებას ცდილობს, რათა აშშ-ის მიერ წარმოებული ომისა და ბლოკადის პირობებში სავაჭრო ოპერაციები შეინარჩუნოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თეირანმა აგრეთვე უცხოურ ვალუტაზე მკაცრი კონტროლი შეარბილა, რათა გამკაცრებული სანქციების გავლენა შეამციროს.
ირანი წლების განმავლობაში მოწყვეტილია გლობალურ საფინანსო სისტემას და უცხოური ვალუტის მიწოდების გასაკონტროლებლად იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს მკაცრ შეზღუდვებს უწესებდა. ამის გამო ბიზნესებმა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არადეკლარირებული შემოსავლების მნიშვნელოვანი მოცულობა დააგროვეს. ირანის სასამართლო სისტემის შეფასებით, ასეთი სახსრების ოდენობა 100 მილიარდ დოლარს აღემატება.
ირანელი ბიზნესმენების, რეჟიმთან დაახლოებული პირებისა და ანალიტიკოსების განცხადებით, ცენტრალურმა ბანკმა ბოლო თვეებში ვაჭრობის მონაწილეებს ფარულად მოუწოდა, ქვეყანაში სახსრები ნებისმიერი შესაძლო გზით დაებრუნებინათ, რათა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისთვის საჭირო ფინანსური რესურსები უზრუნველეყოთ.
მათივე ცნობით, ამის ერთ-ერთი გზა კრიპტოვალუტების, განსაკუთრებით Tether-ის, თუმცა ასევე ბიტკოინის გამოყენებაა. კრიპტოვალუტებით ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორება ირანული კრიპტობირჟების მეშვეობით ხორციელდება.
როგორც Financial Times-ი იუწყება, შერბილებული სისტემის პირობებში მოვაჭრეებს ასევე შეუძლიათ უცხოური ვალუტის გაცვლა ქვეყნის დიდ არაოფიციალურ ბაზარზე, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობის მიერ დადგენილი კურსები გამოიყენონ. გარდა ამისა, მათ ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების გამოყენება შეუძლიათ იმპორტის პირდაპირ დასაფინანსებლად ისე, რომ თანხები ოფიციალური სავალუტო სისტემის გავლით არ გაატარონ.
„ცენტრალურ ბანკს არ აინტერესებს, როგორ გადაირიცხა ეს თანხა. ექსპორტისთვის კრიპტოვალუტის სახით თანხის მიღება ახლა უკვე სრულად დამკვიდრებული პრაქტიკაა“, - განაცხადა რეჟიმთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ კონტროლის შემსუბუქება მას შემდეგ გახდა ფართოდ გავრცელებული, რაც თებერვალში აშშ-მა და ისრაელმა ომი დაიწყეს.
ირანის ცენტრალურმა ბანკმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ირანი წლების განმავლობაში ქმნიდა სანქციების გვერდის ავლის სისტემას, მათ შორის კრიპტოვალუტების გამოყენებით, თუმცა ომის პირობებში ტრანსსასაზღვრო ოპერაციების ალტერნატიული გზების მოძიებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
აშშ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ირანის პორტების ბლოკადას ახორციელებს, თეირანის იზოლაციის მიზნით ეკონომიკურ ზეწოლაზე გადავიდა და ირანთან სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ პარტნიორებს სანქციებით დაემუქრა, წერს გამოცემა.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2026, 12:52
მსოფლიო
Euronews: კაია კალასს ევროკავშირის დედაქალაქები ყველაზე მეტად იმ დროს უპირისპირდებიან, როცა მათი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა მორიგი პოლიტიკური მარცხი განიცადა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა მისი უკანასკნელი ინიციატივა, შეექმნა ექსპერტთა ჯგუფი ევროპული თავდაცვის საკითხებზე, ჩაშალეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:43
რეგიონი
ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
09 სექტემბერი 2026, 12:40
საზოგადოება
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მოსწავლეებისთვის უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდების ორგანიზებისთვის
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
09 სექტემბერი 2026, 12:36
მსოფლიო
AXIOS: ტრამპი ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ ბრიტანეთის სანქციებს არ შეეწინააღმდეგა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეწინააღმდეგა დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომლის მიზანიც დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებით ახალი სანქციების დაწესებაა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:20
საზოგადოება
სარკინიგზო საზღვრის კვეთის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით,თბილისში, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:18
ტექნოლოგიები
კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა
ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, რომ არამწეველები ძირითადად სიგარეტის გვერდით კვამლს ისუნთქავენ. ის ფილტრს არ გადის, ხოლო თამბაქო მისი წარმოქმნისას სრულად არ იწვის. ამიტომ, მოცულობის ერთეულზე ასეთ კვამლში შეიძლება უფრო მეტი ტოქსიკური და კანცეროგენული ნაერთი იყოს, ვიდრე იმ კვამლში, რომელსაც უშუალოდ მწეველი ისუნთქავს.
09 სექტემბერი 2026, 12:11
რეგიონი
ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს სასკოლო ნივთები საჩუქრად გადასცა
ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სასკოლო ნივთები საჩუქრად გადასცა, - ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:10
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორია, აქ უკვე ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი
გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორია, აქ უკვე ჟურნალისტურ სტანდარტებზე საუბარი აღარაა, აქ ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
09 სექტემბერი 2026, 12:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით თავისი პოლიტიკით ჩიხშია შესული და საკუთარი თავის ტყვე გახდა. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ გამოვიდეს ამ ჩიხიდან. მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, ვაჩვენოთ ჩვენი არგუმენტები და გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომლის საქართველოსთან მიმართებით დამკვიდრებას ცდილობს ბრიუსელის ბიუროკრატია
თქვენ ყოველთვის გაქვთ მცდელობა იმის, რომ წარმოაჩინოთ თითქოს ევროპა არის საქართველოს მტერი. ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ჯგუფებზე და ა.შ. თქვენი აზრით არის თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა საქართველოში ძალადობის დაფინანსება?!, - ასე მიმართა ოპოზიციასთან აფილირებული ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
09 სექტემბერი 2026, 12:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახალ სამხედრო დაპირისპირებაში, არის იმის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს და პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ვირტუალური ფრონტის ხაზზე იდგა იმისთვის, რომ არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი
ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
09 სექტემბერი 2026, 12:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „გირჩისა“ და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრაზე: უჩვეულო რატომ არის ასეთი შეხვედრა?! „გირჩის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენც არაერთხელ გვქონია. ის, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იყოს, ამაში ან გასაკვირი, ან უჩვეულო რა არის?!
ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებისა და დღის წესრიგის ინფორმაციის მფლობელი არ გახლავართ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, მისთვის ცნობილია თუ არა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი „გირჩს“ შეხვდა.
09 სექტემბერი 2026, 11:59
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 11:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს
ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.
09 სექტემბერი 2026, 11:51
მსოფლიო
მარკო რუბიომ მოსკოვსა და კიევში უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტებს შინაარსობრივი უწოდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტები მოსკოვსა და კიევში შინაარსობრივი იყო, რამაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების იმედი გააჩინა.
09 სექტემბერი 2026, 11:42
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება
„ახლა რომ საუბრობენ 40 მილიონზე და გილაურზე, რა გგონიათ, მისი ფული იყო? ასე გამოიყენებოდა სხვადასხვა ადამიანის არხები, იმისთვის რომ უცხოეთიდან ფული შემოსულიყო. თავად ადასტურებენ, რომ შავი ფული ტრიალებდა მათ საარჩევნო კამპანიაში. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
09 სექტემბერი 2026, 11:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ციხეში რჩებიან ისინი, ვინც არიან ბრიუსელისა და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები. სადაც იყო აღიარება, სახელმწიფო წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. ჯობია ენდო საკუთარ ქვეყანას, ვიდრე უცხო სახელმწიფოს
ციხეში რჩებიან ისინი, ვინც არიან ბრიუსელის და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები. სადაც იყო აღიარება სახელმწიფო წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. ჯობია ენდო საკუთარ ქვეყანას ვიდრე უცხო სახელმწიფოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
09 სექტემბერი 2026, 11:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „ასავალ-დასავალზე“: პოლიტიკური განცხადებებით საქართველოში მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა ჯერ არავის გამოსვლია, ასე რომ მნიშვნელოვანია, ყველა კონცენტრირდეს სამართლებრივ საკითხებზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დაწერილ სტატიებზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლო განხილვების პოლიტიზირება და ამით ყურადღების გადატანა საქართველოში არავის გამოსვლია.
09 სექტემბერი 2026, 11:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნდობა აქვს დაკარგული დღეს ბრიუსელს ყველას თვალში, ქართველი ხალხის თვალში, მათ შორის ისლანდიის თვალში და ესაა ყველაზე მთავარი
ნდობა აქვს დაკარგული დღეს ბრიუსელს, ყველას თვალში, ქართველი ხალხის თვალში, მათ შორის ისლანდიის თვალში და ესაა ყველაზე მთავარი,- განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 სექტემბერი 2026, 11:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე: აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს
აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.


